13:40 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (152)
57 0 0

მთავრობის მთავარი პასუხისმგებლობა არის ეპიდემიის ისე მართვა, რომ ადამიანები არ შეიზღუდონ სოციალურ და სხვა სფეროებში, განაცხადა პრემიერმა

თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა პანდემიის პერიოდში აღმოჩენილი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

მთავრობის მეთაური დიპლომატებს კახეთის რეგიონში, ლოპოტას ტბაზე შეხვდა.

„კახეთის რეგიონს გაუმართლა. მას, როგორც ტურისტები, ეწვივნენ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საუკეთესო მეგობრები, ჩვენი ელჩები, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

საქართველოს მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა

პრემიერის სიტყვებით, საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებდა ასეთი შედეგის მიღწევას ვირუსის მართვაში ქვეყნის თითოეული მოქალაქისა და მეგობრების მხარდაჭერის გარეშე.

„მე არ მინდა აქ არავინ გამოვყო, ყველამ კარგად იცის ის დახმარება, რომელიც თქვენ გაუწიეთ ჩვენ ქვეყანას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, დღევანდელი კრიზისი არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, სადაც პატარა საქართველოს შეუძლია, თავისი ფუნქცია შეასრულოს.

„მინდა, ეს ჩვენი შეხვედრა იყოს არაფორმალური, მეგობრული იდეების, აზრების გაცვლისთვის, ამიტომ შევარჩიეთ ეს ადგილი და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ, როგორც ტურისტები დღეს კახეთში. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი“, - ხაზი გაუსვა გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, „პანდემია არის გლობალური გამოწვევა. ის უკვე გადავიდა სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში და ყველას კარგად გვესმის, რომ არათუ პატარა საქართველო, დიდი, ძლიერი, სისტემური ქვეყნებიც ცალკე აღებული, ამ გლობალურ გამოწვევას ვერ გაუძლებენ, ვერ გაუმკლავდებიან და ვერ დაამარცხებენ“.

გახარიამ მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო პარტნიორს, დონორ ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებითაც უახლოეს მომავალში ჰოსპიტალური სისტემის გასაძლიერებლად სერიოზული ინვესტიციების განხორციელება მოხერხდება.

„შესაძლოა ამ ინფექციამ დაკარგოს ძალა ერთ-ორ წელიწადში, მაგრამ შეიძლება ახალი გაჩნდეს. ჩვენს გლობალურ სამყაროში ვირუსი ყველაზე სერიოზული გამოწვევა ხდება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში არ ყოფილა სრული კარანტინი“, - აღნიშნა გახარიამ.

როგორ დაუპირისპირდა ქვეყანა პანდემიას

საქართველოს მთავრობა აცნობიერებს იმ მოქალაქეთა მდგომარეობის მთელ სერიოზულობას, რომლებიც დამოკიდებული არიან ყოველდღიურ შემოსავალზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც სწრაფად გამოავლენს ინფიცირებულებს, განკურნავს მათ და დააბრუნებს მოქალაქეებს ნორმალურ ცხოვრებასთან და ყოველდღიურობასთან, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, თუ ეპიდემიის დასაწყისში საქართველოში დღეში 100-150 PCR-ტესტს აკეთებდნენ, აღნიშნული ციფრი 4,5 ათასამდე გაიზარდა, წლის ბოლომდე კი დღეში 10 ათასამდე გაიზრდება.

„ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა“, - განაცხადა გახარიამ.

ვოლსკი: არჩევნებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში გადავწევთ >>

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პანდემია მოულოდნელი დარტყმა აღმოჩნდა. ამ კრიზისის ყველაზე სამწუხარო მხარე კი ისაა, რომ შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობასა და კომენდანტის საათს, გახარიას თქმით, ეს ნაბიჯები პირდაპირ იყო მიმართული ვირუსის გავრცელების შენელებისკენ. პრემიერის სიტყვებით, საქართველოში მთელი ამ დროის განმავლობაში ადამიანის უფლებათა უმიზეზო შეზღუდვის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

არჩევნები წარმატებით უნდა ჩატარდეს

გახარიამ განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარება პანდემიის პირობებში სერიოზული გამოწვევაა, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალური იყოს.

„ჩვენ გვესმის, რომ ეს არჩევნების წელია, პოლიტიკური პროცესია და ტემპერატურა გაიზრდება, ჩვენ ხომ საქართველოში ვართ. ასევე, სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავგეგმოთ, როგორ გავააქტიუროთ ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება პანდემიის დროს“, - აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, ქვეყანა უნდა მოერგოს ახალ რეალობას - გამოავლინოს ახალი შემთხვევები, სწრაფად უმკურნალოს პაციენტებს, რათა მათ იმუშაონ და აიღონ ანაზღაურება, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. უნდა იყოს მიტინგებიც, პარლამენტში დებატებიც და უნდა იყოს არჩევნებიც. მთავრობის პასუხისმგებლობაა, მართოს ეს ეპიდემია ისე, რომ ადამიანებს მათი სოციალური და სხვა სფეროების არანაირი შეზღუდვები არ ჰქონდეთ.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ მიმდინარეობს საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს წარმატებით და ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. მე დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მაგრამ ამის შემდგომ ქვეყანა უკვე დგება ახალი გამოწვევის წინაშე, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ყველაზე სუფთა, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე გამჭირვალე არჩევნები“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, პანდემიის დროს, ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში, გატარებული ღონისძიებები საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერებაზე მიანიშნებს. ასეთი გამოწვევების, ასეთი კრიზისების სწორი მართვით იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, ხაზი გაუსვა გიორგი გახარიამ.

არჩევნები დეკემბერში ჩატარდება? საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დასრულდა >>

ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში აგვისტოს ბოლოს დაიწყება.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (152)

მთავარი თემები