14:08 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ოჯახური ძალადობა

შსს სექსუალურ ძალადობაზე სასჯელის გამკაცრების ინიციატივით გამოდის

© Sputnik / STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (21)
151 0 0

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მოძალადეებს სასწავლო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება ჩამოერთმევათ

თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელი გამკაცრდება, რაც მათთვის მთელი რიგი უფლებების ჩამორთმევას გულისხმობს, შეიქმნება სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, განაცხადა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა და მას მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილეს>>>

თოლორაიას თქმით, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს.

როგორც თოლორაიამ განმარტა,  2018 წელს შსს-მ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში  116 პირი ამხილა, რომელთა უმეტესი ნაწილი (86 პირი) მხილებულ იქნა 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირებთან ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის კავშირში. 

„აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სექსუალურ  მოძალადეებს სასწავლო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება ჩამოერთმევათ.

გარდა ამისა, შეიქმნება  სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლებით (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ) მსჯავრდებულ პირთა ბაზაც, რაც მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა მონიტორინგის გზით დანაშაულის პრევენციას. 

მიმდინარე წლის თებერვლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოქმედდება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, რომლის მიზანი გამოძიების მიმდინარეობისას მსხვერპლთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება იქნება.

თოლორაიას განცხადებით,  თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამგვარი კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებს. გამომძიებლები გადამზადებული არიან ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიის საკითხებზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა  არასრულწლოვან მსხვერპლებს, მათ მშობლებს და ყველა იმ პირს, რომელთათვისაც ცნობილი გახდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები, მოუწოდა დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას.

თემები:
საქართველოს მთავრობა (21)

მთავარი თემები