მიმოხილვა: დესანტი კომანდორის კუნძულებზე და Ту-160 ანადირში

© photo: Sputnik / Host photo agency / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიТу-160
Ту-160  - Sputnik საქართველო
გამოწერა
პენტაგონის პროვოკაციები აღმოსავლეთ ევროპაში მოკავშირეთა ზურგს უკან რუსეთს აიძულებს, შეახსენოს აშშ-ს ჩვენს პლანეტაზე მათი პოზიციების სისუსტე.

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო ქვეითმა 12 აგვისტოს ისტორიაში პირველად გადასვა პარაშუტიანი დესანტი კომანდორის კუნძულებზე (ბერინგის ზღვაში), აშშ-ის ტერიტორიიდან სულ რაღაც 350 კმ-ში.

ერთი დღით ადრე Ту-160 სტრატეგიული რაკეტმზიდების ეკიპაჟებმა სარატოვის ოლქის ბაზიდან ანადირის აეროდრომზე გადაინაცვლეს, რომელიც შეერთებული შტატების ტერიტორიიდან 530 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

უპილოტო საფრენი აპარატი - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რუსული უპილოტო „მონადირე“ ხელოვნური ინტელექტით

საზღვაო ქვეითის ქვედანაყოფის დესანტი, გეგმური ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში, პარაშუტით კომანდორის კუნძულებზე, უცხო ტერიტორიაზე დაეშვა. ძალების გადასროლის მიზანი - ერთ-ერთ კუნძულზე დისლოცირებული სამხედრო ობიექტის თავდაცვის გაძლიერება და პირობითი მოწინააღმდეგის მზვერავი-დივერსიული ჯგუფების თავდასხმის მოგერიება იყო.

სწავლებაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ, საზღვაო ავიაციისა და წყნარი ოკეანის ფლოტის ხომალდების უზრუნველყოფის ეკიპაჟებმა. მოქმედება - საწვრთნელი-საბრძოლო, მაგრამ მაინც სიმბოლური, რომელიც პენტაგონს შეახსენებდა რუსეთის მხრიდან საფრთხის შეკავებისა და მასზე რეაგირების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს.

ამერიკელი „პარტნიორებისთვის“ კიდევ უფრო თვალნათელი სიგნალია რუსული შორი ავიაციის ორი სტრატეგიული ავიამზიდის - Ту-160-ის გადასმა სარატოვის ოლქიდან ანადირში. „თეთრი გედების“ გადაფრენა შესრულდა საფრენი-ტაქტიკური სწავლების ფარგლებში სტრატეგიული ბომბდამშენი-რაკეტმზიდების - Ту-95МС-ის, ზებგერითი ბომბდამშენი-რაკეტმზიდების - Ту-22М3 -ისა და მფრინავი ტანკერის - Ил-78-ის მონაწილეობით.

ოპერატიულ აეროდრომებზე საავიაციო ტექნიკის გადასროლის შემდეგ ეკიპაჟებმა დაამუშავეს საავიაციო გამანადგურებელი საშუალებების საბრძოლო პირობებში გამოყენების ამოცანა. შესაბამისად, რაკეტმზიდების დანიშნულება გარკვეულია: ეს არის რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების კომპონენტი.

რაკეტის გაშვება - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: აგრესორზე შურისძიების რუსული გარანტია - რაკეტა „სკვითი“

რას ნიშნავს კომანდორული „ვაშა!“

წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო ქვეითის პარაშუტიანმა დესანტმა ოკეანეში ჩაკარგულ კომანდორის კუნძულებზე (მოსახლეობა 700 კაცი) კიდევ ერთხელ აჩვენა რუსული ჯარის სრული საბრძოლო მზადყოფნა და უნარი, ეფექტურად იმოქმედოს დისლოკაციის ადგილიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით და ოპერატიულად გააკონტროლოს სამხედრო ობიექტები დედამიწის ნებისმიერ წერტილში.

რუსი სამხედრო დესანტი 2020 წლის 26 აპრილს მსოფლიო ისტორიაში პირველად დაეშვა 10 ათასი მეტრის სიმაღლიდან და წარმატებით შეასრულა ამოცანა ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგზე.

ყველაზე რთულ პირობებში სპეციალური დანიშნულების უახლესი საპარაშუტე სისტემები - „არბალეტი-2“ სამხედრო მოსამსახურეებს ეხმარება უსაფრთხოდ დაეშვან მიწაზე 400-4000 მეტრის სიმაღლიდან შეიარაღებითა და 50 კგ-იანი კონტეინერებით. პარაშუტ „შტურმით“ შესაძლებელია 80 მეტრის სიმაღლიდან დაშვება. და მხოლოდ რუსული ჯავშანტექნიკის გადასმაა შესაძლებელი ეკიპაჟთან ერთად 1500 მეტრის სიმაღლიდან. თუმცა ნებისმიერი პარაშუტი - მხოლოდ ინსტრუმენტია ბრძოლის ველზე სამხედროებისა და შეიარაღების გადასაყვანად.  

საჰაერო დესანტი გამიზნულია მოწინააღმდეგის ზურგში ოპერატიულ-ტაქტიკური საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად ლოკალურ კონფლიქტებსა და მსხვილმასშტაბიან ომებში. დესანტის გადასმას ხელი შეიძლება შეუშალოს მხოლოდ მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეფექტურმა სისტემამ, თუმცა საავიაციო ძალებით მტერზე წინასწარი თავდასხმა ამ პრობლემასაც აგვარებს.

 „ისკანდერის“ რაკეტა - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რისთვის ირგებს „ისკანდერი“ საზღვაო სამოსს

რეალურ საბრძოლო ოპერაციაში ვინმემ უნდა გაუთავისუფლოს გზა დესანტს, გაანადგუროს მოწინააღმდეგის საზენიტო დანადგარები, Lance-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, არტილერია და ჯავშანტექნიკა. შესაძლოა, სტრატეგიული Ту-160, Ту-95МС და ზებგერითი ბომბდამშენი-რაკეტმზიდები Ту-22М3 შემთხვევით არ ჩაფრენილან წყნარი ოკეანის სანაპიროზე - მათ დაამუშავეს ამოცანა კომანდორის კუნძულებზე დესანტის გადასხმამდე ერთი დღით ადრე. აქ აუცილებლად უნდა ითქვას: რუსეთი არავის ემუქრება ომით, მაგრამ არც თავის შესაძლებლობებს მალავს.

ანადირის ცივი გაფრთხილება

11 აგვისტოს წყნარი ოკეანის სანაპიროზე გადასმულ რუსეთის შორი ავიაციის დამრტყმელ დაჯგუფებას შეუძლია მოწინააღმდეგის ობიექტების მიზანში ამოღება 5500 კმ-ის მანძილზე ისე, რომ არ გასცდეს რუსეთის საჰაერო სივრცეს. ჰიპოთეტურად ანადირის აეროდრომიდან მაღალსამიზნიან და მცირესამიზნიან რაკეტებს შეუძლიათ მიაღწიონ აშშ-ის მონტანას და ჩრდილოეთ დაკოტას შტატებს, სადაც მდებარეობს ბირთვული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების - Minuteman III-ის შახტები. საერთაშორისო საჰაერო სივრციდან წყნარი ოკეანის თავზე ახალი შესაძლებლობები იხსნება.

სტრატეგიულ Ту-160М-ს შეუძლია, მაგალითად, სირიაში შემოწმებული Х-101 რაკეტების გამოყენება, რომლებიც გამიზნულია დაშორებულ გეოგრაფიულ რაიონებში მოწინააღმდეგის სახმელეთო და საზღვაო ობიექტების გასანადგურებლად. მას 12-მდე ფრთიანი რაკეტის ზიდვა შეუძლია. Х-101 კონვენციურ მოდიფიკაციას აქვს საბრძოლო ნაწილი, 400 კილოგრამამდე სიმძლავრით ტროტილის ეკვივალენტში.

შორ მრავალრეჟიმიან ზებგერით რაკეტმზიდ-ბომბდამშენს Ту-22М3-ს უჭირავს ნიშა სტრატეგიულ და ოპერატიულ-ტაქტიკურ ავიაციას შორის, ეფექტურად ანადგურებს სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის თანამედროვე საშუალებებთან დაპირისპირების პირობებშიც.

УРАН-6 - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: საბრძოლო რობოტები ზღვასა და ხმელეთზე

მაქსიმალური სიჩქარეა 2300 კმ/სთ, საბრძოლო დატვირთვა - 24 ტონა. გამიზნულია გამშვებ პუნქტში Х-101 ან Х-102 ფრთიანი რაკეტების მისატანად. შეუძლია Х-32-ისა და ჰიპერბრეგითი X-47М2 რაკეტების - „კინჟალის“ (დაშნა) ზიდვა. ბომბდამშენ Ту-22М3М-ს შეუძლია ასევე მოწინააღმდეგის საავიაციო დამრტყმელი ჯგუფის განადგურება ისე, რომ არ გასცდეს თავისი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მოქმედების 700 კმ-იან ზონას. ზებგერითი გემსაწინააღმდეგო რაკეტა Х-32, 1000 კმ სიშორით, დაფრინავს 5 მახის სიჩქარით 40 კმ-მდე სიმაღლეზე და მოწინააღმდეგეს დარტყმას სტრატოსფეროდან აყენებს.

სტრატეგიულ ბომბდამშენ-რაკეტმზიდ Ту‑95МС-ს ზედმეტი ქება არ სჭირდება და გამიზნულია ფრთიანი რაკეტებით მოწინააღმდეგის ზურგში მნიშვნელოვანი ობიექტების გასანადგურებლად (5500 კმ-ის მანძილიდან) - დღისით და ღამით, ნებისმიერ ამინდში. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული თვითმფრინავები მოდერნიზებულია, აღჭურვილია უახლესი შეიარაღებით და სახიფათო ძალას წარმოადგენს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების შორ ავიაციას საბრძოლო შემადგენლობაში აქვს დაახლოებით 70 სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-160 და Ту-95, 40-ზე მეტი შორი მანძილის ბომბდამშენი Ту-22М3. სამხედრო-კოსმოსური ძალების მთავარი დამრტყმელი ძალა და სტრატეგიული ბირთვული ძალების კომპონენტი, რუსეთის სამხედრო ძალების მთავარსარდლის იარაღი - შორი ავიაცია - გამიზნულია ოპერატიულ-სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად და უმიზნოდ არასდროს დაფრინავს.

პენტაგონი და ნატო სულ უფრო გაიტაცა რუსეთის უაზრო „შეკავებამ“ აღმოსავლეთ ევროპაში, იგულისხმება ამერიკული ჯარების დისლოკაციის ადგილის შეცვლა გერმანიიდან პოლონეთსა და რუმინეთში, სერიული მანევრები, საბრძოლო და მზვერავი ავიაციის პროვოკაციული ფრენები ბალტიისა და შავი ზღვის თავზე, რუსეთის საზღვრების მახლობლად.

Lockheed Martin F-35 Lightning II - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: F-35-ის მოდერნიზაცია, როგორც შელახული რეპუტაციის შედეგი

პენტაგონი ისწრაფვის მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის „ჰუმანური“ პოტენციალის გაზრდისკენ. თუ რუსეთის „შეკავება“ ვერ მოხერხდება, იძულებული გახდება შეტევაზე გადავიდეს, ეს გეზი 2015 წლიდანაა ცნობილი.

თანამედროვე რეალობა ისეთია, რომ რუსეთი ვერ იქნება იზოლირებული ეკონომიკურად და დამარცხებული სამხედრო მეთოდებით, ზეწოლის მრავალწლიანი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. ამას ამერიკული ჟურნალი The American Conservative-ც კი აღიარებს: „არსებობს საზღვრები, რომლებიც რუსეთმა თავის უშუალო სიახლოვეს გაავლო და აშშ არ უნდა ეცადოს მათ გადაკვეთას. ჩვენ ბოლო 12 წელიწადში დავინახეთ, რამდენად საშინელი შეიძლება იყოს ქვეყნების მდგომარეობა, რომლებიც ჩათრეული აღმოჩნდებიან აშშ-სა და რუსეთს შორის ბაწრის გადაწევის თავისებურ შეჯიბრში. ჩვენმა მთავრობამ უკრაინისა და საქართველოს მაგალითზე გაიგო, რომ აშშ სინამდვილეში არ არის მზად და არ სურს ამ ქვეყნების დაცვა“.

რჩება იმედი, რომ პენტაგონშიც ანალოგიურ დასკვნებს გამოიტანენ - არა უხეში პროვოკაციების მეთოდით ბალტიისა და შავი ზღვების, ბერინგისა და ჩუკოტკის ზღვების თავზე, რასაც აშშ-ისთვის მიუღებელი დანაკარგი შეიძლება მოჰყვეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციას!

ყველა ახალი ამბავი
0