20:29 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
26302

ხუთშაბათს, 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის „რუსთავი 2“-ის მისი ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ არ გავდივართ ეთერიდან, განაცხადა ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე. 

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ არ გავდივართ ეთერიდან, თუ გამორთავთ ეთერს, მოგიწევთ კიდევ უფრო მეტი ზიანის აღება საკუთარ თავზე. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და პატრიოტები“, — განაცხადა გვარამიამ ბრიფინგზე. 

ხუთშაბათს, 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის „რუსთავი 2“-ის (Rustavi2მისი ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისათვის გადაცემას ითვალისწინებს.

„ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას: რაკი ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი და …ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და ის აპირებს „რუსთავი 2“-ის გაყიდვას, ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას – გადაეცით „რუსთავი 2“ მის კოლექტივს“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

მან აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები მზად არიან ტელეკომპანია გამოისყიდონ და 3 944 397 დოლარი გადაიხადონ.

„თუ მას ტელეკომპანიის გაყიდვა უნდა, თუ მას უნდა სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მაშინ ამ ადამიანებს მიჰყიდეთ ტელეკომპანიის 100%-იანი წილი და ჩვენ დავაკმაყოფილებთ თქვენს ფინანსურ ინტერესებს“, – აღნიშნა გვარამიამ. 

ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას „დემოკრატიის დაღუპვა“ უწოდა და განაცხადა, რომ ამჟამინდელ მფლობელებს გადაწყვეტილების შეჩერებაზე განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეაქვთ. 

გვარამიას განცხადებით, ვიდრე ქიბარ ხალვაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, გადასცეს თუ არა „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტს არხი, იქამდე ტელეკომპანია მაუწყებლობას გააგრძელებს. 

ტელეკომპანიის მფლობელობის შესახებ სასამართლო განხილვები ორ წელზე მეტია გრძელდება."რუსთავი2"-ის ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის დაბრუნებას ცდილობდა. ორ ინსტანციაში მან მოიგო საქმე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან ტელეკომპანიის დროებითი მმართველებიც კი დანიშნა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს გადაწყვეტილება ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი გაუქმდა. 

ხალვაში "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი იყო 2005 წელს, 2006 წელს კი გაყიდა ტელეკომპანია, როგორც ის ამტკიცებს, ზეწოლის შედეგად, და დატოვა ქვეყანა.

სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრში გაუქმდეს ლევან ყარამანიშვილის (22%), გიორგი ყარამანიშვილის (18%), შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ (51%) და ნინო ნიჟარაძის (9%) წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში. „რუსთავი 2“-ის 60%-ის წილის მფლობელად სასამართლომ ქიბარ ხალვაში აღიარა, ხოლო 40%-ის — შპს „პანორამა“, რომლის მფლობელი ასევე ქიბარ ხალვაშია. 

ამჟამინდელმა მფლობელებმა – ძმებმა ყარამანიშვილებმა ტელეკომპანია მესამე ხელიდან შეიძინეს და თავის თავს კეთილსინდისიერ მყიდველებად თვლიან. ისინი ამტკიცებენ, რომ წინა ხელისუფლებას ყოფილი მფლობელების მიმართ მუქარა და ზეწოლა რომც განეხორციელებინა, მათ ამასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ძმები ყარამანიშვილების თქმით, მათ კანონიერად აქვთ შეძენილი "რუსთავი 2", მათ მნიშვნელოვანი თანხა გადაიხადეს და კომპანიაში ათობით მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელეს.

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)

მთავარი თემები