საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სისუფთავისთვის ბრძოლა გრძელდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთი კაფე
თბილისის ერთ-ერთი კაფე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სტანდარტებისა და სანიტარული ნორმების დარღვევების გამო საზოგადოებრივი კვების ხუთი ობიექტი დახურეს.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაისში 36 კომპანია დააჯარიმა, რომლებიც კვების პროდუქტების წარმოებით, რეალიზაციითა და მოხმარების ორგანიზებით არიან დაკავებული.

ამასთან 36 კომპანიიდან ხუთი, სადაც დარღვევები დაფიქსირდა, დახურეს.

22-დან 28 მაისის ჩათვლით თბილისსა და რეგიონებში საზკვების ობიექტებზე, აგრარულ ბაზრებზე, ხორცის, ხორცპროდუქტების და პურფუნთუშეულის წარმოებებში, საბავშვო ბაღებისა და სკოლების ბუფეტებში, მაღაზიებსა და საწყობებში 211 ინსპექტირება ჩატარდა.

ერთ-ერთი რესტორანი - Sputnik საქართველო
სანიტარული პირობების გამო საზოგადოებრივი კვების 20-ზე მეტი ობიექტი დახურეს

ლაბორატორიული კვლევისათვის სპეციალისტებმა სასმელი წყლის და კვების პროდუქტების 49 ნიმუში აიღეს.

დოკუმენტური შემოწმება 190 ობიექტში ჩატარდა, მათგან 36-ში – თბილისში.

მსგავსი სახელმწიფო შემოწმებები პერმანენტულად ტარდება.

სპეციალისტები აფიქსირებენ ნაწლავური ინფექციების დაავადებების, ეპიდემიისა და სხვა იმ დაავადებების შემთხვევებს, რომლებიც გამოწვეულია კვების უხარისხო პროდუქტებით; კვების პროდუქტების მიკრობიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური დაბინძურების შემთხვევებს, გარემოს დაბინძურების, ასევე მომხმარებლის მოტყუების შემთხვევებს.

ყველა ახალი ამბავი
0