საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი იზრდება

© photo: Ministry of Defence of Georgia / FB ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს უწყების 2020 წლის მუშაობის პრიორიტეტები და ბიუჯეტის 8%-ით გაზრდის გეგმები გააცნო.

ირაკლი ღარიბაშვილი - ბიოგრაფია>>

თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი 820 მლნ ლარზეა გათვლილი, ხოლო მომავალ წელს მისი 885 მლნ ლარამდე გაზრდა იგეგმება.

„მთავარია იდეა, რაზეც დავაფუძნეთ ბიუჯეტის დაგეგმარება, ჯარისკაცებზე ზრუნვაა და, მეორე – ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება", – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

მინისტრს არ უთქვამს, თუმცა, როგორც ჩანს, თავდაცვის უწყებაში შიგნით ხარჯებიც ახლებურად გადანაწილდება. მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ხარჯების გაზრდა 26 მილიონიდან 100 მილიონ ლარამდე იგეგმება.

საბჭოთა ერთადგილიანი თვითმფრინავი МиГ-25 - Sputnik საქართველო
საქართველოში შესაძლოა სამხედრო თვითმფრინავების წარმოება აღდგეს

„ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ გაისად, 2020 წელს მაქსიმალურად გავშალოთ ფრონტი და თითქმის ყველა ბაზაზე დავიწყოთ განახლება – სამხედრო ბაზების, ყაზარმების, იქნება ეს საშხაპეები, სასადილოები თუ სხვა. მეორე მიმართულება იქნება ჯარისკაცების ეკიპირების გაუმჯობესება, ჩაცმულობა, ფეხსაცმელები და სხვ. კვება, რომელიც გვაქვს, გახდება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა – მთლიანობაში 20 მლნ ლარით. ხელფასები, წოდებისა და რანგის მიხედვით, მინიმუმ 100 ლარით და მაქსიმუმ 500 ლარით გაიზრდება.

საქართველოში შესაძლოა ვაზნების საწარმო აშენდეს>>

ღარიბაშვილი ასევე აპირებს სამხედროების სადაზღვევო პაკეტის, დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მინისტრმა სამხედრო მრეწველობის განვითარება დაასახელა.

საქართველოში 18-დან 50 წლამდე ყველა მამაკაცი შეიძლება რეზერვისტი გახდეს>>

იდეის დონეზეა რეფორმა სამხედრო განათლებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის მიმართულებით.

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში განსახილველად სამშაბათს უნდა შევიდეს.

ყველა ახალი ამბავი
0