https://sputnik-georgia.com/20210716/lgbt-Temis-mowinaaRmdegeebi-dakavebas-ar-gamoricxaven-252344231.html
ლგბტ–საზოგადოების წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორები მათ დაკავებას არ გამორიცხავენ
ლგბტ–საზოგადოების წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორები მათ დაკავებას არ გამორიცხავენ
Sputnik საქართველო
გამოძიების კითხვებს უპასუხეს გურამ ფალავანდიშვილმა და მისმა ვაჟმა, კონსტანტინე მორგოშიამ და ზურაბ მახარაძემ, რომლებიც ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციას... 16.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-16T21:41+0400
2021-07-16T21:41+0400
2021-10-19T18:01+0400
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24202/76/242027669_0:0:1999:1129_1920x0_80_0_0_e65a079fded3a5c4a762691a08d82651.jpg
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ზნეობის" ლიდერისა და საინფორმაციო პლატფორმა „ალტ–ინფოს“ (ალტერნატიული ინფორმაცია) წევრების გამოკითხვა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დამთავრდა.როგორც ჟურნალისტებს „ზნეობის“ ლიდერმა გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა, კითხვები 5–6 ივლისის თბილისის მოვლენებს ეხებოდა.ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვინც დაინახეს მიკროფონით ან კამერით ხელში. ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. 5 ივლისის არეულობების საქმეზე სულ 24 ადამიანია დაკავებული, რომლებიც ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილეობდნენ, თუმცა აქამდე ხელშეუხებელი რჩებოდნენ არეულობების ორგანიზატორები.„გამოძიებას ყველა კითხვაზე ვუპასუხე. როგორც გამოძიება გადაწყვეტს, ისე მოხდებდა. თუკი მათზე იმხელა ზეწოლა იქნება, რომ დამაკავებენ, მაშინ დამაკავონ. ელჩებისგან, ამერიკისგან, ევროპისგან მოდის ზეწოლა“, – განაცხადა „ალტ–ინფოს“ დამფუძნებელმა ზურაბ მახარაძემ.„ამ საელჩოებმა და ჟურნალისტებმა ხალხი იქამდე მიიყვანეს, რომ გაამწარეს და ამიტომ მოხდა ასეთი გაუთვალისწინებელი რამ. როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ მე არ დავიცავ თბილისი პრაიდის ღია მსვლელობას არც ერთ ლოკაციაზეო, მე ეს გამიხარდა. მან ხალხი შეიცოდა, რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.დღესვე გამოკითხვაზე დაიბარეს დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, მოძრაობის „ალტერნატივა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი ალექსანდრე. ამ დროისთვის მათ უკვე დატოვეს პოლიციის სამმართველო.გამოკითხვამდე პოლიციამ ლგბტ–თემის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორთა სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა.
https://sputnik-georgia.com/20210716/areuloba-TbilisSi-diplomatiuri-Seteva-ukmayofilo-elCebi-252343968.html
https://sputnik-georgia.com/20210716/dekanozi-spiridoni-policiaSi-daibares-252342950.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24202/76/242027669_0:0:1999:1257_1920x0_80_0_0_6a5d969df5f3fff0f690abb7bc0bd544.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
ლგბტ–საზოგადოების წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორები მათ დაკავებას არ გამორიცხავენ
21:41 16.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) გამოძიების კითხვებს უპასუხეს გურამ ფალავანდიშვილმა და მისმა ვაჟმა, კონსტანტინე მორგოშიამ და ზურაბ მახარაძემ, რომლებიც ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციას კოორდინაციას უწევდნენ
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ზნეობის" ლიდერისა და საინფორმაციო პლატფორმა „ალტ–ინფოს“ (ალტერნატიული ინფორმაცია) წევრების გამოკითხვა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დამთავრდა.
როგორც ჟურნალისტებს „ზნეობის“ ლიდერმა გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა, კითხვები 5–6 ივლისის თბილისის მოვლენებს ეხებოდა.
ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვინც დაინახეს მიკროფონით ან კამერით ხელში. ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. 5 ივლისის არეულობების საქმეზე სულ 24 ადამიანია დაკავებული, რომლებიც ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილეობდნენ, თუმცა აქამდე ხელშეუხებელი რჩებოდნენ არეულობების ორგანიზატორები.
„გამოძიებას ყველა კითხვაზე ვუპასუხე. როგორც გამოძიება გადაწყვეტს, ისე მოხდებდა. თუკი მათზე იმხელა ზეწოლა იქნება, რომ დამაკავებენ, მაშინ დამაკავონ. ელჩებისგან, ამერიკისგან, ევროპისგან მოდის ზეწოლა“, – განაცხადა „ალტ–ინფოს“ დამფუძნებელმა ზურაბ მახარაძემ.
„ამ საელჩოებმა და ჟურნალისტებმა ხალხი იქამდე მიიყვანეს, რომ გაამწარეს და ამიტომ მოხდა ასეთი გაუთვალისწინებელი რამ. როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ მე არ დავიცავ თბილისი პრაიდის ღია მსვლელობას არც ერთ ლოკაციაზეო, მე ეს გამიხარდა. მან ხალხი შეიცოდა, რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.
დღესვე გამოკითხვაზე დაიბარეს დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, მოძრაობის „ალტერნატივა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი ალექსანდრე. ამ დროისთვის მათ უკვე დატოვეს პოლიციის სამმართველო.
გამოკითხვამდე პოლიციამ ლგბტ–თემის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორთა სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა.