როგორ დავიცვათ მოსწავლეების პერსონალური მონაცემები: რეკომენდაციები

CC BY-SA 2.0 / Florian Ramel / School Uniformsმოსწავლეები სასკოლო ფორმებით
მოსწავლეები სასკოლო ფორმებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების განმარტებით, მოსწავლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემია

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. მშობელმა უნდა იცოდეს, რა არის მისი შვილის პერსონალური მონაცემები და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ მონაცემების უკანონოდ გამოყენებას, ნათქვამია  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაში. 

პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი მონაცემი, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებულ ფიზიკურ პირს. ესაა ნებისმიერი მონაცემი,  რომლითაც შესაძლებელია პირის პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით,   კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლებით  იდენტიფიცირება. 

კომპიუტერთან მუშაობა - Sputnik საქართველო
საქართველოში პერსონალურ მონაცემებთა დაცვის შესახებ ანგარიში წარადგინეს

„ყველას აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, მათ შორის,  ბავშვებსაც. თუმცა, მათ, ზრდასრული ადამიანებისგან განსხვავებით, საკუთარი უფლებების დაცვა ხშირად დამოუკიდებლად არ შეუძლიათ და ამაზე მათმა მშობლებმა უნდა იზრუნონ“, – ნათქვამია რეკომენდაციაში.

უწყების განმარტებით, რადგან სკოლაში მოსწავლე დიდ დროს ატარებს და იქ მის შესახებ ბევრი ინფორმაცია ინახება, სკოლაც და მშობლებიც ვალდებული არიან, დაიცვან ბავშვების პერსონალური მონაცემები.

უწყების ინფორმაციით,  მოსწავლის შესახებ  ნებისმიერი ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემია. პერსონალურ მონაცემად  შეიძლება ჩაითვალოს მოსწავლის სკოლის, მისი მშობლების, ოჯახური მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მეგობრების, ინტერესების, აკადემიური მოსწრების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური შეხედულებების და სხვა ფაქტორების  შესახებ ინფორმაცია. 

სტუდენტები აუდიტორიაში - Sputnik საქართველო
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი სტუდენტების პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისთვის დაჯარიმდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის რეკომენდაციით,   მოსწავლის მშობლებს უფლება აქვთ: 

–  მოითხოვონ  ინფორმაცია, თუ რა მონაცემებს  ფლობს სკოლა მათი შვილის შესახებ, საიდან მოიპოვა მონაცემები და რა მიზნით;

–  მოითხოვონ  ინფორმაცია, თუ რა მონაცემებს ფლობს სკოლა მათი შვილის შესახებ, საიდან მოიპოვა მონაცემები და რა მიზნით; 

–  იცოდნენ,  ხომ არ გაუცია სკოლას მათი შვილის პერსონალური მონაცემები სხვა პირებზე;

–  მოითხოვონ არაზუსტი მონაცემების გასწორება და უსაფუძვლოდ შეგროვებული მონაცემების წაშლა/განადგურება;

–  უარი განაცხადონ  მათი  შვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ;

–  მოითხოვონ მათი შვილის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი  რეკომენდაციებს სკოლებისთვისაც გასცემს. კერძოდ, სკოლას აქვს უფლება:

–  განახორციელოს ვიდოთვალთვალი სკოლის ტერიტორიაზე, მაგრამ მხოლოდ პირის უფლებების, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით. ამასთან, ვიდოგადაღება დასაშვებია მხოლოდ სკოლის შესასვლელსა და გარე პერიმეტრზე.

–  აკონტროლოს მოსწავლეების შენობაში შესვლა და შენობიდან  გასვლა, ასევე, აღრიცხოს ვიზიტორთა სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და სახე, ამ მონაცემთა შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მათი ჩაწერის დღიდან სამ წელს. 

–  ფოტო/ვიდეო გადაღებით დააფიქსიროს და შემდგომ სასწავლო პროცესის მიმდინარეობა მხოლოდ მოსწავლის ან მშობლის  წინასწარი თანხმობით გაასაჯაროვოს. 

–  ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური შეხედულების, რასობრივი ან ეთნიკური კუთვნილების შესახებ და სხვა სენსიტიური ხასიათის მონაცემები შეაგროვოს, შეინახოს და სხვაგვარად გამოიყენოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. 

საქართველოში 2012 წლიდან მოქმედებს კანონი „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“, ხოლო 2013 წლის 1 ივლისს შეიქმნა საზედამხედველო ორგანო პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მეთაურობით, რომელიც თავის აპარატთან ერთად უზრუნველყოფს მონაცემების დამუშავებისას ადამიანის უფლებების დაცვას და ახორციელებს მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს.


ყველა ახალი ამბავი
0