03:18 27 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (408)
62 0 0

2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,1 მილიარდი ლარით მეტის დახარჯვა იგეგმება, ვიდრე 2019 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი და საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე წარსადგენად მოიწონა.

კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის სიტყვებით, ბიუჯეტის პრიორიტეტები სოციალური სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტებია.

რა უჯდება საქართველოს ბიუჯეტს ორი საპრეზიდენტო რეზიდენციის შენახვა>>

პარლამენტარმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის პროექტს დეპუტატები განიხილავენ პლენარულ სხდომაზე, რომელიც მომდევნო კვირას ჩატარდება.

რა შეიცვალა ბიუჯეტში

ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ მთავრობამ გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია, გამოთქმული დეპუტატების მიერ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის წინა განხილვის დროს.

 „პირველ ვარიანტთან შედარებით, გაიზარდა როგორც შემოსულობები, ისე ასიგნებები. კერძოდ, ბიუჯეტის ხარჯი 221,0 მილიონი ლარით გაიზარდა, შემოსულობები კი – 514,2 მილიონი ლარით“, – განაცხადა დეპუტატმა.

სოციალური სფეროს დაფინანსება 16 მილიონი ლარით გაიზარდა და 4,4 მილიარდი ლარი შეადგინა.

სულ, კოვზანაძის სიტყვებით, 2020 წელს იგეგმება ბიუჯეტიდან 1,1 მილიარდი ლარით მეტის დახარჯვა, ვიდრე 2019 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული.

რა მონაცემებს ეფუძნება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

საქართველოს მთავრობამ გადახედა 2019–2020 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. წელს მშპ–ს ზრდა მოსალოდნელია 4,8%–ის დონეზე, დაგეგმილი 4,5%–ის ნაცვლად. ამავე დროს, 2020 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5%–დან 4,5%–მდე შემცირდა.

საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი იზრდება>>

პროგნოზი ითვალისწინებს როგორც მშპ–ს ზრდის მიმდინარე მაჩვენებელს, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ.

ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა ბიუჯეტის შედგენა მშპ–ს 4,5%–იანი ზრდის საფუძველზე 3,5%–იანი დეფლატორის გათვალისწინებით. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი სსფ–ს მეთოდოლოგიით არ უნდა აღემატებოდეს მშპ–ს მიმართ 2,5%–ს.

მომავალი წლის ნომინალური მშპ დაგეგმილია 53,1 მილიარდი ლარის დონეზე.

შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილია 14,6 მილიარდი ლარის დონეზე, მათ შორის, შემოსავლები – 11,2 მილიარდი ლარის დონეზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავალმა უნდა შეადგინოს 10,5 მილიარდი ლარი, გრანტებმა – 241,9 მილიონი ლარი და სხვა შემოსავლებმა – 520 მილიონი ლარი.

როგორ განაწილდა ბიუჯეტის თანხა

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 14,4 მილიარდი ლარით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები – 13,3 მილიარდი ლარით, დონორების მხრიდან დაფინანსება კი – 1,2 მილიარდი ლარით.

2020 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით გაიზრდება 384,6 მილიონი ლარით და შეადგენს 4,3 მილიარდ ლარს, ანუ ასიგნებების საერთო მოცულობის 30,2%–ს .

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება 71,6 მილიონი ლარით და ორ მილიარდ ლარს გადააჭარბებს. განათლების სამინისტროს დაფინანსება 31,9 მილიონი ლარით გაიზრდება და 1,7 მილიარდ ლარს მიაღწევს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (408)

მთავარი თემები