10:11 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
278 0 0

მრავალმიზნობრივი გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-35 Lightning II ამერიკული სამხედრო სიძლიერისა და განსაკუთრებულობის მაღალტექნოლოგიური სიმბოლო უნდა გამხდარიყო

მაგრამ მეხუთე თაობის უჩინარი თვითმფრინავის ნელად მიმდინარე კატასტროფის მოწმეები ვხდებით. 

F-35-ის ამერიკული პარკის ორ მესამედს, ძრავების პრობლემების გამო, ამოცანების შესრულება არ შეუძლია. თვითმფრინავს ბევრი სერიზული კონსტრუქციული ნაკლი აქვს, ვერ გაიარა პენტაგონის მიერ დაწესებული გამოცდები და დღემდე არ ჩაშვებულა მასიურ წარმოებაში. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები დღეს უკვე მზადაა, უარი თქვას F-35-ზე უფრო მარტივი გამანადგურებლის, მეოთხე+ თაობის F-16-ის სასარგებლოდ.

დასაწყისისთვის პენტაგონში F-35A-ს შეკვეთების 40%-ზე მეტით შემცირების წინადადება დააყენეს, ანუ 1763 ერთეულიდან 1050 თვითმფრინავამდე. იმავდროულად ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალები განიხილავენ შეკვეთების გადატანას უფრო „ხნიერ“, მაგრამ საიმედო F-16 Fighting Falcon-ზე.

გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-35 აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში უკვე ხუთ წელზე მეტია, გამოიყენება, მაგრამ ქრონიკულად აქვს მომზადების დაბალი დონე და სხვა პრობლემები წარმოებასთან დაკავშირებით. ადრე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ელენ ლორდმა განაცხადა, რომ ფრენებისთვის ვარგისი F-35 Lightning-ის 36%-ია, დანაცენები „მხოლოდ ნაწილობრივ ფუნქციონირებს“.
ამერიკის მოკავშირეები და პარტნიორები, რომლებმაც F-35-ები თითოეული დაახლოებით 100 მლნ დოლარად შეიძინეს (დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ისრაელი, იტალია, სინგაპური, სამხრეთ კორეა, იაპონია) იმედგაცრუებულები დარჩნენ - თვითმფრინავი არ შეესაბამება მეხუთე თაობის პარამეტრებს, არ შეუძლია შეასრულოს ამოცანები.

პარადოქსული რიგი „ნედლ“ ამერიკულ ნაწამზე არ ქრება. არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ცოტა ხნის წინ 50 ცალ F-35-ზე კონტრაქტი გააფორმა. ისრაელმა განაცხადა, რომ სურს „ელვების“ პარკი სამ ესკადრილიამდე გაზარდოს (40-მდე თვითმფრინავი). და ეს მხოლოს აშშ-სთან მეგობრობის კამუფლირებული საფასურით შეიძლება აიხსნას.

F135 – ყველაზე წარუმატებელი

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ზებგერით სიჩქარეზე ფრენისას F-35-ს სტელს-საფარი დაეშალა, ასევე პრობლემები იყო მფრინავებისთვის ჟანგბადის მოწოდებასა და პროგრამულ უზრუნველყოფაში. ინჟინრები ცდილობენ, ნაკლი ექსპლუატაციის დროს აღმოფხვრან, მაგრამ კრიტიკული პრობლემები მატულობს.

F-35A აღჭურვილია ძრავით F135, რომლებსაც ამერიკელები ყველაზე მძლავრად მიიჩნევენ მსოფლიოში. თუმცა სწორედ ისაა F-35-ის დაბალი ეფექტურობის საკვანძო მიზეზი. კაპრიზული F135 ხშირ ტექნიკურ მომსახურებას მოითხოვს და მნიშვნელოვნად ზრდის თვითმფრინავის ექსპლუატაციის ღირებულებას. შედარებისთვის, მისი ფრენის ერთი საათი 31 ატასი დოლარი ჯდება, ხოლო „ბებერი“ F-16-სა - 8 ათას დოლარზე ნაკლები.

სხვათა შორის, კომპანია Pratt&Whitney F135-ის სათადარიგო ძრავებს არასაკმარისად აწარმოებს მშვიდობიან პერიოდშიც კი. ხვალ რომ ომი დაიწყოს, ცაში მხოლოდ F-35-ების მესამედი აფრინდება, შემდეგ კი მათი რაოდენობა თანდათან დაიკლებს - არა მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, არამედ ლითონის დაღლილობის გამო.

F-16-იც უკვე შესაცვლელია

ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები F-35-ების წილის იძულებით შემცირებასა და მათი მოდერნიზებული F-16 Fighting Falcon-ით შეცვლას გეგმავს, რომლებიც შეიარაღებაში 1979 წელს მიიღეს და დღეისათვის ასეთი 790 გამანადგურებელია მწყობრში. მეოთხე თაობის მრავალფუნქციური მსუბუქი გამანადგურებელი F-16-ის მაქსიმალური საფრენი მასა 21,8 ტონაა, შეუძლია ზიდოს 7,7 ტონა ავიაბომბები და რაკეტები. საბრძოლო რადიუსი - 1700 კმ. მაქსიმალური სიჩქარე - 2200 კმ/სთ. ეს რეგიონული კონფლიქტებისთვის კარგი მანქანა, მაგრამ მეხუთე თაობიდან უკან გადადგმული ნაბიჯი ცუდია. პენტაგონში კომპრომისებს ეძებენ.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის მეთაური გენერალი ჩარლზ ბრაუნი-უმცროსი F-16-ების შეძენის წინააღმდეგია, მან მსუბუქი ერთძრავიანი გამანადგურებლების სრულიად ახალი კლასის შექმნა მოითხოვა, რაც უფრო იაფი იქნება, ვიდრე F-35-ია, და უფრო თანამედროვე, ვიდრე F-16. სამხედრო-საჰაერო ძალებმა კვლევითი პროგრამა ჩაუშვეს, რათა F-16 Fighting Falconების ახალი საბრძოლო თვითმფრინავებით ჩანაცვლების მიზანშეწონილობა შეაფასონ. კვლევა 2023 წლის დასაწყისისთვის დასრულდება.

პრობლემა გართულებულია იმითაც, რომ F-35 დასავლეთში წარმოებული მეხუთე თაობის ერთადერთი გამანადგურებელია. მისი პირობითი კონკურენტი F-15 და F-18 (Boeing-ის წარმოება) ცივი ომის ეპოქის მეოთხე თაობის კონსტრუქციებია და მორალურად დაძველებულია. აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები არ გეგმავენ საკუთარი მეხუთე თაობის გამანადგურებლების შექმნას, ხოლოს დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ბელგია და იტალია კვლავ ამერიკულ F-35-ებში დებენ ფულს.

F-35-ის შექმნაზე საერთო დანახარჯების რაოდენობა 400 მლრდ დოლარს აჭარბებს, თუმცა ეს მხოლოდ არარაციონალური ხარჯების დასაწყისი აღმოჩნდა ეროვნული ბიუჯეტებისთვის. აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტში F-35-ს დაბალი შეფასება მისცეს, ხოლო ცნობილმა პოლიტიკოსმა და წარსულში ტავად მფრინავმა ჯონ მაკკეინმა აღნიშნა: „პროგრამა F-35-ის რეკორდული მაჩვენებელები ერთდროულად სკანდალიც იყო და ტრაგედიაც ღირებულების, გრაფიკისა და ეფექტურობის მხრივ“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

მრავალმიზნობრივი გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-35 Lightning II ამერიკული სამხედრო სიძლიერისა და განსაკუთრებულობის მაღალტექნოლოგიური სიმბოლო უნდა გამხდარიყო, მაგრამ მეხუთე თაობის უჩინარი თვითმფრინავის ნელად მიმდინარე კატასტროფის მოწმეები ვხდებით.

F-35-ის ამერიკული პარკის ორ მესამედს, ძრავების პრობლემების გამო, ამოცანების შესრულება არ შეუძლია. თვითმფრინავს ბევრი სერიზული კონსტრუქციული ნაკლი აქვს, ვერ გაიარა პენტაგონის მიერ დაწესებული გამოცდები და დღემდე არ ჩაშვებულა მასიურ წარმოებაში. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები დღეს უკვე მზადაა, უარი თქვას F-35-ზე უფრო მარტივი გამანადგურებლის, მეოთხე+ თაობის F-16-ის სასარგებლოდ.

დასაწყისისთვის პენტაგონში F-35A-ს შეკვეთების 40%-ზე მეტით შემცირების წინადადება დააყენეს, ანუ 1763 ერთეულიდან 1050 თვითმფრინავამდე. იმავდროულად ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალები განიხილავენ შეკვეთების გადატანას უფრო „ხნიერ“, მაგრამ საიმედო F-16 Fighting Falcon-ზე.

გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-35 აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში უკვე ხუთ წელზე მეტია, გამოიყენება, მაგრამ ქრონიკულად აქვს მომზადების დაბალი დონე და სხვა პრობლემები წარმოებასთან დაკავშირებით.

ადრე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ელენ ლორდმა განაცხადა, რომ ფრენებისთვის ვარგისი F-35 Lightning-ის 36%-ია, დანაცენები „მხოლოდ ნაწილობრივ ფუნქციონირებს“.

მთავარი თემები