პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია Rustavi 2-ზე პირველი კომენტარი გააკეთა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიისათვის მნიშვნელოვანია ყველა ჟურნალისტის, ტელეარხისა და მედიის ინტერესების დაცვა.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ვინც არ უნდა იყოს მესაკუთე, როგორც არ უნდა იყოს გადანაწილებული საკუთრებითი უფლებები მედიის სფეროში, უნდა იყოს დაცული მედიაპლურალიზმი — ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ხუთშაბათს საღამოს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის „რუსთავი 2“–ის მისი ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისათვის გადაცემას ითვალისწინებს.

ტელეარხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას „დემოკრატიის დაღუპვა“ უწოდა და განაცხადა, რომ  ამჟამინდელ მფლობელებს გადაწყვეტილების შეჩერებაზე განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეაქვთ. 

კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოფილ მფლობელს უბრუნდება

„მედია პლურალიზმი არის ის მიღწევა, რომელიც სახეზეა 2012 წლის შემდეგ და ამ მიღწევას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. მთავარი არის შემდეგი — ვინც არ უნდა იყოს მესაკუთე, როგორც არ უნდა იყოს გადანაწილებული საკუთრებითი უფლებები მედიის სფეროში, იყოს დაცული მედიაპლურალიზმი — ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, ამასაც ხაზგასმით ვიტყვი, რომ უზრუნველყოფილი იყოს მედიაში ოპონირება, უშუალოდ ხელისუფლების ოპონირება. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მედიაპლურალიზმს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ და ჩვენ უნდა დავიცვათ ჟურნალისტების უფლებები“, — განაცხადა კობახიძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მმართველი პარტიისათვის მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ყველა ჟურნალისტის, ტელეარხისა და მედიის ინტერესები. 

 

ყველა ახალი ამბავი
0