მიმოხილვა: XXI საუკუნის „მეფე–ნაღმმტყორცნი“ შეიარაღებაში

© photo: Sputnik / Сергей Мамонтов / გადასვლა მედიაბანკში2С4 Тюльпан-ი
2С4 Тюльпан-ი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მრისხანე იარაღის ეფექტურობა, რომელიც არცთუ ისე ხშირად გამოიყენება მანევრებისას, სავარაუდო მოწინააღმდეგეს შანსს არ უტოვებს არც მთებში და არც ბეტონის ბუნკერში.

რუსული ჯარების მოულოდნელი შემოწმების დროს სამხრეთის სამხედრო ოლქის არტილერისტებმა ჩრდილოეთ ოსეთის ტარსკის პოლიგონზე დიდი სიმძლავრის ნაღმმტყორცნებიდან გაანადგურეს პირობითი მოწინააღმდეგე — უპილოტო საფრენი აპარატების მიზანჩვენებით. თვითმავალ 240 მმ-იან ნაღმმტყორცნ Тюльпан-ს მთელი მსოფლიოს არტილერისტები ისევე იცნობენ, როგორც ალპინისტები ევერესტს — იმიტომ რომ მას ანალოგი არ აქვს.

Бе-200ЧС - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რუსულ თვითმფრინავ–ამფიბიას კონკურენტი არ ჰყავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 58-ე არმიის არტილერისტებმა კავკასიის მთებში მიმდინარე სწავლებებზე 21 ივლისს პირობითი მოწინააღმდეგის პოზიციები და მიწისქვეშა არსენალები სწორედ დიდი სიმძლავრის Тюльпан-ებით გაანადგურეს. ეს მრისხანე იარაღი არც ისე ხშირად გამოიყენება მანევრებში, მაგრამ მისი საბრძოლო ეფექტურობა შანსს არ უტოვებს მოწინააღმდეგეს არც მთიან ხეობებში და არც ბეტონის ღრმა ბუნკერებში. თუმცა რუსული ჯარების სწავლებები არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ იყო მიმართული.

მოდერნიზაციის შემდეგ Тюльпан-ები მართვისა და კავშირის თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა, რაც თვითმავალ იარაღს ერთიან ავტომატიზებულ სისტემაში მუშაობის საშუალებას აძლევს. მოდერნიზებული ნაღმმტყორცნი შორი მანძილის სნაიპერულ იარაღად იქცა, რომელსაც თვით ყველაზე მეტად დაცული სამიზნეების განადგურება შეუძლია. Тюльпан-ის არსენალში შედის ჩვეულებრივი, ორი კილოტონა თერმობირთვული სიმძლავრისა და სხვა სახის ნაღმები, რომელთა ნგრევის სიმძლავრე მარტო 240 მმ კალიბრზე არ არის დამოკიდებული. გამოყენების მაღალ სიზუსტეს რეალურ დროში უზრუნველყოფს ცეცხლის კორექტირება თანამგზავრებიდან, დრონებიდან, შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავებიდან და მოწინააღმდეგის ზურგში განთავსებული სადაზვერვო–დივერსიული ჯგუფებიდან.

კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევი   - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: აერომობილური ჯავშნოსანი „სტრელა“

XXI საუკუნის „მეფე–ნაღმმტყორცნი“  

მსოფლიოში ერთადერთი 240 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნი Тюльпан-ის დანიშნულება მოწინააღმდეგის საფორტიფიკაციო ნაგებობების, გამაგრებული შენობების, ცოცხალი ძალის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის განადგურებაა 9,6 კმ-დან 19,7 კმ-მდე მანძილზე. შეიარაღებაში ის 40 წლის წინ მიიღეს და დღემდე რჩება რეკორდსმენად კალიბრისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით.

იარაღს ისეთი სამიზნეების განადგურების უნარი აქვს, რომლებსაც სხვა სახეობის არტილერია ვერ უმკლავდება. Тюльпан-ის ნაღმი თავისუფალი ვარდნისას ანგრევს 12-მეტრიანი საფარის მქონე რკინაბეტონის კონსტრუქციას. საკონსტრუქტორო აზრის ამ შედევრის სათანადოდ შეფასება მხოლოდ მოქმედებაშია შესაძლებელი. ჩვეულებრივი 240 მმ-იანი ნაღმი მიწაში 10 მ დიამეტრისა და 5 მ სიღრმის ორმოს ტოვებს.

თვითმავალი ნაღმმტყორცნი ფუგასური და აქტიურ–რეაქტიული ნაღმებითაა აღჭურვილი, რომელთა კორექტირება Смельчак-ის საბრძოლო საშუალებებითაა შესაძლებელი — მიზანში მოხვედრის ალბათობა 2 მ დიამეტრის წრეში 80-90%-ია. სპეციალურად Тюльпан-სთვისაა შემუშავებული მძიმე (228 კგ) აქტიურ–რეაქტიული ნაღმი 3Ф2 სარაკეტო ძრავით (20 კმ სიშორით) და მის ბაზაზე შექმნილი თერმობირთვული ნაღმით 3Б4 (სიშორე 18 კმ). გარდა ამისა, ინტერესს იწვევს ნეიტრონული ჭურვები Смола და Фата, საბრძოლო მასალები Сайда და და Нерпа.

ნაღმმტყორცნი Тюльпан საბრძოლო მოქმედებებითაა გამოცდილი. იარაღი წარმატებით გამოიყენებოდა ავღანეთში 1985 წლიდან — სამიზნის განადგურებას მხოლოდ ორი გასროლა სჭირდებოდა.

დღეს რუსეთის სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში შედის 2С4 Тюльпан-ის 40 ნაღმმტყორცნი, დაახლოებით 390 კი რეზერვშია — ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევისთვის.

МиГ-31 - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ყველაზე სახიფათო „მონადირე“ ცაში - МиГ-31“

კონსტრუქციის თავისებურებები

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2С4 Тюльпан-ის მაქსიმალური სიჩქარე ტრასაზე 62 კმ/სთ-ია, სასიარულო მარაგი – 500 კმ, საბრძოლო კომპლექტი – 40 გასროლა, ეკიპაჟი — ხუთი კაცი.

მანქანის კორპუსი შედუღაბებულია და დაცულია 7,62 კალიბრის ჯავშანსაწინააღმდეგო ტყვიებისგან. აქვს გლუვკედლებიანი მილის ფორმის ხუთმეტრიანი ლულა.

გლუვლულიანი არტილერიის კოლომნის სპეციალურმა საკონსტრუქტორო ბიურომ 240 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნზე მუშაობა ჯერ კიდევ 1944 წელს დაიწყო. შემდგომში ახალ იარაღს „ჭედდნენ“ ურალის მანქანათმშენებლ ქარხანაში და ასევე პერმში. პირველმა ნიმუშებმა საველე ცდები 1971 წელს გაიარა და მალე საარტილერიო სისტემა 2С4 Тюльпан შეიარაღებაში მიიღეს.

სულ 580 Тюльпан-ის გამოშვება მოასწრეს, ვინაიდან 1988 წელს მისი წარმოება შეწყდა. სავარაუდოდ, სულ ტყუილად. ეს ნაღმმტყორცნი XXI საუკუნეშიც აბსოლუტურად თანამედროვედ გამოიყურება და კვლავაც შეუცვლელია ბრძოლის ველზე.

ყველა ახალი ამბავი
0