თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. აშშ–ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარს თეთრ სახლში პოზიტიური უწოდეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости თეთრი სახლის პრეს–სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.
„ეს დადებითი ზარი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში, რომელსაც აღდგენა ესაჭიროება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და შეეხო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ (ტერორისტული ორგანიზაცია) ბრძოლაში ურთიერთთანამშრომლობასა და მსოფლიოში მშვიდობის მისაღწევად ერთობლივი მუშაობისკენ მიმართული ძალისხმევის საკითხებს.
„პრეზიდენტი ტრამპიცა და პრეზიდენტი პუტინიც იმედოვნებენ, რომ დღევანდელი ზარის შემდეგ ორივე მხარე შეძლებს სწრაფად შეუდგეს ტერორიზმთან ბრძოლასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებს წარმოადგენს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
კრემლის ინფორმაციით, საუბრის მნიშვნელოანი ნაწილი სირიაში არსებულ ვითარებასა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს მიეძღვნა.
After speaking with Chancellor Merkel for 45 minutes @POTUS is now onto his 3rd of 5 head of government calls, speaking w Russian Pres Putin pic.twitter.com/RPAWIgcO2C
— Sean Spicer (@PressSec) January 28, 2017
„გამოიკვეთა მთავარ საფრთხესთან – საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში ძალების გაერთიანების პრიორიტეტულობა. პრეზიდენტები ემხრობიან რუსული და ამერიკული ქმედებების რეალური კოორდინაციის მოგვარებას „ისლამური სახელმწიფოსა“ და სირიაში სხვა ტერორისტული დაჯგუფებების განადგურების მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, პრეზიდენტებმა იმსჯელეს საქმის ვითარებაზე ახლო აღმოსავლეთში, არაბულ–ისრაელურ კონფლიქტზე, უკრაინის კრიზისის ძირითად ასპექტებზე, სტრატეგიული სტაბილურობის სფეროზე და გაუვრცელებლობაზე, ვითარებაზე ირანის ბირთვული პროგრამისა და კორეის ნახევარკუნძულის გარშემო.