14:46 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
110 0 0

ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვს საპარლამენტო არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას, ხელისუფლება თანახმაა განიხილოს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ პირველად განაცხადა, რომ მზად არის წავიდეს დათმობებზე - განიხილოს 150-დან 73 დეპუტატის არჩევის მიზანშეწონილობა არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში.

„შანსი არსებობს" – დიპლომატები ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრით კმაყოფილი არიან >>

ოპოზიცია, რომელიც გაერთიანდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, 14 ნოემბრიდან თითქმის ყოველდღე საპროტესტო აქციებს მართავს. მოქმედი კონსტიტუციით, 77 სადეპუტატო მანდატი პარტიებს შორის ნაწილდება, 73 კი იმ კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებმაც თავის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში საარჩევნო ხმების უმეტესობა მოიპოვეს.

იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები არ არის, ოპოზიციამ კომპრომისის სახით ხელისუფლებას „გერმანული მოდელი" შესთავაზა, რომლის თანახმად, შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა ისინი უნდა გაიმართოს არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში. ამასთან, პარტია პარლამენტში იმდენ ადგილს მიიღებს, რაც მას პროპორციული არჩევნებით ეკუთვნის. მმართველი პარტია „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, თუმცა დათანხმდა ამ მოდელის ერთ-ერთი კომპონენტის – მრავალმანდატიანი ოლქის შესაძლებლობის განხილვას.

„ეს ინიციატივა (მაჟორიტარული არჩევნების მრავალმანდატიან ოლქებში ჩატარება - რედ.) არის სრულად თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კონსულტაციების დაწყების თაობაზე. დანარჩენს გვიჩვენებს კონსულტაციები. ეს საკითხი განიხილება გუნდში, უმრავლესობის შიგნით და ამის შემდეგ შეჯერებული პოზიციით წარვდგებით ოპოზიციის წინაშე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ეს კონსულტაციები საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ.

„ვიმსჯელებთ, ქვეყანას რამდენად სჭირდება ეს, რამდენად პრაქტიკული და რამდენად სამართლიანი იქნება“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ყინულმა დაიწყო დნობა: ხელისუფლება და ოპოზიცია შუამავლების წინადადებებს განიხილავენ >>

ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემით დეპუტატების არჩევისთვის ოლქების რაოდენობის შემცირების - 73-დან ათამდე - ინიციატივით გამოდის. თითოეულ ოლქში პარტიას შეეძლება წარადგინოს იმდენი კანდიდატი, რამდენიც უნდა აირჩეს ამ ოლქიდან.

საარჩევნო კოდექსში შესატანი შესაბამისი ცვლილებები, რომელიც 30-ზე მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ შეიმუშავა, პარლამენტის ბიურომ ამ კვირაში დაარეგისტრირა. როდის ჩატარდება მოსმენა, ჯერჯერობით უცნობია.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები