სერგეენკო: შრომის ინსპექციის სამსახური წარმატებით მუშაობს

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შრომის ინსპექციის საამსახურის ძირითადი მიზანი შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა და შრომის კანონმდებლობის დაცვაა. სამსახური შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ამა წლის თებერვალში ჩამოყალიბდა.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. შრომის ინსპექციის სამსახური წარმატებით მუშაობს, განაცხადა ოთხშაბათს, 19 აგვისტოს ბრიფინგზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

 შრომის ინსპექციის საამსახურის ძირითადი მიზანი შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა და შრომის კანონმდებლობის დაცვაა. სამსახური შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ამა წლის თებერვალში ჩამოყალიბდა.

 მინისტრმა განაცხადა, რომ ინსპექცია 31-მა კომპანიამ გაიარა და ის 25-მა გადამზადებულმა სპეციალისტმა ჩაატარა.

 სერგეენკომ ამ კომპანიების წარმომადგენლებს და მათ მენეჯერებს მადლობა გადაუხადა, რომ ისინი ინსპექტორების მუშაობას ადეკვატურად მოეკიდნენ და არ აღიქვეს ეს, როგორც გარკვეული რისკი, უფრო მეტიც, მათ თავად გამოთქვეს პროცესში ჩართვის სურვილი.

 „ნებისმიერი კომპანიისთვის შრომის ინსპექცია რაიმე სახის რისკებს კი არ მოიცავს, არამედ პირიქით, იცავს მას რისკებისგან“, — აღნიშნა სერგეენკომ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0