თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცემა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრში გაუქმდეს ლევან ყარამანიშვილის (22%), გიორგი ყარამანიშვილის (18%), შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ (51%) და ნინო ნიჟარაძის წილები (9%) ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ში. „რუსთავი 2“–ის 60%-ის წილის მფლობელად სასამართლომ ქიბარ ხალვაში აღიარა, ხოლო 40%-ის — შპს „პანორამა“.