https://sputnik-georgia.com/20210716/vasaZe-xelisuflebas-mouwodebs-Sewyvitos-lgbt-mowinaaRmdegeTa-devna-252344408.html
ვასაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ლგბტ–საზოგადოების მოწინააღმდეგეთა დევნა
ვასაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ლგბტ–საზოგადოების მოწინააღმდეგეთა დევნა
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსმა დასავლეთის ქვეყნების საელჩოები ქვეყნის საქმეებში რადიკალურად ჩარევაში დაადანაშაულა და მათ კონსტრუქციული ქმედებებისკენ მოუწოდა 16.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-16T22:58+0400
2021-07-16T22:58+0400
2021-10-19T18:01+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252367728_0:63:3416:1985_1920x0_80_0_0_fb72aac6e4c6c8bf79500e8635d63005.jpg
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. პარტია „ერის“ ლიდერმა, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თავის ვიდეო–მიმართვაში საქართველოს მთავრობას მოსთხოვა შეწყვიტოს „მამულიშვილების უსამართლო დევნა“, როგორც ის ლგბტ–თემის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორებს მიიჩნევს.პარასკევს, დილით პოლიციაში გამოკითხვაზე დაბარებული იყვნენ დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, მოძრაობის „ალტერნატივა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია, საზოგადოებრივი მოძრაობა „ზნეობის“ ლიდერები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები, საინფორმაციო პლატფორმა „ალტ–ინფოს“ წევრები, ჯგუფი „ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩაჩუა.გამოკითხვამდე პოლიციამ ლგბტ–საზოგადოების წინააღმდეგ კონტრაქციის ორგანიზატორების სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა.„დღეს დილას დაიწყო მასობრივი ჩხრეკები ბინებში, დაკავებები და დაკითხვის კამერებში გადაყვანები იმ ჩვენი მამულიშვილებისა, რომლებიც გამოესარჩლნენ ჩვენს ტრადიციას და წინ აღუდგნენ უზნეობის აღლუმს და უზნეობის ზეიმს საქართველოში“, – განაცხადა ვასაძემ და დასავლეთის ქვეყნები საქართველოს საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.პოლიტიკოსის თქმით, მას უჭირს სამშობლოდან შორს ყოფნა, როდესაც ყველა ხედავს, თუ რა წნეხის ქვეშ იმყოფება საქართველოს მთავრობა.„მოვუწოდებ დასავლურ საელჩოებს, ევროპული ქვეყნების საელჩოებს, აშშ-ს საელჩოს და მთელ ამ კონგლომერატს, დაფიქრდნენ კურსის რადიკალურ ცვლილებაზე საქართველოში. დაანებონ თავი ქართველი ხალხის ფსიქიკაზე და ტრადიციებზე ძალადობას“, – განაცხადა ვასაძემ.ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვინც დაინახეს მიკროფონით ან კამერით ხელში. ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. 5 ივლისის არეულობების საქმეზე სულ 24 ადამიანია დაკავებული.ბიზნესმენი ლევან ვასაძე დასავლეთს აქტიურად აკრიტიკებს, არის პრორუსული კურსის მომხრე და თავს პატრიარქალური ფასეულობების დამცველს უწოდებს. მაისის შუა რიცხვებში ვასაძემ დააფუძნა პოლიტიკური პარტია „ერი“ (ერთობა, რაობა, იმედი) და შემოდგომაზე მონაწილეობის მიღებას აპირებს ადგილობრივ არჩევნებში.
https://sputnik-georgia.com/20210716/lgbt-Temis-mowinaaRmdegeebi-dakavebas-ar-gamoricxaven-252344231.html
https://sputnik-georgia.com/20210716/areuloba-TbilisSi-diplomatiuri-Seteva-ukmayofilo-elCebi-252343968.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252367728_343:0:3074:2048_1920x0_80_0_0_0facf3ab87656168541182021460b53d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
ვასაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ლგბტ–საზოგადოების მოწინააღმდეგეთა დევნა
22:58 16.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) პოლიტიკოსმა დასავლეთის ქვეყნების საელჩოები ქვეყნის საქმეებში რადიკალურად ჩარევაში დაადანაშაულა და მათ კონსტრუქციული ქმედებებისკენ მოუწოდა
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. პარტია „ერის“ ლიდერმა, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თავის
ვიდეო–მიმართვაში საქართველოს მთავრობას მოსთხოვა შეწყვიტოს „მამულიშვილების უსამართლო დევნა“, როგორც ის ლგბტ–თემის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორებს მიიჩნევს.
პარასკევს, დილით პოლიციაში გამოკითხვაზე დაბარებული იყვნენ დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, მოძრაობის „ალტერნატივა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია, საზოგადოებრივი მოძრაობა „ზნეობის“ ლიდერები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები, საინფორმაციო პლატფორმა „ალტ–ინფოს“ წევრები, ჯგუფი „ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩაჩუა.
გამოკითხვამდე პოლიციამ ლგბტ–საზოგადოების წინააღმდეგ კონტრაქციის ორგანიზატორების სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა.
„დღეს დილას დაიწყო მასობრივი ჩხრეკები ბინებში, დაკავებები და დაკითხვის კამერებში გადაყვანები იმ ჩვენი მამულიშვილებისა, რომლებიც გამოესარჩლნენ ჩვენს ტრადიციას და წინ აღუდგნენ უზნეობის აღლუმს და უზნეობის ზეიმს საქართველოში“, – განაცხადა ვასაძემ და დასავლეთის ქვეყნები საქართველოს საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
პოლიტიკოსის თქმით, მას უჭირს სამშობლოდან შორს ყოფნა, როდესაც ყველა ხედავს, თუ რა წნეხის ქვეშ იმყოფება საქართველოს მთავრობა.
„მოვუწოდებ დასავლურ საელჩოებს, ევროპული ქვეყნების საელჩოებს, აშშ-ს საელჩოს და მთელ ამ კონგლომერატს, დაფიქრდნენ კურსის რადიკალურ ცვლილებაზე საქართველოში. დაანებონ თავი ქართველი ხალხის ფსიქიკაზე და ტრადიციებზე ძალადობას“, – განაცხადა ვასაძემ.
ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვინც დაინახეს მიკროფონით ან კამერით ხელში. ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. 5 ივლისის არეულობების საქმეზე სულ 24 ადამიანია დაკავებული.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე დასავლეთს აქტიურად აკრიტიკებს, არის პრორუსული კურსის მომხრე და თავს პატრიარქალური ფასეულობების დამცველს უწოდებს. მაისის შუა რიცხვებში ვასაძემ დააფუძნა პოლიტიკური პარტია „ერი“ (ერთობა, რაობა, იმედი) და შემოდგომაზე მონაწილეობის მიღებას აპირებს ადგილობრივ არჩევნებში.