თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ფრანგული ფლაგმანი ავიაკომპანია AIR FRANCE პარიზიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 31 მარტიდან განახორციელებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე.
ბარი, ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ტალინი… Wizz Air ექვს ახალ მიმართულებას ამატებს>>>
რეგულარულ ფრენებს პარიზი–თბილისის რეისით კვირაში ორჯერ – კვირას და ოთხშაბათს Airbus A320 და A321 მარკის საჰაერო ხომალდები განახორციელებენ. თბილისიდან საფრანგეთის დედაქალაქში ფრენები ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება.
შესაბამისი ნებართვა Air France-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიანიჭა. რეგულარული ფრენები 2019 წლის 23 ოქტომბრამდე განხორციელდება.
რეგულარულად, კვირაში ორჯერ ქვეყნებს შორის იფრენს აგრეთვე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways – Airzena.
დღეისთვის კომპანია Air France ფრენებს მსოფლიოს 92 ქვეყანაში ახორციელებს 195 მიმართულებით. კომპანიის ავიაპარკი სხვადასხვა ტიპის 212 საჰაერო ხომალდისგან, ქართული Airzena-ს ავიაპარკი კი სხვადასხვა ტიპის შვიდი ხომალდისგან შედგება.