მიმოხილვა: საბრძოლო რობოტები ზღვასა და ხმელეთზე

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიУРАН-6
УРАН-6 - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რობოტიზებულ სისტემებს ცდის და შეიარაღებაში იღებს წყალქვეშა, სახმელეთო, საჰაერო და კოსმოსური დანიშნულების ახალ იარაღს.

რუსეთის პოლიგონებზე მანევრები ტრადიციულად ზაფხულობით აქტიურდება. წლევანდელი ივნისი და ივლისი საინტერესოა ტექნოლოგიური ნახტომითაც, ჯარში ახალი, რობოტიზებული სისტემების დანერგვით.

ნატოს Sea Breeze-2020-ის სწავლებების დროს შავ ზღვაზე 20–26 ივლისს რუსული ექსპერიმენტული წყალქვეშა რობოტებისა და ჰიდროაკუსტიკური აპარატურის გამოცდა ჩატარდა. უახლესმა რობოტიზებულმა სისტემებმა აჩვენა, რომ მათ მნიშვნელოვანი სამხედრო და ეკონომიკური ობიექტების დაცვის უნარი აქვთ ზღვიდან მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში 21 ივლისს მიიღეს განაღმვის რობოტ Уран-6-ის ჯარებისთვის მიწოდების გადაწყვეტილება. განაღმვის მრავალფუნქციური რობოტოტექნიკური კომპლექსი მანამდე სირიაში გამოიცადა. ამის შემდეგ Уран-6-მა მოდერნიზაცია განიცადა საბრძოლო გამოყენების გამოცდილების საფუძველზე.

„არმატა“ - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რატომ არის „Т-15 არმატა“ მსოფლიოში საუკეთესო

ტანკი Т-14 „არმატა“ ივლისის დასაწყისში უპილოტო რეჟიმში შემოწმდა, რაც ღია ციფრული არქიტექტურის წყალობითაა შესაძლებელი.

ცენტრალური სამხედრო ოლქის ჯარებმა 29 ივლისს ჩებარკულის პოლიგონზე სწავლება ჩაატარეს უახლესი საბრძოლო რობოტის „მარკერის“ გამოყენებით, რომლის მეშვეობითაც დასახული ამოცანა წარმატებით გადაიჭრა. კომპლექსი ერთგვარი კონსტრუქტორია საბრძოლო მოქმედებების წარმოების მოდელების შესაქმნელად მომავალში და ის სახმელეთო რობოტების, უპილოტო ავიაციისა და სპეცრაზმების ძირითად ინტეგრაციად იქცევა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები აპირებენ, რობოტს საბრძოლო მოქმედებების წარმოება ავტონომიურ რეჟიმში ასწავლონ — მეთაური ოპერატორისგან ასობით და ათასობით კილომეტრის დაშორებით. „მარკერის“ შექმნა და გამოცდა 2021 წელს უნდა დასრულდეს.

„სამიზნე მინდორი“

რუსმა სამხედრო სპეციალისტებმა შავ ზღვაში მიმდინარე ნატოს სწავლება Sea Breeze-2020-ის დროს სხვადასხვა ტიპის რობოტოტექნიკური კომპლექსები გამოსცადეს, რომელთა დანიშნულებაც მოწინააღმდეგის ობიექტების აღმოჩენაა. რუსულ ავტონომიურ წყალქვეშა აპარატებს (კონცერნ „ავრორას“ პროდუქცია) სავარაუდო მოწინააღმდეგის კუთვნილი მსხვილი ობიექტები და მცირეგაბარიტიანი რობოტოტექნიკური კომპლექსები უნდა აღმოეჩინათ და ამოეცნოთ. ერთ-ერთი აპარატი გვერდითი ხედვის ჰიდროლოკატორსა და მრავალსხივიან ექოლოტს იყენებდა, მეორე კი აღმოჩენილ სამიზნე ობიექტებს უტარებდა ინსპექტირებას. ცნობილია, რომ რუსულ კომპლექსებს „შეხვედრის წერტილიდან“ სამიზნის მახასიათებლებისა და კოორდინატების, ასევე ფოტო- და ვიდეომასალის გადაცემა შეუძლიათ.

Lockheed Martin F-35 Lightning II - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: F-35-ის მოდერნიზაცია, როგორც შელახული რეპუტაციის შედეგი

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სარდალ ჯინ ბლეკის თქმით, მათი სწავლებები მოიაზრებდა ჰაერსაწინაღმდეგო და ნავსაწინააღმდეგო თავდაცვისა და აკრძალვის ოპერაციების (მოწინააღმდეგის ძალების შეკავება ან განადგურება საბრძოლო მოქმედებების ზონისკენ მიმავალ გზაზე) დამუშავებას. სწორედ ამ სცენარის წყალობით იყო ნატოს საბრძოლო ერთეულები ყირიმის ნეიტრალურ წლებში რამდენიმე დღის განმავლობაში შესანიშნავი „სამიზნე მინდორი“ რუსეთის რობოტიზებული კომპლექსებისთვის.

მოუწყობელი ნაპირიდან კომპაქტური აპარატების გაშვება (რომელთა აღმოჩენაც პოტენციური მოწინააღმდეგისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია) ორ სპეციალისტს თავისუფლად შეუძლია.

შავი ზღვის ფლოტისთვის ძირითადი ექსპერიმენტული არენა 2017 წლიდან — რობოტიზებული ხომალდი „ვიქტორ ჩეროკოვია“. სავარაუდოდ, საბრძოლო მოქმედებების დროს რუსული წყალქვეშა რობოტიზებული სისტემების წყალზედა, საჰაერო და სანაპირო კომპლექსებთან ურთიერთქმედების კუთხით გარკვეული გამოცდილებაა დაგროვილი. ამ ინფორმაციის საფუძველზე ახლებურად შეიძლება შეფასდეს რეგიონში რუსეთის სტრატეგიული ობიექტების დაცვის ხარისხი.

Уран-6 საბრძოლო მწყობრში

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს ოცზე მეტი რობოტიზებული Уран-6 გადაეცემა ცალკეულ საინჟინრო–სასანგრე პოლკებსა და ბრიგადებს შეიარაღებაში. უახლესი ტექნიკის პირველი პარტია 10 ივლისს მიიღო დასავლეთ სამხედრო ოლქის მე-20 გვარდიული არმიის მესანგრე პოლკმა. გარდა ამისა, პოდმოსკოვიეს ნაღმსაწინააღმდეგო ცენტრის პოლიგონზე მრავალფუნქციური რობოტოტექნიკური კომპლექსის ოპერატორების მომზადება დაიწყო.

2С4 Тюльпан-ი - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: XXI საუკუნის „მეფე–ნაღმმტყორცნი“ შეიარაღებაში

კომპლექსი Уран-6 დისტანციური მართვის რეჟიმში საკმაოდ საიმედოდ უზრუნველყოფს ადგილის სრულ განაღმვას და ასევე აკეთებს გასასვლელებს დანაღმულ ველებზე. ანუ გამორიცხავს სამხედროების უშუალო მონაწილეობას სიცოცხლისათვის მაღალი რისკის ზონაში და მნიშვნელოვნად აფართოებს საინჟინრო ქვედანაყოფების შესაძლებლობებს.

მანქანაზე, ამოცანიდან გამომდინარე, მაგრდება ერთი ან რამდენიმე სახის ტრალი. საბრძოლო რობოტი–მესანგრე 6 ტონას იწონის და ტრანსპორტირებისათვის საჭირო პლატფორმასთან ერთად მიეწოდება. Уран-6-ს 3–4 წუთში შეუძლია პლატფორმიდან ჩამოსვლა ან უკან ასვლა.

Уран-6 სირიის ქალაქების – პალმირის, ალეპოსა და დეირ-ეზ-ზორის საბრძოლო პირობებში განაღმვის დროს შემოწმდა, რის შემდეგაც ახალი ფუნქციებით აღიჭურვა. პერსპექტივაში მესანგრეების მოქმედებები არ შემოიფარგლება დანაღმული ველების განაღმვითა თუ ხიდებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების აგებით. რობოტიზებული კომპლექსების წყალობით საინჟინრო–სასანგრე პოლკები გამაგრებული ობიექტების იერიშშიც მიიღებენ მონაწილეობას და ფარული დანაღმვის ოპერაციებშიც.

„მარკერი“ მომავლიდან

პლატფორმა „მარკერი“, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის შეიქმნა, უფრო საინტერესო პროექტია საბრძოლო რობოტოტექნიკის სფეროში. პერსპექტივაში „მარკერის“ ხელოვნური ინტელექტი შესაძლებლობას მისცემს მას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, ანუ გამოთვალოს მარშრუტი, საბრძოლო მოქმედებების დრო, საბრძოლო მარაგის ხარჯი და სხვა პარამეტრები, რომლებიც ამა თუ იმ ამოცანის შესასრულებლად იქნება საჭირო — ავტონომიურად, მანქანების, ქვედანაყოფების შემადგენლობაში. ამასთან ავტონომიურობა მოიაზრებს საკომანდო ცენტრიდან დაშორებას ასობით და ათასობით კილომეტრით, მაღალი სიზუსტის იარაღისა და ასევე სამიზნეების ზუსტი იდენტიფიკაციის ფუნქციების ქონას.

МиГ-31 - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ყველაზე სახიფათო „მონადირე“ ცაში - МиГ-31“

„მარკერმა“ მიიღო აღჭურვილობა მაღალი სიზუსტის სროლისთვის. მისი შემქმნელები ჯერ არ გეგმავენ მანქანის გამოცდას რეალურ საბრძოლო მოქმედებებში. უნიფიცირებულ პლატფორმაზე სამ ეტაპად მუშავდება სახმელეთო რობოტოტექნიკის მთელი ხაზის ძირითადი ტექნოლოგიები — ტექნიკური მხედველობა, კავშირი, ნავიგაცია, ავტონომიური მოძრაობა და გამოყენება, ხმოვანი მართვა. დაგეგმილია ხუთი მანქანისგან შემდგარი სერიის გამოშვება, რომლებიც 2021 წლის ივნისისთვის უნდა იყოს მზად. პლატფორმა შემუშავებულია მოდულური პრინციპით და საშუალებას იძლევა, ოპერატიულად შეიცვალოს (დაემატოს) სასარგებლო ტვირთი, მოდერნიზდეს სისტემები.

სასარგებლო ტვირთის სახით შესაძლებელია შეიარაღების ერთბაშად რამდენიმე კომპლექსის დაყენება, რომლებსაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედების უნარი აქვთ. ამასთან უპილოტო საფრენი აპარატის მოდული უზრუნველყოფს ავტონომიურ რეჟიმში დრონების მთელი ჯგუფის გაშვებას, რომელთაგან თითოეული ინდივიდუალურად ან ჯგუფთან ერთად გადაჭრის ამოცანას.

შესაძლოა რუსულმა რობოტმა მალე ხმოვანი ბრძანებების შესრულება ისწავლოს, როგორც ცოცხალმა ჯარისკაცმა — გამოცდების მსვლელობისას ასეთი ამოცანა დგას.

დასავლეთში უკვე შფოთავენ რუსეთის წარმატებების გამო. ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პანიკის გარეშე, მაგრამ რუსეთი რობოტიზებულ ტანკებს ადამიანის ენის გაგებას ასწავლის“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რობოტები წარმატებით ითვისებენ საჰაერო და კოსმოსურ სივრცეებს, თუმცა სახმელეთო „მარკერი“, თავისი ამჟამინდელი პოტენციალით, შეიარაღებაში გამოცდებისა და ექსპერიმენტებისთვის არის „სტუმარი მომავლიდან“. ეს რობოტი მომავლის არმიის ავანგარდია, მაგრამ ანალოგები მსოფლიოში უკვე დღეს არ აქვს. პენტაგონის მცდელობა, შეექმნა ავტონომიური პლატფორმა ქვეითი ქვედანაყოფებისთვის, წარუმატებელი გამოდგა. ამერიკულმა რობოტმა ვერ ისწავლა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და ხმოვანი ბრძანებების გაგება. ხოლო ადამიანის მიერ საბრძოლო მოქმედებების დროს მისი პულტიდან გამუდმებული მართვა მიზანშეუწონელია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0