თამბაქოს მოწევა შესაძლოა სათამაშო აპარატების სალონებში დაუშვან

© Pixabay / djedjსათამაშო აპარატები
სათამაშო აპარატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქმედი კანონით, სათამაშო აპარატების სალონი თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევაში 500 ლარით ჯარიმდება

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თამბაქოს მოხმარებაზე სამორინეებისათვის დაშვებული გამონაკლისი, შესაძლოა, სათამაშო აპარატების სალონზეც გავრცელდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

მოქმედი კანონით, სათამაშო აპარატების სალონი თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევაში 500 ლარით ჯარიმდება.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად კი საგამონაკლისო წესში მოექცევა სათამაშო აპარატების ის სალონი, რომლის მოწყობის ნებართვისთვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით.

მწეველი მამაკაცი - Sputnik საქართველო
მწეველებს გაუხარდებათ: რა სიახლეებს ამზადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის  განმარტებით, აქ  საუბარია იმაზე, გავრცელდეს თუ არა გამონაკლისი სამორინეებთან ერთად სათამაშო კლუბებზეც – „სლოტ კლუბებზე“. კერძოდ, მათზე, რომელთაც ლიცენზიის მაღალი საფასური აქვთ გადასახდელი. 

„საუბარია იმაზე, რომ ცალკე მდგომი „სლოტ კლუბების“ შემთხვევაში მოწევა დაშვებული არ არის მაშინ, როცა სამორინეში არსებულ იმავე სათამაშო აპარატებთან მოწევა დაშვებულია. ბიზნეს ომბუდსმენის, სათამაშო ასოციაციისა და გარკვეულწილად ფინანსთა სამინისტროს მხრიდან მოსაზრება იყო, რომ ეს კონკურენციის დარღვევას წარმოადგენს და დეპუტატები ვიმსჯელებთ, გავუთანაბროთ თუ არა „სლოტ კლუბი“ სამორინეს გამონაკლისის თვალსაზრისით“, — აღნიშნა ზოიძემ.

დეპუტატის განმარტებით,  საუბარია იმაზე, „სლოტ კლუბი“ და სამორინე ერთი და იგივეა თუ არა. 

„ზოგადად გეტყვით, რომ გამონაკლისი, რომელიც სამორინეებს ეხება, სისუსტეა, მაგრამ ამ ეტაპზე ამის დაშვება იმიტომ მოხდა, რომ ქვეყანას უცხოელები სტუმრობენ. ჩვენი სამორინეები კონკურენციას კვიპროსის სამორინეებს უწევენ“, — განაცხადა აკაკი ზოიძემ.

სიგარეტი დახლებზე - Sputnik საქართველო
კანონი ამოქმედდა - ძალაშია თამბაქოს რეალიზაციისა და განთავსების ახალი რეგულაციები

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის) მოწევა სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში იკრძალება, მათ შორის კაფეებში, ბარებსა და რესტორნებშიც. თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე. მოწევა ნებადართულია მხოლოდ ქუჩაში, საკუთარ სახლში, სამორინეში, ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდებსა და ტერასებზე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0