„შანსი არსებობს" – დიპლომატები ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრით კმაყოფილი არიან

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია ოპოზიციის წინადადების განხილვას დათანხმდა და ამასთანავე აღნიშნა, რომ ეს არ არის დათმობა.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა საპარლამენტო არჩევნების მრავალმანდატიანი ოლქების პირობებში ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხი განიხილოს, თუმცა მოქმედი – შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში.

საარჩევნო სისტემა ქართულ პოლიტიკაში საჯილდაო ქვა გახდა. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, რომელიც არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა შეძლო. შუამავლის როლი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეასრულეს.

საპროტესტო აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო
ყინულმა დაიწყო დნობა: ხელისუფლება და ოპოზიცია შუამავლების წინადადებებს განიხილავენ

ოპოზიციამ კომპრომისის სახით ხელისუფლებას ე.წ. „გერმანული მოდელი" შესთავაზა, რომლის თანახმად, შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა ისინი უნდა გაიმართოს არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში. ამასთან, პარტია პარლამენტში იმდენ ადგილს მიიღებს, რაც მას პროპორციული არჩევნებით ეკუთვნის. მმართველი პარტია „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, თუმცა დათანხმდა ამ მოდელის ერთ-ერთი კომპონენტის – მრავალმანდატიანი ოლქის შესაძლებლობის განხილვას.

„ეს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დამსახურებაა, რომ ახლა ჩვენ ამ წინადადების კომპონენტს (მრავალმანდატიან ოლქს) განვიხილავთ, მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ და ამბობდნენ, რომ საერთოდ არ დასხდებიან და არაფერს არ განიხილავენ", – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა უცხოელ დიპლომატებს ოპოზიციასთან დიალოგის გამართვაში დახმარებისთვის, რომელიც 14 ნოემბრიდან საპროტესტო აქციებს მართავს.

„ჩვენ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზეც წარმოვადგენთ არგუმენტებს. ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების თემა იცვლება და მომდევნო რაუნდზე ჩვენ განვიხილავთ არსებული, შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს, რაზეც ისედაც გვქონდა მუშაობა დაწყებული ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში", – განაცხადა თალაკვაძემ.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: გერმანული მოდელი ანტიკონსტიტუციურია, საკითხი დახურულია

მისი სიტყვებით, ხელისუფლების მიზანია დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

„საუბარი ეხებოდა მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში მაჟორიტარული მანდატების განაწილებას და შემდეგი შეხვედრაც ამ თემას შეეხება. ვინ რა დათმობაზე წავიდა და რა ხდება რეალურად, ალბათ, ყველა მარტივად მიხვდება", – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ.

მოქმედი კონსტიტუციით, 77 სადეპუტატო მანდატი პარტიებს შორის ნაწილდება, 73 კი იმ კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებმაც თავის ერთმანდატიან ოლქებში საარჩევნო ხმების უმეტესობა მოიპოვეს.

„მე დიდად ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვაქვს დიალოგი... მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დისკუსია არ იყო მარტივი, მაგრამ ბოლოს ვიგრძენი, რომ რისი მიღწევაც შევძელით, არის ღრმა გაგება იმისა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ეს დისკუსიები", – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

მან აღნიშნა, რომ "დიალოგის გზით და ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესის მიღწევით არსებობს რეალური შანსი, რომ ეს უფსკრული აღმოიფხვრას".

ყველა ახალი ამბავი
0