01:12 09 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4576
  • 100 RUB4.2035
  • USD3.1794
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
157 0 0

მცხეთაში ჯვრის მონასტერი მისი წინამძღვრის გადაწყვეტილებით 14 იანვარს დაკეტეს

ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილი ვითარება გარე-მოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯია, აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მცხეთაში ჯვრის მონასტერი წინამძღვრის, მამა კონსტანტინეს (ჭინჭარაული) გადაწყვეტილებით მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის 14 იანვარს დაიკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, მონასტრის დაკეტვის მიზეზი მის სიახლოვეს არსებული მოუწესრიგებელი გარევაჭრობა გახდა. ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვა მონასტრის წინამძღვარის მოთხოვნა იყო.

საპატრიარქოს განცხადებით, არასახარბიელო მდგომარეობაა სულიერ-კულტურული მნიშვნელობის სხვა ძეგლებთანაც.

„ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი",  - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას და კულტურის სამინისტროს მიმართავს, რომ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე გარემოვაჭრეთა საქმიანობისთვის ცივილური სახე მისაცემად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

დღესვე ჯვრის მონასტრის საძმომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მონასტრის დაკეტვის მიზანი საზოგადოების ყურადღების მიქცევა იყო, რათა შემდეგ ერთობლივად გადაწყდეს გარევაჭრობის საკითხი.

მცხეთის ჯვრის მონასტერი VI საუკუნის კულტურული ძეგლია. ისმსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

მთავარი თემები