მიმოხილვა: გამანადგურებელ F-35-ის ახალი პრობლემები

მრავალფუნქციური გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-35 სპეციალისტებს წარმოუდგენელი შეცდომებითა და მაღალი ავარიულობით აოცებს.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ინსტიტუტმა 30 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო ბაზა ელ-სენტროს მახლობლად ერთმანეთს თვითმფრინავ-გამწყობი (ტანკერი) KC-130J და F-35B Lightning II („ელვა“) შეეჯახა. საწვავით შევსების ტექნოლოგია გვკარნახობს, რომ გამანადგურებელმა ფაქტობრივად გატარნა თვითმფრინავი-ტანკერი, რის შემდეგაც F-35 ჩამოვარდა და დაიმტვრა. მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის ჰოსპიტალში. ტანკერის რვაკაციანი ეკიპაჟი არ დაშავებულა, მათ შეძლეს ხომალდის მიწაზე დასმა.

საზენიტო კომპლექსი  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რუსული საზენიტო კომპლექსი - საუკეთესო იარაღი დრონებთან ბრძოლისთვის

მიღებულია ჩაითვალოს, რომ ამერიკული წარმოების გამანადგურებლებს ავარიულობის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, მაგრამ 2020 წლის გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების შვიდ გამანადგურებელს შეემთხვა ავარია: F-35A-ს ― 19 მაისსა და 9 ივნისს, F-22 Raptor-ს ― 15 მაისს, F-15C Eagle-ს ― 15 ივლისს, F-18F Super Hornet-ს ― 18 ივნისს, და ოდნავ მოგვიანებით F-16C-ს, რომელმაც დიდი ხანძარიც კი გამოიწვია ავიაბაზა Shaw Air Force Base-ზე. ეს ობიექტურად ადასტურებს ექსპლოატაციისა და ბრძოლისუნარიაონობაშიარსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს ― მაშინაც კი, როცა ახალ მანქანებზეა საუბარი.

მეხუთე თაობის გამანადგურებელი სამ მოდიფიკაციაშია დამუშავებული: F-35A ― სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის, F-35B ― საზღვაო ქვეიითა კორპუსისთვის, F-35C ― სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის. და „უხილავების“ ამ ოჯახმა მოკლე დროში კატასტროფებში უკვე სამი თვითმფრინავი დაკარგა.

ფასისა და ხარისხის პარადოქსები

პროგრამა Joint Strike Fighter (JSF), რომლის ფარგლებშიც შეიქმნა გამანადგურებელი F-35 Lightening II, გასული წლის ოქტომბერში საპროექტო სიმძლავრეზე გავიდა. ამასთან დაკავშირებით, კომპანია Lockheed Martin-მა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ საშუალოვადიანი გეგმა გამოაქვეყნეს 478 ერთეული F-35-ის   შესყიდვაზე, რომელთაგან 291 აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის იყო განკუთვნილი, 127 ― საერთაშორისო პარტნიორებისთვის, და 60 ― საერთაშორისო კლიენტებისთვის. მათი საერთო ღირებულება დაახლოებით 34 მლრდ დოლარს აღწევს. სავარაუდოდგამანადგურებლის ფასი თანდათან დაიკლებს და დღევანდელი 100 მლნ-დან 80 მლნ დოლარამდე დაეცემა. მაგრამ მისი გაიაფება ხარისხის აწევის გარანტიას არ იძლევა.

საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: „პრომეთეოსი“ სამიზნეს 550 კმ-ზე ანადგურებს

მანამდე პენტაგონთან დაახლოებულმა გამოცემა Defense News-მა გამოაქვეყნა ძალიან მკაცრი შეფასება  F-35 Lightning II-თან დაკავშირებით. თუ ძალიან მოკლედ ვიტყვით, F-35 ― ეს ბგერითამდე გამანადგურებელია, რომელსაც ფორსაჟზე აჩქარებისთვის 1 წუთზე მეტი არ სჭირდება, ხოლო ერთ მახზე ზემოთ სიჩქარეზე ერთი წუთის შემდეგ კორპუსი ხურდება და ჩნდება მისი დაშლის საფრთხე.  1,6 მახის შემდეგ კი თვითმფრინავს უბრალოდ შეიძლება კუდი მოსძვრეს. გამომდინარე იქიდან, რომ მეხუთე თაობის გამანადგურებლის კრეისერული სიჩქარე არ შეიძლება იყოს 1,4 მახზე დაბალი, F-35 Lightening II მეოთხე თაობაში „ჩარჩა“. მანქანის ხუთი კრიტიკული ნაკლი ტექნოლოგიურად აღმოუფხვრელია და კანონზომიერად ამძიმებს საერთო ჯამში 1,7 ტრილიონი დოლარის ღირებულების პროგრამის წარმოებას.

F-35 მიმდინარე წლის სექტემბერში ძალიან ძვირადღირებულად ცნეს ფრენებისთვის: პროგრამა 10 მლნ დოლარით განიცდის ფინანსირების დეფიციტს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. იძულებითი „მოდერნიზაციის“, დამატებითი კვლევების, საწვავის, სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურების გამო F-35 ძალიან ძვირი გახდა. თუმცა უფრო იაფია ექსპლუატაციაში, ვიდრე მძიმე ორძრავიანი F-22 Raptor-ი.  

უპილოტო საფრენი აპარატი - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რუსული უპილოტო „მონადირე“ ხელოვნური ინტელექტით

აქ აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ F-22 სულ 187 ერთეული ააგეს, ხოლო F-35-ის სერია 3000 თვითმფრინავის გამოშვებას ითვალისწინებს. ასეთი რაოდენობის „ელვებს“  მშვიდობიან დროს აშშ-ის მოკავშირე ათობით სახელმწიფოსა და თავად პენტაგონის ბიუჯეტების „დაბომბვა“ შეუძლია. საფრთხე სავსებით რეალურია,  F-35 -ის პროგრამის ღირებულების 75% ხომ საექსპლუატაციო ხარჯებზე მოდის, რაც მოსალოდნელზე ბევრად მაღალი აღმოჩნდა. ანუ, ტექნოლოგიურად „ნედლი“F-35-ს გამუდმებით საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა ბევრად რთულია და ძვირი, ვიდრე გამანადგურებელ F-16-სა ან F-18-ისა.

სამხედრო სიძლიერის იმიტაცია

ამერიკულმა არმიამ დაახლოებით 15 ათასი სათადარიგო ნაწილი მიიღო F-35-სთვის, რომლებიც მოთხოვნებს არ შეესაბამება. პრობლემების აღმოსაფხვრელად უახლოეს მომავალში „ელვას“ 70 მლნ დოლარზე მეტს დაახარჯავენ. მისი საექსპლუატაციო ხარჯების გამუდმებული ზრდა, „მომხმარებლის“ გაძლიერებული დამოკიდებულება მწარმოებელი ფირმის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სათადარიგო ნაწილების მიწოდებაში ტურბულენტობა ― ეს ყველაფერი პოტენციურად მრისხანე თვითმფრინავს ფაქტობრივად ბრძოლისთვის მოუმზადებელს ხდის.

რაკეტის გაშვება - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: აგრესორზე შურისძიების რუსული გარანტია - რაკეტა „სკვითი“

„ელვებს“ მხოლოდ თეორიულად აქვთ უნარი, დაემალონ რადარებს და იერიში მიიტანოს მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში. რეალურად, ყველა მოდიფიკაციის F-35-ები, მისაწვდომ სიმაღლეებსა და სიჩქარეებზე მკვეთრად „ანათებს“ მაქსიმალურად დაშორებული პოტენციური მოწინააღმდეგის რადიოლოკაციური სადგურების ეკრანებზე.

ცნობილია, რომ ირანი, რუსული რადიოლოკაციური სადგურების წყალობით, მშვენივრად ხედავს ამერიკული „უჩინარების“ განთავსებას სპარსეთის ყურესა და კატარში. თეირანის ყველაზე მეტად ეფექტურ შენაძენად მიიჩნევა დიდი სიშორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა С-300ПМУ-2, რომელიც მოიცავს მძლავრ რადარებსაც და სარაკეტო გამშვებ მოწყობილობებსაც. ასევე ფრიად ეფექტურია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „რეზონანსი-НЭ“, რომელიც წარმატებით ხედავს და უთვალთვალებს გამანადგურებელ F-35-ს ქვეყნის საზღვრების მახლობლად.

და საერთოდ, ირანის მთელი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა დიდი თავის ტკივილია პენტაგონისთვის დაახლოებით 2017 წლიდან ― ამიტომაც არ ბომბავენ დაუმორჩილებელ ირანს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური