აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი სტუდენტების პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისთვის დაჯარიმდა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისტუდენტები აუდიტორიაში
სტუდენტები აუდიტორიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნივერსიტეტის საინფორმაციო დაფაზე საჯაროდ განთავსდა 150-მდე სტუდენტის პირადი მონაცემები

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დააჯარიმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

როგორც ცნობილი გახდა, იანვრის თვეში უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფაზე რამდენიმე საათით საჯაროდ განთავსდა უნივერსიტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების სია, რომელიც სტუდენტების ყველა პირად მონაცემს მოიცავდა.

სტუდენტებს ფინანსური დავალიანება ქონდათ, რის გამოც მათ სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ. სტუდენტების სახელებისა და გვარების გარდა, დაფაზე მითითებული იყო მათი პირადი ნომრებიც.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
რეგისტრაცია დასრულდა - აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები ელოდება

„შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ 2018 წლის 10 იანვარს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფაზე რამდენიმე საათით საჯაროდ განთავსდა უნივერსიტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების სია. აღნიშნული სია მოიცავდა 150-მდე სტუდენტის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ჯგუფის ნომერს, ფინანსური დავალიანების არსებობის და სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაციას. უნივერსიტეტმა ვერ მიუთითა და არც შემოწმების ფარგლებში გამოიკვეთა მონაცემთა გასაჯაროების სამართლებრივი საფუძველი“, – განუცხადეს ჟურნალისტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უმაღლესი სასწავლებელი 500 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, უნივერსიტეტს დაევალა, განსაზღვროს სტუდენტებისთვის მათი ფინანსური დავალიანების არსებობისა და სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალურად მიწოდების სტანდარტული წესი და პროცედურა.

უნივერსიტეტის რექტორი ჯარიმას სამართლიანს უწოდებს და აცხადებს, რომ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცვა ვერ უზრუნველყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0