მერამდენე ადგილზეა თსუ მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის

© photo: Sputnik / Ruhkyan / გადასვლა მედიაბანკშიივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თსუ კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია რეგიონიდან, რომელიც 500 საუკეთესოთა შორისაა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონის ლიდერია, ნათქვამია უმაღლესი სასწავლებლის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თსუ - Sputnik საქართველო
ქართული სასწავლებლები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საუკეთესოთა სიაში მოხვდნენ

სასწავლებლის ინფორმაციით, თსუ U.S.News&World Report-ის 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია რეგიონიდან, რომელიც 500 საუკეთესოთა შორისაა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის. 

2019 წლის რანჟირებისთვის განხორციელებულ კვლევებში მსოფლიოს 75 ქვეყნის 1250 საუკეთესო უნივერსიტეტი მოხვდა. U.S.News&World Report-ის მონაცემებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში 435-ე ადგილს იკავებს. დარგობრივი რანჟირებით კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფიზიკის მიმართულებით 278-ე ადგილი დაიკავა.

თსუ-ს შენობა - Sputnik საქართველო
თსუ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების სიაში მოხვდა

U.S.News&World Report უკვე 30 წელია, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებას აქვეყნებს. U.S.News&World Report რეიტინგების შედგენისას 13 ინდიკატორს იყენებს, რაც უნივერსიტეტების აკადემიურ, კვლევით საქმიანობას და გლობალურ და რეგიონულ რეპუტაციას ეყრდნობა. კვლევის ავტორები ასევე ითვალისწინებენ უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობას პუბლიკაციების, სამეცნიერო წიგნების გამოცემის, კონფერენციების ორგანიზების კუთხით, ციტირების ინდექსს, საერთაშორისო თანამშრომლობას, ყველაზე ციტირებად პუბლიკაციებში უნივერსიტეტის წილს. კვლევისას ასევე გამოყენებულია აკადემიური წრეების წარმომადგენელთა და მკვლევართა მოსაზრება მათთვის ნაცნობი მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიურ საქმიანობასა და საგანმანათლებლო პროგრამებზე.

2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში ყველაზე მეტი ინსტიტუციით აშშ ლიდერობს 227 უნივერსიტეტით, რომელთა შორის პირველ პოზიციაზეა ჰარვარდის უნივერსიტეტი. ლიდერ ქვეყნებს შორის არიან ჩინეთი 130 უნივერსიტეტით, დიდი ბრიტანეთი – 78, იაპონია – 67 და გერმანია 62 უნივერსიტეტით.

სტუდენტები - Sputnik საქართველო
რას ირჩევს ახალგაზრდობა - საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები

U.S.News&World Report მიიჩნევს, რომ გლობალური რანჟირება საუკეთესო მაჩვენებელია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებში სწავლით არიან დაინტერესებული და მეტ ყურადღებას აქცევენ უნივერსიტეტების აკადემიურ საქმიანობას და მსოფლიო რეპუტაციას.

ბოლო წლებში თსუ უნივერსიტეტების ბევრ რეიტინგში მოხვდა.

კიდევ ერთ შეფასებაში – „მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგი QS: აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია 2019", რომელშიც 26 ქვეყნის 300 საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი შევიდა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 109-ე ადგილი დაიკავა.

თსუ - Sputnik საქართველო
70 წლის სტუდენტი, რომელიც თსუ-ში გიდის პროფესიას ეუფლება

2017 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი QS World University Rankings-ის უნივერსიტეტების გლობალური რეიტინგის (მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი) შედეგების მიხედვით ევროპის 400 საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლის სიაში მოხვდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 301+ პოზიცია დაიკავა და რეგიონში ერთადერთი უნივერსიტეტი გახდა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევის რეიტინგში მოხვდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიაში პირველი უნივერსიტეტია, რომელიც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს — 1918 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 26 იანვარს) გაიხსნა. 1989 წელს უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0