საქართველოში რა სიხშირით ალაგებენ სახლს მამაკაცები?

CC0 / Pixabay / სახლის დალაგება
სახლის დალაგება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ლამაზი სქესის წარმომადგენლები სახლის დალაგებისთვის სიცოცხლის განმავლობაში წელზე მეტს ხარჯავენ, მამაკაცები კი ამ საქმეს თვეზე ნაკლებს უთმობენ

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოში მთელი ცხოვრების განმავლობაში სახლის დალაგებაზე ქალები, საშუალოდ, 438 დღეს ხარჯავენ, მამაკაცები კი 28 დღეს, ასეთია მარკეტინგული-საკონსულტაციო კომპანია IPM-ის კვლევის შედეგები.

თბილისის ერთ-ერთი კაფე - Sputnik საქართველო
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სისუფთავისთვის ბრძოლა გრძელდება

IPM-ის სპეციალისტებმა ათასი ადამიანი გამოკითხეს, რათა გამოერკვიათ, სიცოცხლის განმავლობაში სახლის დალაგებაზე, საშუალოდ, რა დროს ხარჯავენ საქართველოში სხვადასხვა სქესისა და ასაკის ადამიანები.

კვლევამ აჩვენა, რომ სახლის დალაგებით უფრო მეტად ყველა ასაკობრივი კატეგორიის ქალია დაკავებული. გამოკითხული ქალების 95% სახლს მინიმუმ კვირაში ერთხელ ალაგებს. ამ სიხშირით კაცების მხოლოდ 16% ალაგებს სახლს.

კვლევა — რა დროს უთმობენ ქართველები სამუშაოს>>>

სახლის დალაგებისთვის ყველაზე მეტ დროს 45-54 ასაკობრივი კატეგორიის ქალები (წელიწადში 14 დღე) ხარჯავენ, ანალოგიური ასაკის მამაკაცები კი დალაგებაზე წელიწადში, საშუალოდ, ერთ დღეზე ნაკლებს ხარჯავენ.

სახლის დალაგებას ყველაზე მცირე დროს 35-44 წლის კაცები (0,1 დღე) ანდომებენ, ამავე ასაკის ქალები კი წელიწადში 11,7 დღეს ხარჯავენ.

რაც შეეხება 25-34 წლის ასაკობრივ კატეგორიას, ამ შემთხვევაშიც ქალები ლიდერობენ — წელიწადში 12,9 დღე, მამაკაცების შემთხვევაში — 0,6.

სახლის დალაგებით ყველაზე ნაკლებად ქალები 18-24 წლის ასაკში არიან დაკავებული. წლის განმავლობაში სახლის დასალაგებლად ისინი 7,6 დღეს ხარჯავენ, მამაკაცები კი 0,8 დღეს.

ყველაზე უფროსი ასაკობრივი კატეგორია 55-დან 64 წლამდეა. ამ შემთხვევაში ქალები წლის განმავლობაში სახლის დალაგებისთვის 11,1 დღეს, მამაკაცები კი 0,8 დღეს ხარჯავენ.

თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ქალი მიწისქვეშა გადასასვლელიდან გამოდის - Sputnik საქართველო
მიწისქვეშა სისუფთავე: თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელებს მოაწესრიგებენ

ანალოგიური კვლევა IPM-მა 2006 წელსაც ჩაატარა. ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ქალები სახლის დალაგებას უფრო ნაკლებ დროს უთმობენ. სავარაუდოდ, ეს დამოკიდებულია საყოფახოვრებო ტექნიკის ხშირ გამოყენებასთან, აღნიშნავენ სპეციალისტები.

კვლევა: რამდენად ხშირად იკეთებენ მაკიაჟს ქალები და იპარსავენ წვერს მამაკაცები>>>

მარკეტინგული–საკონსულტაციო კომპანია ipm 1995 წელს შეიქმნა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებთან და მსხვილ კორპორაციებთან.

კომპანია ამზადებს მარკეტინგულ, სოციალურ და პოლიტიკურ კვლევებს, ამუშავებს საკომუნიკაციო სტრატეგიებს, ახორციელებს საველე სამუშაოებს და ა.შ. კომპანიის ქვეყნის მასშტაბით არსებულ ათ რეგიონულ ოფისებში მთლიანობაში 260 ინტერვიუერია დასაქმებული. გარდა ამისა, კომპანია ახორციელებს საკოორდინაციო სამუშაოებს სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში.

ყველა ახალი ამბავი
0