საქართველოში C ჰეპატიტთან ბრძოლის ახალი კამპანია დაიწყო

© photo: courtesy of Ministry of HealthС ჰეპატიტის პრეპარატი „ჰარვონი“
С ჰეპატიტის პრეპარატი „ჰარვონი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 50 ათასამდე პაციენტია ჩართული.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოში C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალი კამპანია — STOP C იწყება, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან განახორციელებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

28 ივლისი ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც მონაწილეობს.

სისხლის ჩაბარების ცენტრი - Sputnik საქართველო
C ჰეპატიტის სამკურნალო ობიექტები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება

„2012 წელს ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა ადამიანი და პირველი ნაბიჯი იყო ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდა და ამ ზრდაში პირველი ადგილი დაიკავა C ჰეპატიტთან ბრძოლამ. ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელიც აქვს მსოფლიოს, ჩვენი ნაბიჯები მიმართული იყო, რომ ამ გამოწვევას გავმკლავებოდით და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი“, – განაცხადა პრემიერმა.

სერგეენკო: საქართველოში С ჰეპატიტთან ბრძოლა მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა>>>

მან ამერიკელ პარტნიორებს C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა.

ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით – ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ.

C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. პროგრამაში ჩართულია 50 000-მდე პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი კი, 98,2 პროცენტია.

სისხლის ანალიზი - Sputnik საქართველო
იჩქარეთ: С ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა უსასრულოდ არ გაგრძელდება

მომდევნო სამი წლის განმავლობაში С ჰეპატიტზე 800 000 ადამიანის შემოწმება იგეგმება. აღნიშნული პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ ქვეყნის ყველა მოქალაქე არ დარწმუნდება, რომ С ჰეპატიტით დაავადებული არ არის.

2016 წელს საქართველო ევროპული რეგიონის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აღნიშნული დაავადების, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საშიში სენის აღმოფხვრის მიზანი დაისახა.


ყველა ახალი ამბავი
0