თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა

გამოწერა
აღნიშნული საქმე 2011 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს შსს-მ ფულის გათეთრების ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავა.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად ხუთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რაც შეეხება საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას, მას 25 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა. ამასთან ერთად ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

საუბარია 2011 წლის მოვლენებზე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფულის გათეთრების ბრალდებით ოთხი ადამიანის დაკავების შესახებ განცხადება გააკეთა. მელია მაშინ აღსრულების ბიუროს უფროსი იყო, რომელმაც 2012 წლის ივნისში „ქართუ ბანკში" ბიძინა ივანიშვილის წილები დააყადაღა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„ეს ადვილი არ არის" – ივანიშვილმა საქართველოს მთავარი პრობლემა დაასახელა

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აღნიშნული საქმის გამოძიება თავიდან დაიწყო. საქართველოს შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაბა ებანოიძე და იუსტიციის ექს-მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ბანკის გაკოტრების მცდელობაში დამნაშავედ ცნეს.

ნიკა მელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი – სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ქონების დამალვა მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით.

ზურაბ ადეიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლო განაჩენის გამოტანას ნიკა მელია არ დასწრებია. სასამართლო სხდომას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ესწრებოდნენ.

მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მიზანი მისი საქართველოს პარლამენტიდან გაძევებაა.

„რეალურად ახლა მათი ამოცანა რჩება, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება "ქართული ოცნების" დეპუტატების გარეშე... შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს საქმე. თუ არ ვცდები, დაახლოებით 25 ადამიანი იყო ჩემთან ერთად ბრალდებული. 2012 წლის დეკემბრის თვეში წარმიდგინეს ბრალი, გავიდა შვიდი წელი, უკლებლივ ყველა ადამიანს გაუკეთდა ე.წ. განრიდება, ანუ მათ მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა, შემომიტოვეს მხოლოდ მე ამ საქმეში, ვინაიდან 2014-2015 წელს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩავერთე", – განაცხადა ნიკა მელიამ.

ყველა ახალი ამბავი
0