დიანა კურმანოვა
მოსკოვში, Россия сегодня–ს ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული ფორუმი ტარდება სახელწოდებით „ნიურნბერგის გაკვეთილები“. განხილვის მთავარი თემაა, რატომ გაჩნდა ესოდენ დიდი რაოდენობით ფეიკი თანამედროვე საზოგადოებაში მეორე მსოფლიო ომზე და რეალურია თუ არა ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა? საქმე ისაა, რომ ის პუბლიკაციები, რომლებიც ისტორიას ამახინჯებს და ნაციზმზე გამარჯვებაში საბჭოთა ჯარისკაცების წვლილს აკნინებს, ძირითადად სოციალურ ქსელებში ქვეყნდება, რომელთა გაკონტროლებაც ძალიან ძნელია.
და მაინც, ამასთან ბრძოლა შესაძლებელია, მიაჩნიათ მედიის სფეროს ექსპერტებს. თუმცა მანამდე ომის თემაზე სამი მთავარი მითი უნდა განვიხილოთ.
მითი, რომ ომში გამარჯვება აშშ–ის დამსახურებაა
„ფალსიფიცირების მცდელობები, საუბრები, რომ ომი ამერიკამ მოიგო, ადრეც მიდიოდა, მაგრამ მაშინ თავხედობა იყო ნაკლები, — მიაჩნია გერმანელ მწერალს, საიტ Antispiegel–ის ხელმძღვანელ ტომას რიოპერს. — ადრე იმას მაინც ამბობდნენ, რომ სსრკ და აშშ მოკავშირეები იყვნენო, რომ ყველაზე მეტი დანაკარგი სწორედ აღმოსავლეთის ფრონტზე იყოვო. ახლა კი საბჭოთა ჯარისკაცებს სულ უფრო ხშირად უწოდებენ ოკუპანტებს, ამერიკელები კი ეტყობა შოკოლადებით მოვიდნენ გერმანიაში“.
რიოპერის თქმით, ისტორიის გადაწერას ხელს ბევრად უწყობს ევროპული მედია, მათ შორის, გერმანული გამოცემები. მან გაიხსენა, როგორ გამოაქვეყნა გერმანულმა ჟურნალმა Der Spiegel–მა სოციალურ ქსელებში პოსტი იმის შესახებ, რომ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი ამერიკელებმა გაათავისუფლეს. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს, გამოცემამ განაცხადა, რომ „შეცდომა“ დაუშვა და პუბლიკაცია შეასწორა: ახლა მასში ნათქვამია, რომ „აუშვიცი“ წითელმა არმიამ გაათავისუფლა.
სპეციალისტების აზრით, საჭიროა დაიგმს ისტორიის დამახინჯების ნებისმიერი მცდელობა. ასე მოხდა Der Spiegel–ის პოსტის შემთხვევაში, რომელმაც გერმანულენოვანი მომხმარებლების განრისხებული კომენტარები დაიმსახურა, ვინაიდან მათა მიაჩნდათ, რომ ამით უბრალოდ ფაქტს კი არ იცავდნენ, არამედ აუშვიცში დაღუპული 1,4 მილიონი ადამიანის ხსოვნას მიაგებდნენ პატივს.
მითი, რომ ახალი თაობა გულგრილია იმ ომის მიმართ
არსებობს მოსაზრება, რომ ახალგაზრდობა სულ უფრო ნაკლებად ინტერესდება მეორე მსოფლიო ომის თემით. მაგრამ ეს ასე არ არის, მიაჩნია Russia Today–ს ჟურნალისტ მარია ბუტინას და ამის მაგალითად „უკვდავი პოლკის“მსვლელობა მოჰყავს: თუ მანამდე ამ აქციაში რუსეთის ფარგლებს გარეთ მხოლოდ 39 ქვეყანა მონაწილეობდა, რამდენიმე წელიწადში მათი რაოდენობა 115–მდე გაიზარდა.
იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომზე სიმართლის დაცვა სურთ, სულ უფრო იზრდება ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებშიც, მიაჩნიათ ფორუმის სპიკერებს. ამის მტკიცებულებაა სეგეი მიროშნიჩენკოს მოხალისური საქმიანობა, რომელიც ტავისუფალ დროს ნიურნბერგის პროცესის სტენოგრამებსა და მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებს თარგმნის. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გაჩნდა ახალი პორტალი Nuremberg Media, რომელიც ნიურნბერგის ტრიბუნალს აშუქებს. პროექტი მედიაჯგუფმა Россия сегодня–მ და სააგენტო Sputnik–მა დააარსეს.
ომზე საუბრისას ფაქტებით ოპერირებაა საჭირო, დარწმუნებულები არიან ფორუმ „ნიურნბერგის გაკვეთილების“ მონაწილეები. ადამიანები, რომლებიც კომუნიზმსა და ნაციზმს აიგივებდნენ, ყველა არგუმენტი ეკარგებათ, როდესაც მასობრივი სტერილიზაციის იდეას ეცნობიან. ამ პროექტის იდეა გერმანელ ექიმ ადოლფ პოკორნის ეკუთვნის, რომელიც 1941 წლის ოქტომბრის წერილში ირწმუნებოდა, რომ „მტერი არა მარტო უნდა დამარცხდეს, არამედ უნდა განადგურდეს“. ამისათვის პოკორნიმ სამი მილიონი პატიმარი ბოლშევიკის სტერილიზაციის იდეა წამოაყენა, რათა „მათ გამრავლების შესაძლებლობა მოსპობოდათ“. ამასთან, ექიმის აზრით, ტყვეები სიცოცხლის ბოლომდე შეიძლებოდა გამოეყენებინათ მუშა ძალად. ჰიტლერის გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ზუსტად ასე აპირებდნენ მოპყრობოდნენ სსრკ–ს დანარჩენ მოსახლეობასაც.
ფეიკები ინტერნეტის დამსახურებაა?
სინამდვილეში ყალბი ახალი ამბები ყოველთვის არსებობდა, აცხადებს YouTube-არხ „ციფრული ისტორიის“ ვტორი ეგორ იაკოვლევი. მიუხედავად იმისა, რომინტერნეტის წყალობით ფეიკები სწრაფად ვრცელდება საინფორმაციო სივრცეში, მათი დონე ძალიან დაეცა. მაგალითად, XIX საუკუნეში ისტორიულ სიყალბეებს ბევრად შემოქმედებითად ქმნიდნენ.
1817 წელს ჩეხმა პოეტმა ვაცლავ განკამ განაცხადა, რომ ქალაქ კრალე დვურის ძველ კოსტიოლში (კათოლიკური ტაძარი, — რედ.) ხელნაწერი იპოვა — უძველესი ეპოსი იმის შესახებ, თუ როგორ გაანადგურეს ჩეხებმა 1242 წელს... თათარ–მონღოლები. ეს ლეგენდა ბევრმა ჩეხმა დაიჯერა. პოეტის მხილება სასამართლოს გზით მ ხოლოდ 70 წლის შემდეგ მოხერხდა.
კიდევ ერთი ცნობილი ფეიკი გამოქვეყნდა 1939 წელს ფრანგულ საინფორმაციო სააგენტო „გავასმა“. ის ირწმუნებოდა, რომ იოსებ სტალინს პოლონეთის დაპყრობა სურდა და ის სიტყვაც კი გაავრცელა, რომელიც თითქოს გერმანიის მხარდასაჭერად წარმოთქვა სტალინმა მეორე მსოფლიო ომის წინ პოლიტბიუროში. იმის დამტკიცება, რომ „გავასის“ მიერ გამოქვეყნებული სტატია ფეიკი იყო, მხოლოდ ომის დასრულების შემდეგღა შეძლეს ბრიტანელმა და გერმანელმა მეცნიერებმა.