მიწისქვეშა სისუფთავე: თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელებს მოაწესრიგებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ქალი მიწისქვეშა გადასასვლელიდან გამოდის
თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ქალი მიწისქვეშა გადასასვლელიდან გამოდის - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟებული კამერების მონიტორინგს შსს-ს ახალი სპეციალიზებული დეპარტამენტი განახორციელებს

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. უახლოეს დროს თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდება ვიდეოდაკვირვების კამერები, მანამდე კი წესრიგს ქვეითი პატრული დაიცავს, განაცხადა კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ.

თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული სიტუაცია დედაქალაქის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის კრიტიკის ობიექტი გახდა. კახა კალაძე მერის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად 12 ნოემბერს დაიწყებს. სამშაბათს კალაძემ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერა, შემდეგ კი „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას ტერიტორიის დასუფთავება და მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოების დაწყება დაავალა.

„დაჯარიმება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მოწესრიგების შემდეგ დაწესდება ფეხით პატრულირება, ვიდრე კამერებს დავამონტაჟებთ, მერე კი კამერის პრინციპით ვიმოქმედებთ. ამას ერთიან მონიტორინგს შსს-ს ახლად შექმნილი სპეციალიზირებული დეპარტამენტი გაუწევს“, — აღნიშნა ლევან ჯღარკავამ. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე ყვითელი მიკროავტობუსებით დაინტერესდა

ჯღარკავას თქმით, გასულ ღამეს გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში განათების სისტემის მონტაჟი დაიწყო, პროცესი ხუთშაბათს დასრულდება.

„ყოველთვის პრობლემური იყო გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი. მას შემდეგ, რაც მიწისქვეშა გასასვლელები „თბილსერვის ჯგუფს“ გადაეცა, ორჯერ დავამონტაჟეთ განათების სისტემა და ვანდალიზმის ფაქტი იმავე დღესვე დაფიქსირდა“, — განაცხადა მან.

მისი თქმით, თბილისში სულ 55 მიწისქვეშა გადასასვლელი არსებობს, საიდანაც 33 მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ფართები იჯარით არის გაცემული. ამასთან, არსებობს მიწისქვეშა გადასასვლელები, სადაც პრივატიზებული ფართებია.  ჯღარკავას განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება ამ ფართების მფლობელების მოვალეობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გარკვეულ საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებს.

სამშაბათს კალაძემ კომპანია „თბილსერვის ჯგუფს“ მისცა 10-დღიანი ვადა მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისათვის, რაზეც მუშაობა, ჯღარკავას თქმით, უკვე მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0