თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოში სულ უფრო მეტი ავიაკომპანია დაფრინავს - რეგულარულ ავიარეისებს 2018 წელს 58 ავიაკომპანია ახორციელებდა, რაც 2017 წელთან შედარებით 9,4%-ით მეტია.
2018 წელს ავიაკომპანიებმა 5 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
მგზავრთა ავიაგადაზიდვების ლიდერები ქართულ ბაზარზე 2018 წელს
ავიაკომპანია | მგზავრთა რაოდენობა | ბაზრის წილი, % |
Wizz Air | 5897 179 | 12 |
Turkish Airlines | 559 749 | 11 |
Georgian Airlines | 550 831 | 11 |
Ural Airlines | 294 000 | 6 |
Fly Dubai | 250 296 | 5 |
2018 წელს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული ავიარეისებით 5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წელთან შედარებით 23,6%-ით მეტია - მაღალი ზრდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.
ყველაზე პოპულარულ აეროპორტად რჩება თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - მან 3,8 მილიონზე მეტი მგზავრი მიიღო.
მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში 2018 წელს
აეროპორტი | მგზავრთა რაოდენობა | ზრდა, % |
თბილისი | 3 808 619 | 20,4 |
ქუთაისი | 617 373 | 52,4 |
ბათუმი | 598 891 | 20,8 |
შემდეგ მოდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - საანგარიშო პერიოდში ის დაახლოებით 613,4 ათას მგზავრს მოემსახურა. მესამე ადგილზეა ბათუმის საერთაშირისო აეროპორტი - აღნიშნულ პერიოდში მისი სერვისით დაახლოებით 599 ათასი მგზავრმა ისარგებლა.
საქართველოს აეროპორტებში 2018 წელს შესრულებული რეისები
რეისები | რეისების რაოდენობა | ზრდა, % |
რეგულარული | 21 519 | 23,3 |
ჩარტერული | 3 017 | -14,3 |
სულ | 24 536 |
2018 წელს საქართველოს აეროპორტებში 24,5 ათასზე მეტი სამგზავრო და სატვირთო რეისი განხორციელდა, მათგან - 21,5 ათასზე მეტი - რეგულარული, ხოლო 3 ათასზე მეტი - ჩარტერული, რაც 2017 წლის მაჩვენებლებს 17%-ით აღემატება.