10:03 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
19001

პოლიტიკოსმა დასავლეთის ქვეყნების საელჩოები ქვეყნის საქმეებში რადიკალურად ჩარევაში დაადანაშაულა და მათ კონსტრუქციული ქმედებებისკენ მოუწოდა

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. პარტია „ერის“ ლიდერმა, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თავის ვიდეო–მიმართვაში საქართველოს მთავრობას მოსთხოვა შეწყვიტოს „მამულიშვილების უსამართლო დევნა“, როგორც ის ლგბტ–თემის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორებს მიიჩნევს.

პარასკევს, დილით პოლიციაში გამოკითხვაზე დაბარებული იყვნენ დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, მოძრაობის „ალტერნატივა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია, საზოგადოებრივი მოძრაობა „ზნეობის“ ლიდერები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები, საინფორმაციო პლატფორმა „ალტ–ინფოს“ წევრები, ჯგუფი „ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩაჩუა.

გამოკითხვამდე პოლიციამ ლგბტ–საზოგადოების წინააღმდეგ კონტრაქციის ორგანიზატორების სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა.

„დღეს დილას დაიწყო მასობრივი ჩხრეკები ბინებში, დაკავებები და დაკითხვის კამერებში გადაყვანები იმ ჩვენი მამულიშვილებისა, რომლებიც გამოესარჩლნენ ჩვენს ტრადიციას და წინ აღუდგნენ უზნეობის აღლუმს და უზნეობის ზეიმს საქართველოში“, – განაცხადა ვასაძემ და დასავლეთის ქვეყნები საქართველოს საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

პოლიტიკოსის თქმით, მას უჭირს სამშობლოდან შორს ყოფნა, როდესაც ყველა ხედავს, თუ რა წნეხის ქვეშ იმყოფება საქართველოს მთავრობა.

„მოვუწოდებ დასავლურ საელჩოებს, ევროპული ქვეყნების საელჩოებს, აშშ-ს საელჩოს და მთელ ამ კონგლომერატს, დაფიქრდნენ კურსის რადიკალურ ცვლილებაზე საქართველოში. დაანებონ თავი ქართველი ხალხის ფსიქიკაზე და ტრადიციებზე ძალადობას“, – განაცხადა ვასაძემ.

ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვინც დაინახეს მიკროფონით ან კამერით ხელში. ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. 5 ივლისის არეულობების საქმეზე სულ 24 ადამიანია დაკავებული.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე დასავლეთს აქტიურად აკრიტიკებს, არის პრორუსული კურსის მომხრე და თავს პატრიარქალური ფასეულობების დამცველს უწოდებს. მაისის შუა რიცხვებში ვასაძემ დააფუძნა პოლიტიკური პარტია „ერი“ (ერთობა, რაობა, იმედი) და შემოდგომაზე მონაწილეობის მიღებას აპირებს ადგილობრივ არჩევნებში.

მთავარი თემები