რა უნდა მოასწროს გახარიამ და რას აპირებს პრემიერი ოთხ-ხუთ თვეში

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ სწრაფად განკურნოს ადამიანი და სწრაფად დააბრუნოს იგი სამუშაო ადგილზე.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ეს წელი საკმაოდ რთული იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზში ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე.

გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეპიდემიას მართავს, საქართველო დიდი რისკების წინაშე დგას.

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს წელი საკმაოდ რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ. ეპიდემიას ვმართავთ ვირუსის გავრცელების სისწრაფის და გეოგრაფიის თვალსაზრისით. ჩვენ ახლა უნდა შევქმნათ სწორი და ეფექტური ინფრასტრუქტურა – ეს არის (კორონავირუსის) სწრაფი გამოვლენა, ანუ უნდა იყოს ტესტირების სწრაფი მექანიზმი, ქვეყანაში უნდა იყოს მუდმივი სკრინინგი, მუდმივი ტესტირება უნდა ხდებოდეს საკონტროლო წერტილების, მაღალი რისკის შემცველი წერტილების, იმისთვის, რომ ინფიცირების წყაროს გამოვლენა მოხდეს სწრაფად", – განაცხადა გახარიამ.

ფერმერები - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველოს სოფლის მეურნეობას საექსპორტო პოტენციალი აქვს

პრემიერის სიტყვებით, ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ სწრაფად განკურნოს ადამიანი და სწრაფად დააბრუნოს იგი სამუშაო ადგილზე.

აუცილებელია ადამიანები დაუბრუნდნენ ეკონომიკას: ფერმერი - ბაღში, მუშა - ქარხანაში, მეცნიერი - ინსტიტუტში, მოსწავლე - სკოლაში, საჯარო მოხელე - ხალხის სამსახურში, აღნიშნა გახარიამ.

ყოველივე ეს ქვეყანამ 4-5 თვეში უნდა მოასწროს, რამდენადაც წინ გაურკვევლობაა – უცნობია, როდის დაგვარტყამს კორონავირუსის მეორე ტალღა და როდის შეიქმნება ვაქცინა, განაცხადა გახარიამ.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 822 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 690 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 13 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3124, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 279 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0