12:49 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1823)
27910

გარკვეული ჯგუფები დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სახელით თამბაქოს მოხმარების ამკრძალავ ნიშნებსაც ყიდიან, რაც სინამდვილეში სრულიად უფასოდ გაიცემა

თბილისი,  9 მაისი — Sputnik. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში გარკვეულმა  ჯგუფებმა  სარესტორნო ბიზნესის მოტყუება  და კანონის გვერდის ავლით ფინანსური სარგებლის მიღება გადაწყვიტეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

2018 წლის 1 მაისიდან  ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომელთა თანახმად თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები ამოქმედდა.  ახალი რეგულაციების მიხედვით თამბაქოს ნაწარმის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში აიკრძალა,  მათ შორის კაფეებში, ბარებსა და რესტორნებშიც. 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ლიცენზიების გაცემის პირობებს მხოლოდ სიგარა-ბარების შემთხვევაში ადგენს.

თაღლითური სქემით მოქმედი პირები რესტორნებისა და  კაფე-ბარების მფლობელებს  15 ათასი  ლარის გადახდის შემთხვევაში  ლიცენზიას სთავაზობენ, რომლითაც  მათი მომხმარებლებისთვის დახურულ სივრცეში თამბაქოს მოხმარება დასაშვები გახდება. 

გავრცელებული ინფორმაციით,  რესტორნებმა მსგავსი შეთავაზებები  მიიღეს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. თუმცა, ამ დროისთვის თაღლითური სქემით მოქმედი პირების ვინაობა ცნობილი არ არის. 

სპეციალისტების განცხადებით,  გარკვეული ჯგუფების მცდელობა თაღლითობაა და კონკრეტული დაწესებულებები სურვილის შემთხვევაშიც კი აღნიშნულ ლიცენზიას ვერ მიიღებენ, რადგან კანონი ამას არ ითვალისწინებს. 

„ყველა დახურული ტიპის შენობა უნდა იყოს თამბაქოსგან თავისუფალი. ჩემი აზრით, საუბარია სიგარა-ბარის ლიცენზიაზე, სადაც ნებადართულია მხოლოდ მოწევა და სასმელი. მინდა მივმართო ყველას, რომ არ დაიჯერონ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლელა სტურუამ.

მისი განმარტებით, გარკვეული ჯგუფები თამბაქოს მოხმარების ამკრძალავ ნიშნებს დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სახელით ყიდიან, რაც სინამდვილეში  სრულიად უფასოდ გაიცემა.

თბილისის აეროპორტში თამბაქოს მოწევისთვის განკუთვნილი სივრცე მოეწყო>>>

1 მაისს ამოქმედებული კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე.

2020 წლის იანვრიდან კი უფრო მკაცრი ნორმები ამოქმედდება — მოწევა ღია სტადიონებსა და სასტუმროს ყველა ნომერში აიკრძალება.

2018 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობაში მწეველთა რაოდენობა 33%-ს შეადგენს.


თემები:
თბილისი დღეს (1823)

მთავარი თემები