პრემიერი: საქართველო ნატოსკენ სწრაფვით რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში პროგრესი აღნიშნა და განაცხადა, რომ საქართველოს სწრაფვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებას არ გულისხმობს.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყოველდღე ცდილობს, აჩვენოს რუს პოლიტიკოსებს, რომ საქართველო რუსეთს მტრად არ მიიჩნევს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანულ გამოცემა Die Zeit-თან ინტერვიუში.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობების რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ამასთან ერთად საქართველო პროდასავლური პოლიტიკის გატარებას განაგრძობს.

„ჩვენთვის ცნობილია რუსეთის შიშები, თუმცა კი გაუგებარი. საქართველო ნატოს წევრის რანგშიც არ შეუქმნის რუსეთს არავითარ საფრთხეს. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ ვაჩვენოთ რუს პოლიტიკოსებს, რომ საქართველო არ არის მტრულად განწყობილი რუსეთის მიმართ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა. ინტერვიუ ქართულ ენაზე გამოქვეყნებულია მთავრობის ვებ-გვერდზე.

საქართველო-ნატოს სწავლება 2016 - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: ნატო-საქართველოს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

საქართველოში 2016 წელს თითქმის მილიონი რუსი ტურისტი იმყოფებოდა და არ ყოფილა არც ერთი ინციდენტი, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ამასთანავე კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მშვიდ პოლიტიკას შედეგები მოაქვს.

„ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი სტრატეგია უშედეგოა. პოლიტიკური თვალსაზრისით პროგრესი შეიძლება ნაკლები იყოს, მაგრამ ცვლილებები მაინც სახეზეა. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობები და დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა ქართული პროდუქციისთვის“, — აღნიშნა მან.

ჩვენ შორის სტაბილური ვითარებაა, მაგრამ მდგომარეობა კვლავ რთულია, აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0