სარჩელი, რომელმაც 1000-მდე სახელმწიფო მოხელე სამსახურის დაკარგვას გადაარჩინა

© Sputnik / Denis Aslanovთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართულმა ოცნებამ“ მერების უმეტესობა შეცვალა. არჩევნებშიც მათ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, გარდა რამდენიმე რაიონისა, სადაც მეორე ტური 15 ნოემბრამდე დაინიშნება.

2014 წელს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლები, მათი მოადგილეები და სამსახურის უფროსები, როგორც წესი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ. მათ არჩეული გამგებელი ჯერ თავად წარადგენდა, შემდეგ კი არაფორმალურად გუბერნატორთან ხდებოდა კადრების შეთანხმება.

დღეს მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში დაძაბულობაა. სამსახურების უფროსებს ეუბნებიან, რომ ისინი მალე დატოვებენ გამგეობის შენობებს და სამსახურს უნდა დაემშვიდობონ. „Sputnik საქართველო“ შეეცადა გაერკვია, რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი სიმართლეს და მართლაც უწყდებათ თუ არა ავტომატურად უფლებამოსილება მუნიციპალიტეტების სამსახურის უფროსებსა და თემის წარმომადგენლებს.

ეს მართლაც ასე იქნებოდა, რომ არა 2017 წლის 17 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კერძოდ, ხაშურის რაიონის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ოლეგ ლაცაბიძემ, რომელიც 2014 წლის 14 ივლისის ბრძანებით განთავისუფლდა თანამდებობიდან, განცხადებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის მესამოცე მუხლის პირველი პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. მის ინტერესებს სასამართლოში საიას იურისტი გიორგი გოცირიძე იცავდა.

კალაძის მომხრეები - Sputnik საქართველო
სრული პოლიტიკური კარტ-ბლანში და გამარჯვებული „ოცნება“

სადავო ნორმაში ვკითხულობთ: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი/მერი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნული 59-ე მუხლი არეგულირებს გამგებლის/მერის მოადგილისა და პირველი მოადგილისთვის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის წესს. ამ წესის თანახმად, ახალი გამგებლის/მერის უფლებამოსილების დაწყება გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი უთითებს, რომ მათ „უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე გამგებლის/მერის მიერ თანამდებობებიდან მათი გათავისუფლების შემთხვევაში“.

კალაძე და მისი ოჯახი წინასაარჩევნო ბილბორდზე - Sputnik საქართველო
„კალა“ – ახდენილი ქართული ოცნება და თბილისური გამოწვევები

კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, ხოლო მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.

კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ შესაძლებელია დაწესდეს განსხვავებული რეგულაცია და თანამდებობიდან გათავისუფლების განსხვავებული სტანდარტები იმის გათვალისწინებით, პირს უკავია პოლიტიკური თანამდებობა თუ წარმოადგენს პროფესიული ნიშნით შერჩეულ მოსამსახურეს. თანამდებობის გამიჯვნა შესაძლებელია მისთვის მინიჭებული ფუნქციებითა და ანგარიშვალდებულების წესით. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თანამდებობაზე ინიშნება პროფესიული, მორალური და ფიზიკური უნარების გათვალისწინებით. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მისი ფუნქციებიდან და შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, არ გააჩნია დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა, სადავო ნორმით კი ხდება მისი გადაყვანა პროფესიონალი საჯარო მოხელის კატეგორიიდან პოლიტიკური თანამდებობის პირის კატეგორიაში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ვის თამაშს თამაშობს საქართველოს ყველაზე ბედნიერი პრეზიდენტი

საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ 17 ოქტომბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება ამ საქმეზე. შესაბამისად, სამსახურების უფროსები და თემის წარმომადგენლები ავტომატურად აღარ დატოვებენ თანამდებობებს, ხოლო განთავისუფლებაზე განცხადების დაწერის იძულება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესია. „დავაში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოა ჩართული და ასევე სასამართლოს სხვა განშტოებები, ძალიან ძნელია, ჩემი კომენტარით პროცესებს მიმართულება მივცე. საკონსტიტუციო სასამართლო არის უმაღლესი ორგანო, ამ შემთხვევაში და და მის გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ“, — ასეთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა გრიგოლ ლილუაშვილი, თუმცა ჩვენ ვეცადეთ, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხვა მოლაპარაკე თავებსაც დავკავშირებოდით. ბევრმა მათგანმა მოიმიზეზა, რომ ეს მისი თემა არაა, ზოგმა კი მოგვიანებით გადარეკვა გვთხოვა და შემდეგ ზარებს აღარ პასუხობენ.

ნორმის გაუქმებას პროგრესულად მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში იყო ნორმა, რომ საკრებულოს, გამგებლის მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს ავტომატურად უწყდებოდათ უფლებამოსილება ახალი საკრებულოსა და მერის არჩევის შემთხვევაში. სასამართლომ ეს ნორმა ცნო არაკონსტიტუციურად. შესაბამისად, კანონის ამ ნორმამ დაკარგა ძალა. ამიტომაც ამ თანამდებობის პირებს არჩევნების შედეგების მიუხედავად ავტომატურად აღარ შეუწყდებათ და მათი სამსახურში მიღება და განთავისუფლება მოხდება საჯარო სამსახურის კანონის შესაბამისად“, — უთხრა „Sputnik საქართველოს“ ხმალაძემ.

კალაძის ბანერი - Sputnik საქართველო
„ოქროს სარაიას აგიშენებ"... არჩევნებს რომ მოვრჩები, მერე!

ზოგადად, პარლამენტში ადასტურებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, ახლადარჩეული მერები ვალდებულნი არიან, გამგეობის არსებულ შემადგენლობასთან გააგრძელონ მუშაობა. მათ, როგორც გავარკვიეთ, მოადგილეების შეცვლა შეუძლიათ. აღნიშნული ნორმა ვრცელდება ყველა მუნიციპალიტეტზე, გარდა თბილისისა. საქმე ისაა, რომ თბილისს მთავრობა მართავს, მთავრობის წევრს კი სათათბირო ხმის უფლება აქვს და, შესაბამისად, კალაძეს სრული უფლება აქვს, ვინც თავად უნდა, ის დანიშნოს თანამდებობაზე, რაიონების მერები კი მოადგილეების შერჩევით უნდა დაკმაყოფილდნენ.  მოკლედ, არჩევნები დასრულდა და ეხლა ყოველდღიურ რუტინულ ტალღაზეა გადასვლა საჭირო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კი სამოხელეო კორპუსს მეტი სტაბილურობა უნდა მოუტანოს. შეიძლება, ითქვას, რომ მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძემ 63 მუნიციპალიტეტის 1000-მდე სამსახურის უფროსი თანამდებობიდან წასვლას გადაარჩინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0