04:51 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
186 0 0

უახლოეს დროში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში უახლესი ვარიანტის მძიმე საბრძოლო ეკრანოპლანები დაბრუნდება – ბორტზე ფრთოსანი რაკეტებით. მათ ახლო და შორ მანძილზე მოქმედების უნარი აქვთ ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, ბაზირების ინფრასტრუქტურის არარსებობის შემთხვევაშიც კი.

მსოფლიოში ერთადერთი რუსული სარაკეტო ეკრანოპლანი „ლუნი“ 31 ივლისს ბუქსირით გაიყვანეს კასპიისკიდან დერბენტში, სადაც პარკ „პატრიოტის“ ცენტრალური ექსპონატი გახდება.

ნიჟნი ნოვგოროდში 34 წლის წინ აგებული ეკრანოპლანი „ლუნი“ 1991 წელს კასპიის ფლოტილიას გადაეცა საცდელი ექსპლუატაციისთვის. და ის ერთადერთია „პროექტ 903“-ის მიხედვით დაგეგმილი რვა ეკრანოპლანიდან. მიუხედავად ამისა, ეკრანოპლანები წარსულს არ ჩაბარებია.

მაღალი სიჩქარისა (საათში 500 კმ) და ფრენის დაბალი სიმაღლის (7–10 მეტრი) წყალობით რაკეტმზიდ ეკრანოპლანს შეუძლია რადარებისთვის შეუმჩნევლად გადალახოს ათასობით კილომეტრი ზღვასა და დაბლობზე, მოულოდნელი მიმართულებებიდან მიუახლოვდეს მოწინააღმდეგის სამხედრო-საზღვაო ბაზებსა თუ ავიამზიდ მოიერიშე ჯგუფებს რაკეტის გაშვების მანძილზე და დარტყმა მიაყენოს მათ.

მანამდე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემთმშენებლობის სამმართველოს მეთაურმა, პირველი რანგის კაპიტანმა ვლადიმირ ტრიაპიჩნიკოვმა განაცხადა, რომ ეკრანოპლანების განვითარება გემთმშენებლობის გეგმებში 2050 წლამდე შევა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩამოაყალიბა ტაქტიკურ-ტექნიკური დავალება ახალი ეკრანოპლანის შესაქმნელად, მიმდინარეობს საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები. წინასწარი მონაცემებით, ახალი ეკრანოპლანი 2022 წლისთვის იქნება მზად ასაფრენად.

მედიასაშუალებებში აქტიურად განიხილება „კასპიური მონსტრის“ აღორძინება (ასე შეარქვეს აპარატს უზარმაზარი ზომისა და ფანტასტიკური გარეგობის გამო). მას გვერდი ვერც ამერიკულმა National Interest-მა და ვერც ჩინურმა Sohu-მ ვერ აუარეს.  

რა პერსპექტივები აქვს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის საბრძოლო ეკრანოპლანების აღორძინებას დღეს?

თავისებურებები და გამოყენება

მრავალმიზნობრივი ეკრანოპლანები (დასავლეთში მათ WIG-ს უწოდებენ, ანუ Wing-In-Ground effect) არც ისე შორეულ მომავალში შესაძლოა მაღალი სიზუსტის ფრთოსანი და ჰიპერბგერითი რაკეტების, მოიერიშე დრონების, ელექტრომაგნიტური ქვემეხების, მძიმე ტორპედოების შექმნა–გამოყენების ბაზად იქცეს.  

სწრაფი რეაგირების ძალების სახით მოიერიშე ეკრანოპლანები ეფექტურად შეძლებდნენ პატრულირებას რუსული ზაპოლიარიეს ზონაში.

სადესანტო მოდიფიკაციაში ეს აპარატები შეიარაღებული სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან მანძილზე ოპერატიულად გადასროლის შესაძლებლობას გააჩენს. ახალი ეკრანოპლანები პრაქტიკულად უჩინარია მოწინააღმდეგის რადარებისთვის, ეკონომიურობისა და ტვირთამწეობის მხრივ თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს აღემატება, ხოლო სიჩქარით — წყალქვეშა ფრთების მქონე ხომალდებს.

National Interest-ის მონაცემებით, ახალი აეროპლანი А-050 Чайка-2 „კასპიის მონსტრის“ რეინკარნაციაა და მგზავრებისა (100 კაცი) და ტვირთების სანაპირო რაიონებში გადასაზიდად იქმნება — არქტიკული რაიონების ჩათვლით. იგება სხვადასხვა ტვირთამწეობის „ფრთოსანი ხომალდების“ მთელი ხაზი, რომლებიც არაუგვიანეს 2022 წელს აფრინდებიან.

როგორც უაეროდრომო ავიაცია, ეკრანოპლანები შეიძლება მშვიდობიან ცხოვრებაშიც გამოდგეს. მაგალითად, რუსეთის სამეცნიერო–საწარმოო გაერთიანება „ეკოლენი“ „კასპიური მონსტრის“ სამოქალაქო ანალოგზე მუშაობს — სახმელეთო-საზღვაო ამფიბიაზე, რომელიც თვითმფრინავის სისწრაფით ფრენას და ბევრად მეტი ტვირთის ზიდვას (750 ტონამდე) შეძლებს — მდინარეებსა და ზღვებზე, ტუნდრასა და უდაბნოში გამოსაყენებლად. აფრენა–დაჯდომისთვის ეკრანოპლანს მხოლოდ ზომის შესაბამისი აკვატორია ან ხმელეთის ნაწილი სჭირდება.

მოწინავე მახასიათებლები

ეკრანოპლანი ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფრენისას წარმოქმნილ ეფექტს იყენებს, როდესაც ჰაერის ნაკადი ფრთის ქვეშ მკვრივ „საჰაერო ბალიშს“ ქმნის. ჰაერში აწევისას აპარატი საათში 500 კმ სიჩქარეს იძენს და საწვავის მინიმალური დანახარჯებით ფრენს 10 ტონამდე ტვირთით.

გარდა ამისა, ეკრანოპლანის მძიმე ვერსიის შექმნაზე მუშაობენ ნიჟეგოროდის საკონსტრუქტორო ბიუროშიც (А-080 Чайка-3). რომლის ასაფრენი მასაც 100 ტონამდე იქნება. პერსპექტიული მანქანა თანამედროვე რუსულ ავიონიკასა და ნავიგაციურ–საპილოტაჟე კომპლექსს მიიღებს. შეძლებს დამოუკიდებლად გავიდეს 5 გრადუსის დახრილობის მქონე მოუწყობელ სანაპიროზე, დაჯდეს წყალსა თუ აეროდრომებზე.

ტექნოლოგიურად ძველი „ლუნიც“ კი ახდენს შთაბეჭდილებას, რომელსაც საათში 450 კმ სიჩქარით 2000-ზე მეტი კილომეტრის გადალახვა შეეძლო სამიდან ხუთას მეტრამდე სიმაღლეზე, რა დროსაც, თავისი გაბარიტების გათვალისწინებით, ხუთჯერ ნაკლებ საწვავს მოიხმარდა სამგზავრო თვითმფრინავთან შედარებით.

„ლუნის“ კორპუსის წინა ნაწილზე რვა გამწევი ძრავია დამაგრებული. ფიუზელაჟზე დაყენებულია სამი წყვილი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა ЗМ-80 Москит — დამიზნების რადიოლოკაციური სადგურითა და 250 კმ ფრენის სიშორით. ეკრანოპლანის სიგრძე თითქმის 74 მეტრია, ხოლო ტრაპეციისმაგვარი ფრთების განშლა 44 მეტრს აღწევს.

რაც შეეხება თავად ზებგერით რაკეტა Москит-ის „სამეულს“, ისინი სავსებით საკმარისი იქნებოდა ავიამზიდის გასანადგურებლად.

ეკრანოპლანები საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის იქმნებოდა, როგორც მოწინააღმდეგის ხომალდების გამანადგურებელი საშუალება. „ლუნის“ პირველი გაფრენა 1985 წელს შედგა. ფრენის მაღალი სიჩქარე, დიდ ტვირთამწეობასა და ხმელეთისა თუ ყინულის თავზე ფრენის უნართან შერწმით, იმთავითვე უზრუნველყოფდა აპარატის გამაოგნებელ შესაძლებლობებს. ეკრანოპლანები „ლუნი“ და „ორლიონოკი“ წარმატებით ადაპტირდა რაკეტების გადასაზიდად და დესანტის გადასასხმელად. სსრკ-ის დემონტაჟის შემდეგ აპარატების მთელი სერიის წარმოება შეწყდა, ხოლო „ავიამზიდების მკვლელი“ სამუდამოდ დააყენეს კასპიისკში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები