ირაკლი ღარიბაშვილი - ბიოგრაფია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი 37 წლის ირაკლი ღარიბაშვილი გახდა

საქართველოს ექს-პრემიერი, მმართველია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტმდივანი ირაკლი ღარიბაშვილი სათავეში თავდაცვის სამინისტროს ჩაუდგა.

ღარიბაშვილი დაიბადა 1982 წლის 28 ივნისს თბილისში.

დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1999-2004 წელი).  2002-2004 წლებში პარალელურად სწავლობდა სორბონის (პარიზი) უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2005 წელს მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ღარიბაშვილმა პოლიტიკაში და „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნების მიზეზები დაასახელა

2004-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია „ქართუ ჯგუფის“ სხვადასხვა ორგანიზაციებში ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა.

2006 წელს ირაკლი ღარიბაშვილი იყო საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი. 2012 წელს კი გახდა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამ პარტიამ, რომლის ლიდერია ბიძინა ივანიშვილი, 2012 წელს არჩევნები მოიგო და მიხეილ სააკაშვილის გუნდი ჩაანაცვლა.

2012-2013 წლებში ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

2013-2015 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.

ღარიბაშვილი რამდენიმე წლით პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრა, მაგრამ 2019 წლის მარტში დაბრუნდა მმართველ პარტიაში, რათა თავის თანამოაზრეებს მისი კრიზისიდან გამოყვანაში დაეხმაროს.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს. დაქორწინებულია, ჰყავს სამი შვილი.

ყველა ახალი ამბავი
0