სჭირდება ევროკავშირს აშშ-ისა და ნატოს დახმარება? გამოკითხვა და ექსპერტების მოსაზრება

© photo: Sputnik / Stringerნატოს დროშა
ნატოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ექსპერტები ემხრობიან ევროპულ ქვეყნებში რესპონდენტების უმრავლესობის მოსაზრებას, რომ ევროკავშირი აშშ-ისა და ნატოს დახმარებას საჭიროებს.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ევროპულ ქვეყნებში „Sputnik.მნენიას“ გამოკითხვაში მონაწილეთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად ნატოსა და აშშ-ის დახმარება სჭირდება.

გამოკითხვა  Sputnik-ის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა 2016 წლის 22-26 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარა.

მოსაზრებას, რომ ევროკავშირს ნატოსა და აშშ-ის დახმარება სჭირდება, იტალიაში გამოკითხულთა 65%, პოლონეთში — 65%, გერმანიაში — 63%, ესპანეთში — 56%, დიდ ბრიტანეთში — 54%, საფრანგეთში — 53% და აშშ-ში — 48% ემხრობა.

რამდენ ევროპელს და ამერიკელს მიაჩნია, რომ საგარეო საფრთხეებიდან თავის დასაცავად ევროკავშირს აშშ-სა და ნატოს დახმარება სჭირდება?
რამდენ ევროპელს და ამერიკელს მიაჩნია, რომ საგარეო საფრთხეებიდან თავის დასაცავად   ევროკავშირს აშშ-სა და ნატოს დახმარება სჭირდება? - Sputnik საქართველო
რამდენ ევროპელს და ამერიკელს მიაჩნია, რომ საგარეო საფრთხეებიდან თავის დასაცავად ევროკავშირს აშშ-სა და ნატოს დახმარება სჭირდება?

იმისა, რომ ევროკავშირს საკუთარი ძალებით შეუძლია გამკლავება, ძირითადად საფრანგეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში სჯერათ. დანარჩენ ქვეყნებში ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 25% ემხრობა.

 განსხვავებული ასაკი — განსხვავებული მოსაზრება

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროკავშირის შესაძლებლობებისა ევროპული ქვეყნების 35-წლამდე ასაკის მოსახლეობას უფრო სჯერა, ვიდრე უფროსი თაობის ადამიანებს. ამასთან, მეტ-ნაკლებად მაღალი მაჩვენებელი საფრანგეთში 25 წელს ქვემოთ მყოფ ახალგაზრდებს შორის დაფიქსირდა. იმაში, რომ ევროკავშირს საკუთარი თავის დაცვა შეუძლია, სჯერა გამოკითხულთა 29%-ს.

ყველაზე პესიმისტური აღმოჩნდა პოლონელი ახალგაზრდობა — 25 წლის ქვემოთ ასაკის გამოკითხულთა შორის მხოლოდ 18%-ია დარწმუნებული ევროკავშირის სიძლიერეში.

ვიდეოხიდი მინსკი-თბილისი-კიშინიოვი 2016 წლის შეჯამებასთან დაკავშირებით - Sputnik საქართველო
დევდარიანი: საქართველოს რუსეთისა და აშშ-ის ზედმეტი დაახლოება არ აწყობს

50-წელს ზემოთ მყოფი პირები კი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირს ნატოსა და აშშ-ის დახმარება აუცილებლად ესაჭიროება. ეს მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად მაღალია იტალიასა და გერმანიაში — 70%.

როგორც აშშ-ის მოსახლეობის გამოკითხვამ აჩვენა, არცთუ ყველა მოქალაქე ფიქრობს, რომ ევროკავშირს მათი ქვეყნისა და ნატოს დახმარება სჭირდება. ასე გამოკითხულთა მხოლოდ 48% ფიქრობს. იმას, რომ ევროკავშირს აშშ-ის დახმარება სჭირდება, ძირითადად 65-წელს ზემოთ ასაკის ადამიანები ფიქრობენ. ახალგაზრდები კი თვლიან, რომ ევროკავშირი თავად გაუმკლავდება ამას.

18-დან 24 წლამდე ასაკის გამოკითხულთა შორის მხოლოდ 28% მიიჩნევს, რომ ევროკავშირს დახმარება სჭირდება, ამასთან ამ მოსაზრებას ემხრობა 65 წელს ზემოთ ასაკის გამოკითხული პირები.

„Sputnik.მნენიას“ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 7043-მა რესპონდენტმა საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას ასაკის, სქესისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით წარმოაჩენენ.

ექსპერტების მოსაზრებები

საქართველოს „მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე „Sputnik.მნენიას“ გამოკითხვის შედეგებს სრულებით რეალურად მიიჩნევს.

„მიმაჩნია, რომ გამოკითხვის შედეგები რეალობასთან ახლოსაა. ამაზე მოვლენების ლოგიკა მიუთითებს. დასავლეთის განწყობა ბოლო დროს მთლიანად შეიცვალა. თუ ადრე საუბარი იყო, რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ დადგა დრო, ნატომ შეიცვალოს თავისი ფუნქცია ან საერთოდ გაუქმდეს ალიანსი, თუ ადრე იყო განწყობა, რატომ უნდა დაიცვას ნატომ სხვა ქვეყნები, ამ ბოლო დროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრული მობილიზაცია მოხდა“, — განაცხადა მამრაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველო ნატოსკენ სწრაფვით რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი მიიჩნევს, რომ ნატოს გარეშე ევროპის უსაფრთხოება დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება.

„ნატოს სწორედ შეერთებული შტატები ინახავს, ასე რომ, ნატო აშშ-ის გარეშე არაფერს წარმოადგენს, მაშინ, როდესაც აშშ-ს ნატოს გარეშე არცთუ ბევრი მოაკლდება, ხარჯების გარდა… ნატოს გარეშე ნატოს წევრი ყველა ქვეყნის შეიარაღებული ძალები თითქმის არაფერს წარმოადგენს. ევროპელებისთვის ნატოს გარეშე უსაფრთხოების საკითხები ძალიან მწვავედ დადგება“, — განაცხადა დევდარიანმა.

„ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირისთვის ძირითად საგარეო საფრთხეს ისლამიზაცია წარმოადგენს.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
თეთრმა სახლმა ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარს „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა

„ვფიქრობ, ევროკავშირისთვის საფრთხე რუსეთი არ არის. მაგრამ რაც შეეხება ისლამიზაციის საფრთხეს, ამ საფრთხის წინაშე ევროპა ნამდვილად დგას. რადგან არის უამრავი გამოკითხვა, ასევე ექსპერტების დასკვნები, რომლებიც მიუთითებს, რომ თუ ასე გაგრძელდა, ევროპაში ქრისტიანები მალე შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდნენ. აქედან გამომდინარე, ისინი დიდი საფრთხის წინაშე დგანან როგორც ტერორიზმის, ისე ისლამიზაციის მხრიდან. ამიტომ ვფიქრობ, მათ ეს სამხედრო ბლოკი სჭირდებათ“, — განაცხადა ჭყოიძემ.

ამასთან, მან დასძინა, რომ ევროკავშირი გარე საფრთხეებისგან დაცვას რუსეთთან თანამშრომლობითაც შეძლებს.

ცნობა პროექტ „Sputnik. მნენიას" შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

Sputnik საქართველო (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. Sputnik – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0