კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 20–26 აპრილის პერიოდში

© Pixabay / iwicz09ყვავილნარი ნავში
ყვავილნარი ნავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაც არ უნდა ხდებოდეს ირგვლივ, როგორიც არ უნდა იყოს ვარსკვლავებისა და პლანეტების მოქმედებები, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ჩვენში ხდება, რაზეც ვფიქრობთ. ჩვენი ფიქრები კი ყოველთვის პოზიტიური არ არის...

ამიტომ საჭიროა, რომ შეძლებისდაგვარად დადებითზე ვიფიქროთ. ამით ცხოვრებაში პოზიტივს, იღბალსა და წარმატებებს მოვიზიდავთ

კვირის ასტროპროგნოზი დაგეხმარებათ, გაიგოთ, როგორი იქნება პლანეტების განწყობა ამ კვირაში და აქედან გამომდინარე, რა ელოდება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და შეძლებთ, თავიდან აირიდოთ უსიამოვნო მომენტები ან მათი გავლენა თქვენზე.

დედამიწის მოსახლეობა - Sputnik საქართველო
ასტროლოგები, კორონავირუსი და შავი მთვარე: როდის დამთავრდება პანდემია

ვერძი

კვირის დასაწყისში თქვენთვის ფინანსური სფერო იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. ვარსკვლავები და პლანეტები არცთუ ხელსაყრელ მდგომარეობაში იქნებიან. ეს დისჰარმონია თქვენში მერყეობას გამოიწვევს. ამიტომ, სჯობს, ფულის ეკონომია გასწიოთ და ძირითადი ხარჯები უქმეებისთვის გადადოთ.

სიყვარულში ყველაფერი წესრიგში იქნება. შესაძლებელია ახალი ნაცნობობა. კარგი პერიდია ურთიერთობებისთვის. თქვენთვის სახლი ციხესიმაგრე გახდება, სადაც გელოდებათ პოზიტიური ემოციები, სიმშვიდე და სიხარული.

კურო

კუროები კვირის დასაწყისშივე შეიძლება შეეჯახოთ მძლავრ დაპირისპირებას სამუშაოზე, საქმეებში და ბიზნესში. შესაძლოა, ახალმა პრობლემებმა იჩინოს თავი, რომელთა გაუთვალისწინებლობა და იგნორირება არ გამოვა. თუ ამ პრობლემებს ყურადღებას არ მიაქცევთ, მომვალში სავალალო შედეგები შეიძლება მიიღოთ. ის, რაც ახლა ხდება, სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ უნდა გადაწყვიტოთ.

თვის ასტროპროგნოზი: რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს აპრილში>>

ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით ერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებს, მათთან კონფლიქტებს, ჩხუბს. ასევე, ადეკვატურად მიიღეთ კრიტიკა და საპასუხოდ არავინ გააკრიტიკოთ. სჯობს, ყურადღების კონცენტრაცია საკუთარ თავზე მოახდინოთ.

მისტიკა - Sputnik საქართველო
ასტროლოგია და კარანტინი – ზოგადი ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ტყუპი

იდეალური კვირაა საკუთარი იდეების წამოსაწევად, შემოსავლების წყაროების ძებნისთვის, ახალი ნაცნობობის, ემოციებისა, არასტანდარტული დასვენებისთვის. შეძლებისდაგვარად, შეგიძლიათ მკაცრი ჩარჩოებიდან გამოხვიდეთ. 22 აპრილიდან თავს მეტი თავისუფლება მიეცით, ნაკლები ურთიერთობები გქონდეთ აგრესიულ ადამიანებთან. შეგიძლიათ, საქმეები მარტომ აკეთოთ.

ზოგადად, ტყუპები სიცოცხლის მოყვარული ადამიანები ხართ. სწორედ ეს გახდება თქვენი ძლიერი მხარე ამ კვირაში. შეხედეთ მოვლენებს უფრო ოპტიმისტურად, გახსოვდეთ, რომ სამყაროში მხოლოდ შავი და თეთრი ფერები არაა. ჩვენს მომავალს ბევრად განვსაზღვრავთ ჩვენ თვითონ. გაუზიარეთ თქვენი ოპტიმიზმი სხვებსაც.

კირჩხიბი

პირველი, რაც კირჩხიბებმა უნდა გააკეთოთ ორშაბათიდანვე, ეს სამომავლო გეგმების დეტალური დაწყობაა. პლანეტები და ვარსკვლავები არცთუ საუკეთესო მდგომარეობაში არიან, ამიტომ საქმეები გაუგებარი მიზეზების გამო შეიძლება ჩავარდეს. ამან, შესაბამისად, თქვენი განწყობის გაფუჭება შეიძლება გამოიწვიოს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>

ასტროლოგები გირჩევენ, ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, არ მოიტოვოთ არაფერი მომავალი კვირის ან უქმეებისთვის. პასუხისმგებლობის გრძნობა დაგეხმარებათ წარმატებების მიღწევაში. არ ღირს დღის წესრიგიდან გადახვევა, გეგმების შეცვლა ბოლო წუთს. დაე, ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდეს.

ადამიანი ანთებული ნათურის თავით  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები

ლომი

ლომებისთვის უპრიანი იქნება ეკონომიის გაწევა. ეს მხოლოდ ფულს არ ეხება, არამედ დროსაც და ძალასაც. ასტროლოგები გირჩევენ, ძალები რამე მეორეხარისხოვანზე არ დახარჯოთ. ეს ძალზე პროდუქტიული კვირა იქნება, როდესაც ბევრი თქვენგანი შეძლებს განწყობის ამაღლებას. ამაში დროული დასვენება დაგეხმარებათ.

სასიყვარულო ფრონტზე მეტი სიფრთხილე გმართებთ. არ არის გამორიცხული, ეჭვიანობის ტალღამ შემოგიტიოთ. აუცილებელია, რომ ამ კვირაში მხოლოდ ჯანსაღ აზრს მოუსმინოთ. იმპულსურობამ, შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგიყვანოთ.

ქალწული

22 და 23 აპრილს ვარსკვლავები არცთუ ხელსაყრელ განლაგებაში იქნებიან, ამიტომ, შესაძლოა, განწყობის ხშირი ცვალებადობა იგრძნოთ. არ უნდა იფიქროთ, რომ განწყობის ცვლა ცხოვრებაში შავი პერიოდის დაწყების მომასწავებელია. მიჰყევით თქვენს გეგმებს და არ აჰყვეთ პანიკას.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

დისჰარმონია უკვე 24 აპრილს, დილითვე დაიხევს უკან. კვირის ბოლო ძალზე იღბლიანი იქნება სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. კარგი იქნება, თუ სახლში რამეს შეცვლით, გადააადგილებთ ავეჯს. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, ეს შურის გრძნობაა.

ლაქლაქი - Sputnik საქართველო
ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები

სასწორი

სიყვარულში ამ კვირაში სრული სიწყნარე გელოდებთ. ამ სფეროში არანაირი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ახლობლები და საყვარელი ადამიანი ყურადღებიანი და გულისხმიერი იქნებიან, თქვენ კი მხოლოდ იმავეთი უნდა უპასუხოთ. ვინც ეძებს სიყვარულს, მას წარმატება ელოდება. შესანიშნავი კვირაა ფლირტისა და რომანტიკისთვის.

საქმეების მხრივ კი, წარმატებებს რომ მიაღწიოთ, მეტი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. შეგიძლიათ, შეეჭიდოთ რთულ ამოცანებს, მაგრამ არ უნდა დაკარგოთ ენთუზიაზმი. დაეხმარეთ კოლეგებს.

მორიელი

იდეალური დროა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად, ყველაფერი ზედმეტისგან, რაც ხელს გიშლით წინსვლაში, გამდიდრებაში (საკუთარი თავის შეცოდება, სიხარბე, საყვარელი საქმისგან შორს ყოფნა და სხვ.). ამ კვირაში კარგი იქნება ახალი საქმის, პროექტის დაწყება. წაგადგებათ ფიზიკური ვარჯიში, კონტრასტული შხაპი, მედიტაცია.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სტრესულ ვითარებებს შესანიშნავად უმკლავდებიან>>

საქმეებსა და სიყვარულში, სჯობს, მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგეპაროთ. ეს დაგეხმარებათ სტაბილურობის შენარჩუნებაში, თუ მოულოდნელად მკვეთრი და გაუთვალისწინებელი ცვლილებები მოხდა. დაგეგმავი ცვლილებები 23 და 24 აპრილს გელოდებათ, როდესაც ვარსკვლავები და პლანეტები მვეთრად შეიცვლიან ენერგეტიკას. ამ დღეებში, სჯობს, არავის მისცეთ ფუჭი დაპირება და საუთარი მიზნის მისაღწევად არ გამოიყენოთ უხეში ძალა.

მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები

მშვილდოსანი

მშვილდოსნების გზა ჰარმონიისკენ ბრაზისა და წყენისგან გათავისუფლებაზე გადის. არ ღირს საკუთარი თავისა და სხვების პროვოცირება ნეგატივზე. უნდა ისწავლოთ პატიება, ყველაფერში მხოლოდ პოზიტივის დანახვა. არ გაწყენთ სიფრთხილე ფინანსურ საკითხებში, განსაკუთრებით, 21 და 22 აპრილს.

ასტროლოგები გირჩევენ, მთელი კვირის განმავლობაში ფიზიკური ატიურობა შეინარჩუნოთ. იარეთ მეტი, ივარჯიშეთ, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. სასურველია, დიდხანს არ იყოთ უმოქმედოდ.

თხის რქა

ამ კვირაში, შესაძლოა არაკეთილმოსურნეებმა და მტრებმა თქვენზე ჭორები გაავრცელონ. ასეთ შემთხვევებში ურჩიეთ ადამიანებს, კარგად შეამოწმონ, რამდენად სანდოა ინფორმაციები. თუ არ მოატყუებთ გარშემომყოფებს და მიზნების მისაღწევად არ იეშმაკებთ, ბევრი პრობლემა თავისთავად მოგვარდება.

რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი>>

კვირის მეორე ნახევარში ვარსკვლავები და პლანეტები ჰარმონიულ მდგომარეობაში იქნებიან, ამიტომ თქვენში გამძაფრდება ინტუიცია. მიაქციეთ ყურადღება ბედისწერის მინიშნებებს. ძალზე პროდუქტიული კვირაა, მათ შორის, მათთვის, ვინც სიყვარულს ეძებს.

კაზინოში - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე აზარტული ნიშნები - ტოპ-სამეული

მერწყული

მერწყულებს ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლები ურთიერთობები გქონდეთ მატყუარა ადამიანებთან. ირგვლივ შემოიკრიბეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეგიძლიათ ანდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლო. მათთან შეგიძლიათ სამუშაო საკითხების განხილვაც. მთავარია, სიკეთეს სიკეთით უპასუხოთ.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კვირის დასაწყისში წვრლმანები არ გამოგრჩეთ მხედველობიდან. დაიმახსოვრეთ, ვინ რა თქვა, რა გააკეთა ან რის გაკეთებას აპირებს. თუ მოულოდნელი, დაუგეგმავი ცვლილებები დადგება, ეს ყურადღება გაუგებრობებში სწრაფად გარკვევის საშუალებას მოგცემთ. ოჯახურ ურთიერთობებში, სჯობს, არ მოაწყოთ სკანდალებისა და კონფლიქტების პროვოცირება.

თევზები

ძალზე რთული კვირა გელოდებათ. სტაბილურობის შენარჩუნებაში დიდ როლს შეასრულებს სათადარიგო გეგმა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში. დაუგეგმავმა ცვლილებებმა, შესაძლოა, კალაპოტიდან ამოგაგდოთ, მაგრამ, თუ გეგმა „ბ“ გექნებათ, ყველაფრის გაკონტროლებას შეძლებთ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც არანაირი კრიზისი არ აშინებს>>

სიყვარულში სიახლეები არაა მოსალოდნელი. გარშემომყოფებთან ურთიერთობებში მოგიწევთ ისწავლოთ „არას“ თქმა, რომ სხვების თხოვნაზე დრო არ დახარჯოთ. ახლა საუკეთესო დროა, რომ საკუთარ პრობლემებს მიხედოთ სახლშიცა და სამსახურშიც. შესაძლოა, ზოგიერთი ძველი გეგმა განახორციელოთ.

ყველა ახალი ამბავი
0