23:32 19 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
53 0 0

ოპოზიცია გეგმავს პარლამენტის პიკეტირებას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ

საქართველოს პარლამენტს ხუთშაბათს ძალიან დაძაბული დღე ელის. იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებში უნდა გაერკვეს, პროცედურული - ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიას უფლებამოსილებაში. ამასობაში ოპოზიცია პიკეტისთვის ემზადება.

რა დათმობაზე წავა „ქართული ოცნება“ - არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები რჩება >>

ოპოზიცია იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების დამტკიცებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თავდაპირველად ისინი 20-ნი იყვნენ, მოგვიანებით ერთმა კანდიდატმა უვადო მოსამართლეობისთვის ბრძოლაზე უარი თქვა.

„ვხედავთ, რომ უზენაეს სასამართლოში ყველა ადგილი ვერ შეივსება, თუმცა ჩვენი ამოცანა მაინც არის ის, რომ საუკეთესო კანდიდატურები შევარჩიოთ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ სასამართლო იყოს ქმედუნარიანი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

იმის შესახებ, რომ მხარდაჭერა ექნება მხოლოდ რამდენიმე კანდიდატს, საუბრობენ ასევე ის დეპუტატები, რომლებმაც ახლახან მმართველი პარტია დატოვეს. დეპუტატების კომენტარებიდან გამომდინარე, იურიდიული კომიტეტი აუცილებლად დაუჭერს მხარს ქვეყნის მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის კანდიდატურას.

მოსამართლეებს დაამტკიცებენ პლენარულ სხდომაზე, რომელზეც კომიტეტის მიერ დამტკიცებული კანდიდატები იქნებიან წარდგენილი.

კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ყველა კანდიდატი არ დაინიშნება >>

კანდიდატების სიაში აღმოჩნდნენ ის მოსამართლეები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომლებსაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში" ადანაშაულებდნენ.

ამჟამად იქ მუშაობს 11 მოსამართლე მაშინ, როდესაც სულ მცირე 28 მოსამართლე უნდა იყოს.

დეპუტატის მანდატი

ცხარე დებატებია მოსალოდნელი პროცედურულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც. დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ, ჩამოართვან თუ არა მანდატი ყოფილი მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას.

მიზეზი ის სასჯელია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას „ქართუ ბანკის“ 2011 წელს გაკოტრების საქმეზე გამოუტანა. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ბანკი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ოპოზიციის დაფინანსების ძირითადი წყარო იყო. 2012 წელს გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მოიგო საპარლამენტო არჩევნები და მოვიდა ხელისუფლებაში. დღეს ქვეყანას ერთპიროვნულად ივანიშვილის „ქართული ოცნება" მართავს.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ის დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და ქონების დამალვაში მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით. სასამართლომ მას 25 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი საბოლოო არ არის - ის უმაღლესი ინსტანციების სასამართლოებში შეიძლება გასაჩივრდეს - კომიტეტი მელიასთვის მანდატის ჩამორთმევის საკითხს მაინც განიხილავს, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გაიტანს.

ნიკა მელიას საქმე: მოსამართლემ ბრალდებული გააძევა, შუამდგომლობა კი არ დააკმაყოფილა >>

„ჩვენი გადასაწყვეტია და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. არ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს საქართველოს პარლამენტის წევრი და თუნდაც ჩვენი კოლეგა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ.

ზოგიერთი დეპუტატები, რომლებმაც „ქართული ოცნება“ ახლახან დატოვეს, მელიას წინააღმდეგ ხმის მიცემას არ აპირებენ.

პროტესტი გრძელდება

ოპოზიციური, მათ შორის საპარლამენტო პარტიების ლიდერები და ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობები ხვალ დილიდან საქართველოს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ.

„ხვალ დილიდან იქნება პიკეტირება პარლამენტის, ამიტომ, ვისაც უნდა პარლამენტში შესვლა, ღამე უნდა გაათენონ“, – განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ყველა ადრინდელი პიკეტი - 18 და 26 ნოემბერს - სპეცრაზმის ძალით შეწყდა. მომიტინგეები პარლამენტის შესასვლელებიდან გაწიეს, რათა მათ დეპუტატებისთვის ხელი არ შეეშალათ. ყველაზე აქტიურ მონაწილეებს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობისათვის აკავებდნენ.

საპროტესტო ტალღა 14 ნოემბერს დაიწყო. ამ დღეს ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შერეულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან გულისხმობდა. მოქმედი კონსტიტუციით, ეს 2024 წლიდან უნდა მოხდეს.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები