01:28 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
423 0 0

ტრანსფორმაციის პლანეტა პლუტონი რეტროგრადული დიდი ხნის განმავლობაში იქნება – 2020 წლის 24 აპრილიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით

ასტროლოგები აცხადებენ, რომ 29 აპრილამდე პლუტონი შეინარჩუნებს პოზიტიურ ენერგეტიკას, მაგრამ შემდეგ უარყოფითისკენ შეიცვლება.

დიდი მნიშვნელობა აქვს პლანეტის მდებარეობის ზოდიაქო ამა თუ იმ თანავარსკვლავედში. პლუტონი იშვიათად იცვლის თავის მდგომარეობას. რეტროგრადულობის დასაწყისში ის თხის რქის ნიშანშია, რაც საკმაოდ კარგად აისახება მიმართულების შეცვლასა და ამ მოვლენის შედეგებზე.

25 აპრილიდან მსოფლიოში მნიშვნელოვანი მოვლენები დაიწყება, ეს განსაკუთრებით შეეხება ცვლილებებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სხვა საკითხებში. რეტრო–პლუტონი განზრახ არ აკეთებს რამე ცუდს, არამედ ცვლის ყველაფერს თავიდან ფეხებამდე, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველაფერს თავდაყირა აყენებს.

გაგვიმართლებს იმ მხრივ, რომ თხის რქის ნიშანში შესანიშნავად გრძნობს თავს მხოლოდ ორი პლანეტა – პლუტონი და მარსი. რეტრო–პლუტონი მოახერხებს ადამიანების აზროვნების შეცვლას, თუმცა, არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით, რადგან ეს პლანეტა ჩვენზე სტიქიურად და მკვეთრად არ ზემოქმედებს (იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე შორს მყოფი პლანეტაა).

პლუტონი პასუხისმგებელია სახელმწიფო წყობილებაზე, ის მართავს ადამიანების კოლექტიურ გონებას, მატერიალური სამყაროს სისტემებს – დიდ საწარმოებს, გაერთიანებებს, ფინანსურ დაწესებულებებს. მისი უკუსვლა სარისკოა პოლიტიკური არეულობების თვალსაზრისით.

როგორ დავგეგმოთ აპრილის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით>>

მოსალოდნელია ეკონომიკური კრიზისი, დიდი კორპორაციების გაკოტრება. რეტროგრადული პლუტონის პერიოდში არ ღირს მონაწილეობა მასობრივ ღონისძიებებში, მიტინგებში, მსვლელობებში... შედეგები შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არ დაიპროგრამოთ თავი ნეგატივზე. სჯობს, ეს დრო საკუთარ თავსა და პიროვნულ ზრდას დაუთმოთ.

პლუტონი ასტროლოგიაში საკმაოდ წინააღმდეგობრივი პლანეტაა. მისი რეტროგრადული მოძრაობა, ერთი მხრივ, დიდ შესაძლებლობებს იძლევა, ხოლო მეორე მხრივ, თითქოს მყარ ნიადაგს გვაცლის ფეხქვეშ, მოაქვს მძიმე ცვლილებები, ზარალი, ნგრევა.

სასარგებლო იქნება შინაგან პრობლემებში, განცდებში გარკვევა, ემოციური ტვირთისგან გათავისუფლება. როდესაც ნეგატივიგან გათავისუფლდებით, ძალების საოცარ მოზღვავებასა და შთაგონებას იგრძნობთ. და თუ ამ ენერგიას სწორად გამოიყენებთ, წარმატებაც არ დააყოვნებს.

ბიოენერგეტიკოსები გვირჩევენ, რომ რეტრო–პლუტონის პერიოდი აქტიურად გავატაროთ: თუნდაც საკუთარი ცხოვრების შეცვლის დიდი სურვილი არ გვქონდეს, აუცილებელია მცირე მეტამორფოზებისთვის დროის დათმობა. ახალი ენერგია აუცილებლად მოიტანს წარმატებებს და მოიზიდავს ბედნიერ ცვლილებებს უახლოესი თვეების განმავლობაში.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

რეტრო–პლუტონი ყურადღებას აქცევს იმ სტრუქტურებსა და ურთიერთობებს, რომლებსაც თქვენზე გავლენა აქვს. პლუტონი, როგორც ტრანსფორმაციის პლანეტა, ხშირად წინა პლანზე აყენებს მტკივნეულ თემებს და ამით გვეხმარება გავაცნობიეროთ ჭემარიტი მოტივაცია, ღრმა შინაგანი მოთხოვნები, რომლებიც გვამოძრავებს.

მოკლე რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს პლუტონის რეტროგრადულობის დაწყების პერიოდისთვის

ვერძი: ეცადეთ, სახლში ხელსაყრელი, სასიამოვნო ენერგეტიკა შექმნათ. ამ თვალსაზრისით კარგი იქნება გენერალური დალაგება, ავეჯის გადაადგილება, ახალი აქსესუარების ყიდვა. ასევე მნივნელოვანია საკუთარი თავის „განახლებაც“ – მაგალითად, ახალი ტანსაცმლის შეძენა.

კურო: აუცილებელია ილუზიებისგან გათავისუფლება და სამყაროსთვის ობიექტურობის პრიზმაში შეხედვა. არ შეუშინდეთ მოძრაობის მიმართულების შეცვლას. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

ტყუპი: დადგა დრო, ადამიანები ისეთებად მიიღოთ, როგორიც ისინი არიან. გახსოვდეთ, რომ იდეალური არავინაა, ყველას აქვს თავისი მანკიერი მხარე, მათ შორის – თქვენც და უნდა შეძლოთ ამ ნაკლოვანებების მართვა.

კირჩხიბი: მოერიდეთ ეგოისტ ადამიანებთან ურთიერთობებს. ასტროლოგები თქვენც ასევე გირჩევენ, რომ გარშემომყოფებზე იფიქროთ და საკუთარი პრიორიტეტები სხვებისაზე მაღლა არ დააყენოთ.

ლომი: ლომები, შესაძლოა, პირქუში და გაღიზიანებული გახდეთ. რეტრო–პლუტონი თქვენზე მაინცდამაინც კარგად არ იმოქმედებს. მოერიდეთ კონფლიქტებს თუნდაც ამ გაზაფხულზე.

კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 20–26 აპრილის პერიოდში>>

ქალწული: აპრილის ბოლოს და მთლიანად, გაზაფხულის მეორე ნახევარში აჯობებს, თუ ადამიანების პატიებას ისწავლით, მათზე ბოღმას არ ჩაიდებთ გულში. ყველაფერი ცუდის სწრაფად დავიწყების უნარი უფრო მშვიდსა და იღბლიანს გაგხდით.

სასწორი: რეტროგრადული პლუტონი უფრო გაღიზიანებულსა და მოუთმენელს გაგხდით. სჯობს, ყურადღება სახლის საქმეებზე გაამახვილოთ და საკუთარი პასუხისმგებლობა სხვებს არ დააკისროთ.

მორიელი: აპრილის ბოლოს ყველაზე მეტად სასიყვარულო სფერო დაზარალდება. პლუტონის ქცევის გამო ცვლილებების ნორმალურად გადალახვისთვის უმჯობესი იქნება, თუ ახლობელ ადამიანებს თქვენს პატივისცემას რაც შეიძლება ხშირად აჩვენებთ.

მშვილდოსანი: კარგი იქნება, თუ თქვენი საყვარელი და ახლობელი ადამიანების ცხოვრებას სიხარულით აავსებთ. აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისს განმარტოებით ნუ გაატარებთ.

თხის რქა: პლუტონის მოძრაობის შეცვლა თხის რქებს სულიერ ძიებებში დაგეხმარებათ. 25 აპრილიდან შეგიძლიათ დაიწყოთ თვითანალიზი და საკუთარ თავზე ყოველმხრივად იმუშაოთ.

მერწყული: პლანეტა თქვენს ცხოვრებაში შეუქცევადი შედეგების ნაკადს მოიტანს. ამ მოვლენებიდან ბევრი დაგეხმარებათ, რომ გაერკვეთ ცხოვრების დანიშნულებაში და სწორად განალაგოთ პრიორიტეტები.

თევზები: მოსალოდნელია არასასიამოვნო მოვლენნები, ამიტომ, სჯობს, თითოეული ნაბიჯი კარგად გათვალოთ და ყოველი გადაწყვეტილება კარგად აწონ–დაწონოთ.

მთავარი თემები