დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 ნოემბერი

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Kazbegiდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ძალზე რთულია თავის ხელში აყვანა, მაგრამ აუცილებელია. ახლა თუ ემოციებს არ გააკონტროლებთ, დაუშვებთ შეცდომებს, რომელთა გამოსწორება ძალიან რთული იქნება. მოსალოდნელია შეცდომები მუშაობაში, ფულთან დაკავშირებით წარუმატებელი გადაწყვეტილებები. შეამოწმეთ ყველაფერი, თუნდაც ერთი შეხედვით წესრიგში იყოს - შესაძლოა, გამოირკვეს, რომ შეცდომაში ხართ შეყვანილი. ყურადღება დეტალებისადმი უსიამოვნო ვითარებებს აგარიდებთ თავიდან.

შემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად ნოემბერში

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

ყველაფერი კარგად ეწყობა. განსაკუთრებით წარმატებული დღეა იმ კუროებისთვის, რომლებიც არ ცდილობენ ჯიუტად დამოუკიდებლად მუშაობას, არამედ იღებენ დახმარებას, პოულობენ მოკავშირეებს. შესაძლებელია თანამშრომლობის დაწყება, რომელიც დროთა განმავლობაში მეგობრობაში გადაიზრდება. არ არის გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობებიც. კარგი დღეა ცხოვრებაში სიახლეების შეტანისთვის. იღბალი თქვენი თანმდევი იქნება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები>>

ტყუპი

დღის დასაწყისი საინტერესო და ნაყოფიერი იქნება. გაჩნდება უამრავი კარგი იდეა. ეცადეთ, ისინი დაუყოვნებლივ განახორციელოთ. სამწუხაროდ, პოზიტიური ტენდენციების გავლენა დიდხანს არ გაგრძელდება, ასე რომ, იჩქარეთ. შუადღე ახალ საზრუნავს მოიტანს. მოგიწევთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი საქმეების გაკეთებაც. ამასთან, გარშემომყოფები ხელს უფრო გიშლიან, ვიდრე გეხმარებიან. თავის გაკონტროლება კონფლიქტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

დილა ძალიან მიესადაგება საქმიან მოლაპარაკებებს. წარმატებით შეიძლება ჩაიაროს ნებისმიერმა შეხვედრამ: თქვენ მიმართ სიმპათიით განეწყობიან თანამოსაუბრეები. შუადღემდე შეგიძლიათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მოგვიანებით დასვენების დრო დადგება. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ დატვირთვა. საღამოს არ დაგეგმოთ რთული მოლაპარაკებები - გაგიჭირდებათ უსიამოვნო ფიქრებისგან გათავისუფლება.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

ადვილი არაა გარშემომყოფებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება. შესაძლოა, წვრილმანებზე განაწყენდეთ, გააკეთოთ და თქვათ ის, რაც მერე სანანებელი გაგიხდებათ. ხანდახან უსიამოვნო მოგონებები მიმდინარე მოვლენებზე ყურადღების კონცენტრაციაში გიშლით ხელს და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებთ. აჩქარება საჭიროა არაა, გაქვთ დრო იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად მოიფიქროთ. კარგი დღეა სწავლის, ინფორმაციასთან მუშაობისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

ქალწული

არ იჩქაროთ. დღის პირველი ნახევარი საკმაოდ წარუმატებელია, ამიტომ მნიშვნელოვან საქმეებს ხელს ნუ მოჰკიდებთ. თანდათანობით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. მნიშვნელოვანია ინიციატივის გამოჩენა, ნუ დაელოდებით, სანამ რამეს შემოგთავაზებენ. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები პირად ურთიერთობებში. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ახლობლებთან კონტაქტისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

ხელსაყრელი, ნაყოფიერი, საინტერესო და მრავალფეროვანი დღეა. შეგიძლიათ მრავალი სასიკეთოს გაკეთება როგორც საკუთარი თავის, ისე სხვებისთვის. იოლად წყვეტთ რთულ ამოცანებს, რაშიც ხშირად გეხმარებათ ინტუიცია. გაქვთ შანსი, რომ შეურიგდეთ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ნაჩხუბარი იყავით. არ არის გამორიცხული, რომ თავიანთი თქვენდამი დამოკიდებულება შეიცვალონ ადამიანებმა, რომლებიც მუდამ გიპირისპირდებოდნენ. მოსალოდნელია თანხის მიღება.

 ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა - Sputnik საქართველო
რა გველოდება ნოემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღე კარგად ჩაივლის, თუ არ ინერვიულებთ. ყველა მორიელი ვერ შეძლებს სიმშვიდის შენარჩუნებას, რადგან, შესაძლოა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდეს. არ არის გამორიცხული დაძაბული მომენტები, სირთულეები. თუ ემოციებს გააკონტროლებთ, შეძლებთ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლას. დღის მეორე ნახევარი მოულოდნელი შეხვედრებით გაგახარებთ. არ არის გამორიცხული, რომ ძველ ნაცნობებს საინტერესო წინადადებები შესთავაზოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

მშვილდოსანი

წარმატებული დღეა, რომელიც მრავალ საინტერესო შესაძლებლობას გთავაზობთ. სიამოვნებით ატარებთ ექსპერიმენტებს. შემოქმედებითი დამოკიდებულება წარმატებების მიღწევაში გეხმარებათ იქ, სადაც სხვები უძლური არიან. ჯანსაღი აზრი და გამოცდილება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ. არ გარისკოთ გაუმართლებლად, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. წარმატებების მიღწევა ბევრ საქმეშია შესაძლებელი. გეხმარებიან ძველი და ახალი ნაცნობები. ურთიერთობები, რომლებიც აქამდე ფორმალური იყო, შესაძლოა, თბილ კავშირად ჩამოყალიბდეს. დღის მეორე ნახევარში გაჩნდება კარგი იდეები, რომელთა განხორციელებაც ახლა არა, მაგრამ მომავალშია შესაძლებელი. საღამოს კარგ სიახლეებს გაიგებთ.

ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

რთული, მაგრამ ნაყოფიერი დღეა. მნიშვნელოვანია, რომ არ იჩქაროთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საკითხებთან დაკავშირებით. დრო გჭირდებათ ყველაფერში გასარკვევად, ამიტომ არ მოუსმინოთ არავის, ვინც აჩქარებას გთხოვთ. მოსალოდნელია წარმატებული გარიგებების დადება, მომგებიანი წასვლა საყიდლებზე. დღის მეორე ნახევარი შესაძლებლობას მოგცემთ, რომ გამოასწოროთ რაღაც ძველი შეცდომები, მოაგვაროთ დაძაბული ურთიერთობები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

ნოემბრის ყველაზე ხელსაყრელი და ყველაზე საშიში დღეები

თევზები

დღის დასაწყისში, დიდი ალბათობით, რამე მნიშვნელოვანისა და სასარგებლოს გაკეთებას ვერ მოახერხებთ. გიჭირთ ზალების მოკრება, ხშირად გეფანტებათ ყურადღება, უსიამოვნო საქმეებს სამომავლოდ დებთ, თითქოს მათ თქვენ მაგივრად ვინმე სხვა გააკეთებს. თანდათანობით სიმხნევე მოგემატებათ და საქმეებს გულმოდგინედ შეუდგებით. შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები, საინტერესო ნაცნობობა. ბევრზე ახდენთ კარგ შთაბეჭდილებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0