თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენლები რიგგარეშე შეხვედრას მართავენ

© Sputnik / Alexander Imedashviliცხინვალის რეგიონი
ცხინვალის რეგიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ ერგნეთში ისევ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ქართული პოლიციის საგუშაგოს არსებობის მიზანშეწონილობას განიხილავენ.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგგარეშე შეხვედრის გამართვა გადაწყვიტეს, რადგან გუშინ ქართული პოლიციის საგუშაგოს საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში ერგნეთში მოლაპარაკებები გუშინ ჩაიშალა. მიზეზი ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში, ადმინისტრაციულ საზღვართან ქართული პოლიციის საგუშაგო გახდა.

ცხინვალის რეგიონი - Sputnik საქართველო
ცხინვალის ე.წ. „საზღვართან“ შეხვედრა ჩაიშალა: მიზეზი - ქართული პოლიციის საგუშაგოა

ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენეს – ბლოკპოსტის აღება პარასკევს, 06:00 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოსახლეობის დასაცავად ზომების მიღებით დაიმუქრნენ. დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ეს პოსტი საფრთხეს წარმოადგენს, რადგან სამხრეთოსური დასახლებიდან ეს საგუშაგო 240-250 მეტრში მდებარეობს, ხოლო უახლოეს ქართულ სოფლამდე დაახლოებით ორი კილომეტრია.

„მოვლენებს არ გავუსწროთ. ჩვენ მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ კონსტრუქციული კუთხით გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ჩვენი პოლიციის საგუშაგოს განთავსება ემსახურება ადგილზე უსაფრთხოების გარემოს, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოცემული მომენტისთვის", – განაცხადა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ადმინისტრაციულ საზღვართან დილიდან სიწყნარე იყო. მთელი ღამის განმავლობაში იქ იმყოფებოდნენ შსს-სა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო საქართველომ ამის საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0