ტურისტული ბუმი საქართველოში

გამოწერა
НовостиTelegram

ამ ზაფხულს საქართველოს ტურისტები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ესტუმრნენ. ამას აღნიშნავენ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც და გამოცდილი გიდებიც. "Sputnik-საქართველოს" ფოტოლენტაში იხილეთ ფოტოები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან.

საქართველო პირდაპირი გაგებით სავსეა სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებით. ქვეყნის ნებისმიერ წერტილში შეიძლება შეხვდეთ მათ. ყველგან უცხო ენაზე საუბარი ისმის.

რა თქმა უნდა, ქვეყნის სტუმრებს ყველაზე ხშირად ყველაზე ცნობილ მარშრუტებზე და ეგრეთ წოდებულ "ტურისტულ ადგილებში" შეხვდებით. მაგრამ არიან ისეთი სტუმრებიც, რომლებსაც უყვართ ახალი შთაბეჭდილებები, არ სურთ ჯგუფთან ერთად გიდის ხელმძღვანელობით სიარული და დამოუკიდებლად მოგზაურობენ.

2016 წელს საქართველოს ექვს მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. ქვეყნის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ გასული წლის რეკორდი მოიხსნება.

ჯვრის მონასტერთან სამახსოვრო ფოტოების გადაღებისას ტურისტები ცდილობენ ყველაზე მოულოდნელი და რისკიანი რაკურსების შერჩევას
ტურისტები სამახსოვრო ფოტოს იღებენ ჯვრის მონასტერში - Sputnik საქართველო
1/10
ჯვრის მონასტერთან სამახსოვრო ფოტოების გადაღებისას ტურისტები ცდილობენ ყველაზე მოულოდნელი და რისკიანი რაკურსების შერჩევას
© Sputnik / Alexander Imedashvili / ექსკურსიამძღოლები, რომლებიც ტურისტებს მომსახურებას სთავაზობენ აეროპორტებსა და ქალაქების ცენტრებში - ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა საქართველოში. როგორც წესი, ასეთ კერძო ექსკურსიამძღოლების განკარგულებაშია საკუთარი ავტომობილი - ყველგანმავალი (ჯიპი), ჰეჩბეკი ან მინივენი
ერთ-ერთი გიდის მანქანა, რომელიც ტურისტებს საქართველოში მოგზაურობას სთავაზობს - Sputnik საქართველო
2/10
ექსკურსიამძღოლები, რომლებიც ტურისტებს მომსახურებას სთავაზობენ აეროპორტებსა და ქალაქების ცენტრებში - ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა საქართველოში. როგორც წესი, ასეთ კერძო ექსკურსიამძღოლების განკარგულებაშია საკუთარი ავტომობილი - ყველგანმავალი (ჯიპი), ჰეჩბეკი ან მინივენი
© Sputnik / Alexander Imedashvili / საქართველოს ქალაქების მთავარი ქუჩები დღის განმავლობაში ტურისტებითაა სავსე. ფოტოზე - ტურისტები სიღნაღის 9 აპრილის პარკში
ტურისტები სეირნობენ სიღნაღის ცენტრში - Sputnik საქართველო
3/10
საქართველოს ქალაქების მთავარი ქუჩები დღის განმავლობაში ტურისტებითაა სავსე. ფოტოზე - ტურისტები სიღნაღის 9 აპრილის პარკში
© Sputnik / Alexander Imedashvili / სტუმრები აღმოსავლური ქვეყნებიდან სეირნობენ კვადროციკლებით. ამასთან დაკავშირებით, ტურისტების რჩეულ ადგილებში ათობით მსგავსი სატრანსპორტო საშუალება გამოჩნდა
ტურისტები კვადროციკლებზე ბოდბის მონასტერთან - Sputnik საქართველო
4/10
სტუმრები აღმოსავლური ქვეყნებიდან სეირნობენ კვადროციკლებით. ამასთან დაკავშირებით, ტურისტების რჩეულ ადგილებში ათობით მსგავსი სატრანსპორტო საშუალება გამოჩნდა
© Sputnik / Alexander Imedashvili / ქალაქგარეთ, ცნობილ არქიტექტურულ ძეგლებთან, სადაც ტურისტები იყრიან თავს, ხშირად შეხვდებით მოძრავ კაფეებსა და ვაგონებს, სადაც იყიდება სუვენირები, სასმელები და საკვები
მოძრავი დახლი ჯვრის მონასტერთან - Sputnik საქართველო
5/10
ქალაქგარეთ, ცნობილ არქიტექტურულ ძეგლებთან, სადაც ტურისტები იყრიან თავს, ხშირად შეხვდებით მოძრავ კაფეებსა და ვაგონებს, სადაც იყიდება სუვენირები, სასმელები და საკვები
© Sputnik / Alexander Imedashvili / ტურისტები ბოდბის მონასტრის მოედანზე ალაზნის ველს უღებენ სურათებს - აქ გვიანობამდე მოდიან სტუმრები, რომლებიც დგებიან რიგში, რათა ღირსშესანიშნაობები უკეთესი მხრიდან დაინახონ
ბოდბის მონასტერი - Sputnik საქართველო
6/10
ტურისტები ბოდბის მონასტრის მოედანზე ალაზნის ველს უღებენ სურათებს - აქ გვიანობამდე მოდიან სტუმრები, რომლებიც დგებიან რიგში, რათა ღირსშესანიშნაობები უკეთესი მხრიდან დაინახონ
© Sputnik / Seyran Baroyan / დამსვენებლები დიდი რაოდენობით არიან ბათუმშიც, თუმცა სეზონის პიკი ივლისი-აგვისტოს პერიოდშია მოსალოდნელი
ბათუმის სანაპირო - Sputnik საქართველო
7/10
დამსვენებლები დიდი რაოდენობით არიან ბათუმშიც, თუმცა სეზონის პიკი ივლისი-აგვისტოს პერიოდშია მოსალოდნელი
© Sputnik / Alexander Imedashvili / ტურისტები გიდთან ერთად სეირნობენ თბილისის ცენტრში
ტურისტები თბილისის ისტორიულ ცენტრში - Sputnik საქართველო
8/10
ტურისტები გიდთან ერთად სეირნობენ თბილისის ცენტრში
© Sputnik / Alexander Imedashvili / ინდოელი ტურისტები სიღნაღში, დავით აღმაშენებლის მოედანზე
ტურისტები სიღნაღის მთავარ მოედანზე - Sputnik საქართველო
9/10
ინდოელი ტურისტები სიღნაღში, დავით აღმაშენებლის მოედანზე
© Sputnik / Alexander Imedashvili / ტურისტი ფოტოს უღებს თბილისს
ტურისტი ფოტოს უღებს თბილისს - Sputnik საქართველო
10/10
ტურისტი ფოტოს უღებს თბილისს
ყველა ახალი ამბავი
0