თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა. პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედია გარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური", — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საელჩოს ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
ხუთშაბათს საღამოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას გადაეცემა.