საქართველოში პერსონალურ მონაცემებთა დაცვის შესახებ ანგარიში წარადგინეს

© сайт ФБРკომპიუტერთან მუშაობა
კომპიუტერთან მუშაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიში“ წარადგინა.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. 2015 წელთან შედარებით 2016 წელს პერსონალური მონაცემების ინსპექტორის აპარატში მოქალაქეების მიმართვიანობა 3-ჯერ გაიზარდა.

ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიში წარადგინა.  

ლევან ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
საქართველოს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა 2016 წლის ანგარიში წარმოადგინა

 „პრაქტიკულად გაორმაგებულია ჩვენ მიერ ჩატარებული ინსპექტირების რაოდენობა როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში“, —  განაცხადა ქალდანმა.

მისი ინფორმაციით, გამოვლინდა სამართალდარღვევათა 221 ფაქტი, 63 ორგანიზაცია დაჯარიმდა, 35-ს მიეცა გაფრთხილება, ხოლო 202 კონკრეტული მითითება და რეკომენდაციაა გაცემული იმისთვის, რომ გააუმჯობესონ საკუთარი სტანდარტები და უკეთესად უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

ანგარიშის ყველაზე მოცულობით ნაწილი პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლებსა და პრინციპებს ეხებოდა. ქალდანის თქმით, რადგან კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები მონაცემთა დამუშავების საფუძვლების იდენტიფიკაციას ახორციელებენ, მოცემული მიმართულებით პროგრესი უმნიშვნელოა. 

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
სერგეენკო: შრომის ინსპექციის სამსახური წარმატებით მუშაობს

„საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა ცვლილებები, რამაც სამართლებრივი ბაზა შექმნა. თანხმობის მიღების ნაწილში შეინიშნება პროგრესი, თუმცა ანგარიში მეტყველებს იმაზე, რომ მონაცემთა დამუშავების პრინციპების პრობლემა კვლავ დგას“, —  აღნიშნა ქალდანმა. 

თამარ ქალდანი საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პირველი ინსპექტორია. მან აღნიშნული თანამდებობა 2013 წელს დაიკავა.

ინსპექტორის უფლებამოსილებაში შედის  ყველა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურაში პირადი მონაცემების დამუშავებაზე კონტროლი. ის ასევე თვალყურს ადევნებს, რომ პირადი მონაცემები არ მოხვდეს უცხო პირის ხელში.

ამასთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არ ექვემდებარება სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0