კვლევა - რა დროს უთმობენ ქართველები სამუშაოს

© Photo: courtesy of Miho Neimanმამაკაცი ნოუთბუქით მუშაობს თბილისის ერთ-ერთ კაფეში
მამაკაცი ნოუთბუქით მუშაობს თბილისის ერთ-ერთ კაფეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტებმა გამოარკვიეს, როგორ მუშაობენ ქართველები

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოში ყოველი მეორე დასაქმებული (43%) ყოველდღე, უქმეების ჩათვლით მუშაობს — ასეთია მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია IPM-ის გამოკვლევის შედეგები.

სპეციალისტები ამ დასკვნამდე იმ დღეების საშუალო რაოდენობის გაანალიზების შედეგად მივიდნენ, რამდენსაც ქართველები სხვადასხვა აქტივობაზე ხარჯავენ.

ამასთან, გამოკითხულთა 36% დაქირავებულია ან კერძო ბიზნესს ეწევა; ხოლო რესპონდენტების 64% არ მუშაობს, მათ შორის პენსიონერები და დიასახლისები.

რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო
როგორ მოვძებნოთ სამსახური – სპეციალისტის რჩევები

დასაქმებულები სამუშაოზე წელიწადში მთლიანობაში 103 დღეს ხარჯავენ. დღეში სამუშაოზე ისინი საშუალოდ 7 საათსა და 50 წუთს იმყოფებიან. ამასთან, მამაკაცები სამსახურში რჩებიან 8 საათი და 10 წუთი, ხოლო ქალები — 7 საათი და 25 წუთი.

ქალები სამუშაო დროის 35 წუთს არასამუშაო საქმიანობაზე ხარჯავენ, ხოლო მამაკაცები — 30 წუთს. ყველაზე მეტ დროს სამსახურში ატარებენ 55-64 წლის მამაკაცები — 4 საათზე მეტს.

ამასთან, რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ დღეში საშუალოდ 32 წუთი არასამუშაო აქტივობებზე მიდის, ეს კი საერთო სამუშაო დროის 7,7%-ია. გამოკითხულთა 17,6%-მა კი აღნიშნა, რომ სამუშაოს შესრულებისას ერთი წუთითაც კი არ ცდებიან.

მარკეტინგული–საკონსულტაციო კომპანია ipm 1995 წელს შეიქმნა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებთან და მსხვილ კორპორაციებთან.

კომპანია ამზადებს მარკეტინგულ, სოციალურ და პოლიტიკურ კვლევებს, ამუშავებს საკომუნიკაციო სტრატეგიებს, ახორციელებს საველე სამუშაოებს და ა.შ. კომპანიის ქვეყნის მასშტაბით არსებულ ათ რეგიონულ ოფისებში მთლიანობაში 260 ინტერვიუერია დასაქმებული. გარდა ამისა, კომპანია ახორციელებს საკოორდინაციო სამუშაოებს სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში.

ამ გამოკითხვისთვის სპეციალისტებმა 500 ადამიანი გამოკითხეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0