14:02 20 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021 (35)
22 0 0

პროექტის ამოცანაა, გამოავლინოს და გააციფრულოს უცხოურ არქივებში დაცული მონაცემები ნაცისტების დანაშაულების შესახებ.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. მედიაჯგუფ Россия сегодня-ს პრეს-ცენტრში მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „ნაცისტური გენოციდი: ახალი დოკუმენტები და მასალები“, რომელშიც ევრაზიის ხალხთა ასამბლეის სპიკერები (http://eurasia-assembly.org) და РИА Новости-ს მულტიმედიური პროექტის „ნიურნბერგი: მშვიდობის დასაწყისი“ (http://nuremberg.media) ექსპერტები მონაწილეობდნენ. ვიდეოხიდის სახით გამართულმა მრგვალმა მაგიდამ დაკავშირა მონაწილეები რუსეთიდან, ლატვიიდან, ყაზახეთიდან და ტაჯიკეთიდან.

განხილვის საკვანძო თემა საერთაშორისო პროექტ „უკვდავი მეხსიერების“ პრეზენტაცია იყო, რომლის ამოცანაა, გამოავლინოს და გააციფრულოს უცხოურ არქივებში დაცული მონაცემები ნაცისტების დანაშაულების შესახებ საბჭოთა მოქალაქეების მიმართ. პროექტი ასევე მოიცავს მასალებს, რომლებიც ნიურნბერგის ტრიბუნალის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. ტრიბუნალმა ეს დანაშაულები პირველმა ცნო მსოფლიოში უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულად და გაასაჯაროვა ნაცისტების დანაშაული მსოფლიოსა და კაცობრიობის მიმართ.

ანდრეი ბელიანინოვი, ევრაზიის ხალხთა ასამბლეის გენერალური დირექტორი: ისტორიული მახსოვრობის შესარჩუნებაში სულ უფრო აქტიურად ერთვება საზოგადოება - რუსული და მსოფლიო. პროექტ „უკვდავი მეხსიერების“ საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობა დიდი სამამულო ომისა და მეორე მსოფლიო ომის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების კუთხით ერთდროულად პასუხობს რუსეთისა და ყველა ქვეყნის ინტერესებს - გამარჯვებულებისა და მოკავშირეებისა. ამგვარი საზოგადოებრივი სტრუქტურის მოთხოვნილება კიდევ უფრო აშკარა ხდება, თუ გავითვალისწინებთ იმ უპრეცედენტო ანტირუსულ პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელიც ბოლო წლებში მიმდინარეობს. მთელ მსოფლიოში ბევრად რთული გახდა იმ ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება, რომლებიც თავისი შინაარსით ისეთი იდეოლოგიურად ერთმნიშვნელოვან მოვლენას ეხება, როგორიცაა საბჭოთა კავშირისა და ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების მიერ ფაშიზმის განადგურება. პროექტ „უკვდავი მეხსიერების“ საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ნაცისტური დანაშაულების შესახებ დოკუმენტების ერთიანი ელექტრონული ბანკის შექმნა, და ასევე მსოფლიოსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშულების ჩამდენი ნაცისტებისა და მათი ხელშემწყობების ერთიანი კარტოთეკის შექმნა. ამ ღირსეული სამეცნიერო-საორგანიზაციო ამოცანის შესრულება ჩვენს თაობას ხვდა წილად. მისი შესრულება ხელს შეუწყობს ისტორიული სამართლიანობის აღდგენას და საიმედო წინაღობად იქცევა მათთვის, ვინც ისტორიის გადაწერას, ნაციზმის რეაბილიტაციასა და საბჭოთა ხალხის, ყველა ხალხებისა და ქვეყნების დიდი გამარჯვებისთვის ჩირქის მოცხებას ცდილობს“.

მრგვალ მაგიდაზე ასევე წარმოადგინეს РИА Новости-ს ტრანსმედიური ისტორიული პროექტი „ნიურნბერგი: მშვიდობის დასაწყისი“ (http://nuremberg.media), რომელმაც სტარტი მეოცე საუკუნის მთავარი სასამართლო პროცესის 75-ე წლისთავზე დაიწყო. მის ფარგლებში პორტალ nuremberg.media-ზე და პროექტის სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ქვეყნდება მასალები, რომლებიც ნიურნბერგის ტრიბუნალს ეხება - რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.

პროექტი უკვე ერთი წელია აცნობს მკითხველებს უნიკალურ საარქივო და სამუზეუმო დოკუმეტებს, ფოტოებს, ნახატებს, კინოქრონიკას. პროექტის საფუძველია პირველი პირებისგან მოწოდებული მოწმობები, რომლებიც შემქმნელებმა რუსული და უცხოური არქივებიდან მიიღეს. ამას ემატება გამოფენები, პოდკასტები, ფაბლიქ-ტოკები, პერფორმანსები. პროექტის ნაწილი გახდება უნიკალური VR-რეკონსტრუქცია ტრიბუნალის მთავარი მოპასუხეების ისტორიების შესახებ.

„დოკუმენტების საკითხი, რომლებიც ნაციზმის დანაშაულებს ფარდას ხდის, ერთ-ერთი საკვანძოა პროექტისთვის. ჩვენ ბევრ დროს ვატარებთ არქივებში, ვმუშაობთ გამოქვეყნებულ მასალებზე. ჩვენი პუბლიკაციების ცენტრში ყოველთვის არის დოკუმენტი. ეს ისეთი ძალის მტკიცებულებებია, რომ ზოგჯერ ჩვენი გამობრძმედილი კოლეგები ემოციურ სირთულეებს აწყდებიან თემაზე მუშაობისას. ამიტომ ჩვენ უზარმაზარი ყურადღებით ვეკიდებით ამ უმნიშვნელოვანეს სამუშაოს“, – განაცხადა პროექტ „ნიურნბერგის“ ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა და მწერალმა ნატალია ოსიპოვამ.

მრგვალ მაგიდაზე მიაღწიეს შეთანხმებას პროექტ „უკვდავი მეხსიერების“ მიერ შერჩეული მასალების პორტალ nuremberg.media-ზე პუბლიკაციის შესახებ, რომლებიც ნაცისტების დანაშაულებს შეეხება საბჭოთა ხალხების წინააღმდეგ.

ევრაზიის ხალხთა ასამბლეა (http://eurasia-assembly.org) – საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიცაა საზოგადოებრივი ინტეგრაციული მოდელის ფორმირება მშვიდობისა და თანხმობის დასამტკიცებლად მრავალმხრივი თანამშრომლობისა და სახალხო დიპლომატიის გზით ევრაზიულ სივრცეზე. ამ დროისათვის ასამბლეა 43-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს აერთანებს. ასამბლეამ 107 პარტნიორული შეთანხმება გააფორმა კულტურის, მეწარმეობის, ევრაზიის ხალხებს შორის ინტეგრაციული კავშირებისა და სახალხო დიპლომატიის განვითარების შესახებ.

პროექტ „ნიურნბერგი: მშვიდობის დასაწყისის“ (http://nuremberg.media) მხარდამჭერები არიან გენერალური საინფორმაციო პარტნიორები: ტელეარხები Россия24 (https://live.russia.tv/channel/3) და Москва24 (https://www.m24.ru/), ინტერნეტ-პორტალი Вести.ru (https://www.vesti.ru/), რადიოსადგური ВестиFM» (https://radiovesti.ru/), გაზეთ Комсомольская правда-ს საიტი (https://www.kp.ru/).

პროექტის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიოსადგური Маяк (https://radiomayak.ru/), Радио России (https://www.radiorus.ru/), ინტერნეტ-კინოთეატრი tvzavr (https://www.tvzavr.ru/), სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი (https://shm.ru/), ებრაული მუზეუმი და ტოლერანტობის ცენტრი (https://www.jewish-museum.ru/). 

პროექტი შექმნილი მულტიმედია „არტ მუზეუმის“ (http://mamm-mdf.ru/), რუსეთის თანამედროვე ისტორიის მუზეუმის (https://sovrhistory.ru/), რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკის (https://www.rsl.ru/), გამარჯვების მუზეუმის (https://victorymuseum.ru/), შეიარაღებული ძალების ცენტრალური მუზეუმის (http://www.cmaf.ru/), „როსარხივის“ (http://archives.ru/), ასევე МХАТ-ისა (http://www.mxat-teatr.ru/) და გაზეთ Правда-ს (https://gazeta-pravda.ru/) ხელშეწყობით.

РИА Новости (https://ria.ru/) — ლიდერი საინფორმაციო სააგენტო და ახალი ამბების საიტი, შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ს შემადგენლობაში. მისი საკორესპონდენტო ქსელი მოიცავს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქს. სააგენტო არის ყველაზე ციტირებადი სოციალურ ქსელებში. საიტ RIA.ru-ს აუდიტორია ყოველდღიურად 6 მლნ კაცია. РИА Новости-ს საერთო აუდიტორია სოციალურ ქსელებში Facebook-ზე (https://www.facebook.com/rianru), Twitter-ზე (https://twitter.com/rianru), Вконтакте-ზე (https://m.vk.com/ria), „ოდნოკლასნიკებზე“ (https://ok.ru/ria), Instagram-სა (https://www.instagram.com/ria_novosti/) და Youtube-ზე (https://www.youtube.com/user/rianovosti) 9,5 მლნ ხელმომწერს აჭარბებს.

თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021 (35)

მთავარი თემები