რუსეთმა საქართველო ცხინვალთან „საზღვარზე“ ვითარების დაძაბვაში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო უწყებამ კომენტარი გააკეთა ცხინვალის  ადმინისტრაციულ საზღვართან პოლიციის საგუშაგოს მშენებლობის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან აქტივისტების პროტესტის გამო საქართველო დაძაბულობის ესკალაციაში  დაადანაშაულა

პოლიცია - Sputnik საქართველო
ქართული მხარე ცხინვალის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით კმაყოფილია

გუშინ, აღნიშნული ბლოკპოსტის გამო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში ერგნეთში გამართული მოლაპარაკებები  ჩაიშალა, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მიმდინარე პრობლემებს განიხილავენ. დე–ფაქტო ხელისუფლების დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ  ეს პოსტი საფრთხეს წარმოადგენს, რადგან სამხრეთოსური დასახლებიდან ეს საგუშაგო 240-250 მეტრში მდებარეობს, ხოლო უახლოეს ქართულ სოფლამდე დაახლოებით ორი კილომეტრია.

პარასკევს რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა, რომლითაც ქართული მხარე კმაყოფილი დარჩა.

„ბოლო თვეების განმავლობაში თბილისი საზღვარზე მიზანმიმართულად აღვივებდა დაძაბულობას პროვოკაციული აქციებისა და პოლიტიკურ–პროპაგანდისტული კამპანიის საშუალებით, რომელიც დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ეს არანაირად არ უწყობდა ხელს პრობლემის მოგვარებას, პირიქით, რეგიონში ვითარებას ძაბავდა, რამელიც ბოლოს არსებულ დაძაბულობამდე მივიდა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა დღეს არსებული დიალოგის ფორმატების ფარგლებში პრობლემის კონსტრუქციული განხილვის მნიშვნელობა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები, ევროკავშირისა და ეუთოს შუამდგომლობით,  საქართველოს, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება და მათზე ინციდენტებსა და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ. პოლიტიკური საკითხები იხილება ჟენევის მოლაპარალებების ფარგლებში. ამ შეხვედრებში მონაწილეობს საქართველო, რუსეთი, აშში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები, დისკუსიების თანათავმჯდომარეები კი ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები არიან. 

ცხინვალის რეგიონი - Sputnik საქართველო
ცხინვალის ე.წ. „საზღვართან“ შეხვედრა ჩაიშალა: მიზეზი - ქართული პოლიციის საგუშაგოა

„მოვუწოდებთ მხარეებს გამოიჩინონ თავშეკავება და სადავო საკითხებზე კონსტრუქციული მსჯელობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და ასევე ჟენევის დისკუსიის ფარგლებში გააგრძელონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ქართული მხარე კმაყოფილი დარჩა ცხინვალის წარმომადგენლებთან დღეს გამართული ტექნიკური შეხვედრით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლებამ რიგგარეშე შეხვედრაში მონაწილე ქართული მხარის წარმომადგენლები დაარწმუნა იმაში, რომ ისინი არ აპირებენ ულტიმატუმის ენით საუბარს და მზად არიან ყველა ზომა მიიღონ დაძაბულობის მოსახსნელად.

„მათ ჩვენ განგვიმარტეს, რომ ეს იყო ჟურნალისტების მხრიდან არასწორი ინტერპრეტაცია“, – განაცხადა ბორცვაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბლოკპოსტი თავის ადგილზე, სოფელ ჩორჩანაში დარჩება და პოლიციელები უსაფრთხოების უზრუნველყოფას გააგრძელებენ.

დე–ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ კვლავ მოითხოვს პოლიციის საგუშაგოს გაუქმებას და იქვე აღნიშნა, რომ „ძალისმიერი გადაწყვეტილება ყოველთვის უკიდურესი ფორმა უნდა იყოს“.

 „სოფლის მთელ პერიმეტრზე ჩვენი მესაზღვრეები იდგებიან, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს საგუშაგო აიღონ“, – განაცხადა ბიბილოვმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს ბლოკპოსტის აღება პარასკევს, 06:00 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოსახლეობის დასაცავად ზომების მიღებით დაიმუქრნენ. თუმცა, არანაირი მოქმედება არ განხორციელებულა. 

ცხინვალის რეგიონი - Sputnik საქართველო
თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენლები რიგგარეშე შეხვედრას მართავენ

როგორც ადრე დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ სოფელ ჩორჩაში აღნიშნული პოსტი საფრთხეს წარმოადგენს, რადგან სამხრეთოსური დასახლებიდან ეს საგუშაგო 240-250 მეტრში მდებარეობს, ხოლო უახლოეს ქართულ სოფლამდე დაახლოებით ორი კილომეტრია.

„აუცილებელია, რომ ჩვენ განსაკუთრებული სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ მივცეთ შესაძლებლობა იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან“, –ციტირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის სიტყვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მისი სიტყვებით, ქართული მხარე გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუდმივ კონტაქტზე იყო ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რომელთაც „საზღვართან“ არსებულ ვითარებაზე  უახლეს ინფორმაციას აწვდიდა.

 „ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ჩვენი პარტნიორები, ყველა ძალიან დეტალურად არის ინფორმირებული, მათი მხრიდანაც არის შესაბამისი მექანიზმები ამოქმედებული, რათა ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდეთ მშვიდად“, – აღნიშნა ზალკალიანმა.


ყველა ახალი ამბავი
0